სიახლეები
სიახლეები, ინტერვიუ

„იშვიათია ისეთი კარგად დალაგებული და დაწყობილი ტესტები, როგორიც izrune.ge-ს აქვს, შესაბამისად გადავწყვიტე ბავშვები ჩამერთო“ - ნათია ჩხიკვაძე
14-12-2021
-
+


სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ახალმა თაობებმა ღირსეული განათლება მიიღონ, განვითარდნენ, ჰქონდეთ შრომისა და დიდი მიზნების მიღწევის სურვილი - სწორედ ეს არის izrune.ge-ს დანიშნულება და მისია. აღსანიშნავია, რომ ამ ინოვაციური პორტალის მნიშვნელობა განსაკუთრებულად პანდემიის მიმდინარეობისას იზრდება - მაშინ, როდესაც მოსწავლეებს დისტანციურად სწავლა უწევთ. რადგან მოსწავლეთა განვითარება დამრიგებელთა მთავარი, ყოველდღიური საზრუნავიცაა, ისინი ცდილობენ, რომ მოსწავლეები მეტად გაააქტიურონ და ტესტებში ჩართონ. 

სწორედ ასეთი პედაგოგია დაბა ჩოხატაურის ნიკო მარის სახელობის N1 საჯარო სკოლის IIIბ  კლასის დამრიგებელი ნათია ჩხიკვაძე. ქალბატონი ნათია ხელოვნების პედაგოგია, სადამრიგებლო კლასს კი პირველი წლიდანვე მზრუნველად მოჰყვება. ყოველი წელი მათთვის წარმატებულია, ამ წელს ნოემბერში კი სუპერ კლასის სტატუსიც მოიპოვეს. პედაგოგი აპირებს, რომ კიდევ უფრო გააფართოვოს კლასთან ერთად საგანმანათლებლო თუ შემოქმედებითი აქტივობები. 

- როცა ამ სკოლაში დავიწყე მუშაობა (2020 წლიდან) ხელოვნების მასწავლებლად, დირექციამ სადამრიგებლო კლასი  ჩამაბარა და იმ დღიდან დავისახეთ მიზნები წარმატებების მისაღწევად. თვითონაც  ძალიან მოტივირებული პედაგოგი ვარ. ბავშვებს ძალიან უყვართ ჩემი საგანი - ხელოვნება.ძალიან დიდი ხალისით ერთვებოდნენ სხვადასხვა ჩემ მიერ შეთავაზებულ აქტივობებში და როცა კლასის საათს ვუტარებდი, ძალიან აქტიური და მოტივირებული იყვნენ ბავშვები. საერთოდ მინდა აღვნიშნო, რომ  ძალიან მოაზროვნე თაობა მოდის. ისეთი კითხვები და ისეთი პასუხები აქვთ, თავადაც გაოცებული დავრჩენილვარ. შესაბამისად რომ დავინახე მათი შესაძლებლობები გადავწყვიტე izrune.ge-ში ჩამერთო. ავუხსენი ბავშვებს, რომ ეს ავითარებს საკომუნიკაციო უნარებს, შეიძენენ შემოქმედებით და კრიტიკული აზროვნების უნარს.  კლასში დავნერგე წახალისების სისტემა, მაგალითად თვის ყველაზე საუკეთესო მოსწავლე, დაჯილდოებები წლის ბოლოს, სიგელები და ა.შ.  ჩემგან რომ აქვთ მოტივაცია, შესაბამისად მათგანაც აქტივობა დიდია. 



- მშობლები რამდენად დაინტერესებულნი არიან ტესტების მიმდინარეობითა და შედეგებით?

- დახურული ჯგუფი გვაქვს, სადაც მშობლები ხედავენ თავიანთი შვილების წარმატებებს. შექება ძალიან სიამოვნებთ დაწყებითი კლასის მოსწავლეებს, განსაკუთრებით აკვირდებიან აბა თუ გამოაქვეყნა ჩვენი სიგელები და ძალიან უხარიათ. განსაკუთრებით მოსწონთ izrune.ge-ს ვიპ პაკეტები, იმიტომ რომ იქ კიდევ უფრო სხვანაირი და მრავალფეროვანი კითხვები მოდის. ამას იმიტომ ვამბობ, რომ მხოლოდ ბავშვები არ არიან ასე, მე ხშირი კომუნიკაცია მაქვს მშობლებთან, იციან  რომ მაქვს წახალისების ფორმები, მიფიქრია და საკუთარი ხარჯითაც გამიკეთებია მათთვის პატარ-პატარა სიურპრიზები, მეც მიყვარს და მათაც ვცდილობ რომ გავახალისო, მშობლებიც მეხმარებიან და ასე ერთმანეთის გვერდით დგომით ვაღწევთ დასახულ მიზნებს.

- როდის ჩაერთეთ izrune.ge-ში?

- შარშან დავიწყეთ ტესტების გაკეთება, ოღონდ ყველა მოსწავლემ არა. თავიდან რამდენიმე ბავშვი ჩაერთო და თანდათან სხვების შეუერთდნენ, როცა ნახეს, რომ გავაზიარე მათი კლასელების შედეგები, წარმატებები, თავადაც გაუჩნდათ სურვილი, რომ ჩართულიყვნენ. ყოველთვის ვსაუბრობ მათთან, რომ მე მინდა კლასი იყოს ძლიერი, რომ გადავლენ მე-5 კლასში  და გაფრინდებიან  ჩემი ხელებიდან, მათზე თქვან თუ როგორი მოწესრიგებული, წარმატებული ბავშვები არიან. ხელოვნებითაც არიან დაკავებული, დადიან სხვადასხვა სახელოვნებო წრეებზე, თუმცა პანდემია სამწუხაროდ აქაც უშლით ხელს.

- როგორ ემზადებით ტესტირებისთვის, რა აქტივობებს მიმართავთ, რომ მოსწავლეები მობილიზებულნი იყვნენ?

- თქვენი ფეისბუქ გვერდიდან მომქონდა რასაც გააზიარებდით - იქნებოდა ეს ტესტირებამდე წინასწარ საკითხავი წიგნები თუ სხვა მასალები. ყველას არ აქვს წვდომა და შესაბამისად ვცდილობდი, რომ ელექტრონული რესურსები მომეძიებინა და მიმეთითებინა, რომ წაიკითხათ. დავუსქრინავდი, ვუგზავნიდი და ვეუბნებოდი, რომ აქედან იქნებოდა შეკითვები. უკვე ყველას კარგად ახსოვს, რომ ხუთშაბათი ტესტირების დღეა და განსაკუთრებით ემზადებიან ამისთვის.





- მასწავლებლის გადმოსახედიდან, რა შესძინა თქვენი აზრით მოსწავლეებს izrune-ში ჩართვამ  და როგორია თქვენი დამსახურება ამ პროცესში?

- შარშან მაგალითად შვიდგზის გამარჯვებული იყო ჩემი კლასი და სერთიფიკატიც გადმომეცა. ძალიან გახარებული და აღფრთოვანებული ვიყავით, წელსაც ვცდილობ, რომ რაც შეიძლება კარგად ჩავერთოთ. ეს წარმატება ჩემთვისაც ბევრს ნიშნავდა. საამაყოა, როდესაც შენი შრომის შედეგს იმკი და ბავშვების წინსვლაზეც ეს აისახება. მეტი მასწავლებელს არც არაფერი უნდა. მშობლებიც ძალიან კმაყოფილნი არიან. მარტივი არ არის ეს სტატუსი მოიპოვო, მარტივი არ არის, რადგან ძალიან დიდი კონკურენციაა, საქართველოს მასშტაბით ძალიან ბევრი სკოლა მონაწილეობს ამ პროექტში და ჩემთვის ძალიან დიდი პატივია, რასაც მივაღწიეთ. ვფიქრობ, რომ ბავშვის აღზრდა-განვითარებაში, მათი კრიტიკული აზროვნების განვითარებაში ძალიან დიდ როლს თამაშობს ასეთი არაფორმლური განათლება. იშვიათია ისეთი კარგად დალაგებული და დაწყობილი ტესტები, როგორიც izrune.ge-ს აქვს.



ეს ყოველდღიურ ცხოვრებასთან კავშირშია და რა თქმა უნდა თუ ტრანსფერი არ განხორციელდება, ბავშვმა თუ ეს თავისი ყოველდღიური ცოდნა არ გამოიყენა სადმე, მისი განვითარება შესაბამისი დონის არ იქნება. უფრო განსახვავებული ხედვა უყალიბდებათ ცხოვრებისადმი, სამყაროს აღქმისადმი და რა თქმა უნდა ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

- როგორ ფიქრობთ, რა როლი აქვს izrune.ge-ს ტესტებს სასკოლო ცხოვრებაში, თუ გავითვალისწინებთ პანდემიის ფაქტორს და იმას, რომ სასწავლო პროცესში პერიოდლად დაუგეგმავი წყვეტა ხდება?

- რა თქმა უნდა პანდემიამ ძალიან ბევრი რამ შეცვალა იმის მიუხედავად, რომ განათლებაში წყვეტა არის და შეიძლება გაკვეთილი ონლაინ რეჟიმში ჩავატარო, იმედი მაქვს, რომ ბავშვები ამ ტესტებს გააკეთებენ და ჩავარდნა არ ექნებათ, ამიტომ ბავშვები ძალიან მობილიზებულები არიან.  მოგეხსენებათ პანდემიის პირობებში ისედაც გაგვიჭირდა ღონისძიებების ჩატარება, მაგრამ ვცდილობდი მათი სიგელები და რასაც მიაღწევდნენ საჯარო ყოფილიყო. მინდა ყველა შესაძლებლობისთვის და დაფასებული მიღწევისთვის izrune.ge-ს მადლობა გადავუხადო და მომავალი წარმატებები ვუსურვო.

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები
მოსალოდნელია ნალექი, ძლიერი თოვა და ქარბუქი - გაფრთხილება გარემოს ეროვნული სააგენტოსგან

მინისტრის ბრძანებით უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესში ცვლილება შევიდა 

როგორც მე-9 კლასის მოსწავლე, ლუკა გვიყვება, ის და თავისი კლასი, რამდენიმე დღით, ბაკურიანში მიდიან

როგორია ხალი წელი ხელოვნების გაკვეთილზე? - დღეს მოგიყვებით კრეატიულობისა და მხიარულების სინთეზზე... 

ანაზღაურება 2640 ლარია და საკვალიფიკაციო მოთხოვნები ცნობილია - ვაკანსიაზე განაცხადის გაგზავნისთვის ბოლო ვადა დღეს არის

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

როგორც სკოლაში გვითხრეს, პროექტი ტრადიციად იქვევა 

16 დეკემბერს კი, მე-8 კლასის მოსწავლეებმა ინგლისური ენის მასწავლებლის სოფიო ალფაიძის ორგანიზებით ჩაატარეს ინგლისურენოვანი ღონისძიება 

მოსწავლეებმა თავიანთი ნიჭიერების წყალობით, სასკოლო საზოგადოების მოწონება დაიმსახურეს

ეს დღე კი, მოსწავლეებისთვის დაუვიწყარ მოგონებად იქცა

საინტერესო

როგორც მე-9 კლასის მოსწავლე, ლუკა გვიყვება, ის და თავისი კლასი, რამდენიმე დღით, ბაკურიანში მიდიან

როგორია ხალი წელი ხელოვნების გაკვეთილზე? - დღეს მოგიყვებით კრეატიულობისა და მხიარულების სინთეზზე... 

დღეს, განვიხილავთ იდეებს, რომლებიც მოსწავლეებს სიამოვნებას მიანიჭებს და ბუნებასაც დაიცავს 

ჰიმნის შექმნა არა მხოლოდ მუსიკალური პროექტი, არამედ მთელი სკოლის გაერთიანების შესაძლებლობაა -   ის გვახსენებს, ვინ ვართ, რა გვაერთიანებს და რას ვზეიმობა

სიახლეები
საზოგადოება