სიახლეები
სიახლეები

„მივესალმები პრაქტიკოსი მასწავლებლების ხელშეწყობას, მაგრამ წამყვანი და მენტორი მასწავლებლების საათობრივი ანაზღაურება გაუტოლეთ სერტიფიცირების ნიშნულს“
15-12-2021
-
+


დღეს, განათლების სამინისტროს სხვადასხვა და განსაკუთრებით პრაქტიკოსებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების ფონზე, მასწავლებლები მიიჩნევენ რომ უთანასწორო მდგომარეობაში აღმოჩნდნენ, რაც უსამართლობის განცდას ამძაფრებს. პედაგოგი ელი ბელქანია სოციალურ ქსელში შექმნილ ვითრებას ეხმაურება; მის სტატუსს  etaloni.ge უცვლელად გთავაზობთ:

„მოგესალმებით ყველას და ბედნიერ დამდეგ შობა-ახალ წელს გისურვებთ. მივესალმები იმასაც, რომ პრაქტიკოს მასწავლებლებს ისევ ეძლევათ შანსი სისტემაში დარჩენის, მაგრამ ნამდვილად საწყენია, რომ წლების განმავლობაში არ დაიდო კარიერული წინსვლის დაპირებული გამოცდები; ასევე ორჯერ შეიცვალა სახელფასო რეფორმა, რომელიც გულისხმობდა თავდაპირველად სერტიფიცირების ანაზღაურებას 2700 ლარის ოდენობით, შემდგომ შეიცვალა 1700 ლარის ოდენობით 2020-2022 წლისთვის, რაც ისევ გადაიდო ათი წლით, ქვეყანაში არსებული სიტუაციიდან გამომდინარე.

დიახ, გვესმის და ვხედავთ სირთულეებს და გამოწვევებს, მაგრამ იმავდროულად, ძალიან გულსატკენია ის უთანასწორო პირობები, რაც სისტემაში დამკვიდრდა იმ მასწავლებლების მიმართ, ვინც მთლიანი მაჩვენებლებით გადალახა საგამოცდო ზღვარი, წამყვანი და მენტორი მასწავლებლების მდგომარეობაც არ შეცვლილა. გაიზარდა მხოლოდ სერტიფიცირების დანამატი, ხოლო წამყვანისა და მენტორის დანამატები არ შეცვლილა. ისევ განვმეორდები - მივესალმები პრაქტიკოსი მასწავლებლების ხელშეწყობას, მაგრამ გთხოვთ, იმ პირობებში, როდესაც სახელფასო რეფორმა გადაიდო ათი წლით, წამყვანი და მენტორი მასწავლებლების საათობრივი ანაზღაურება​ გაუტოლოთ სერტიფიცირების ნიშნულს! წაახალისეთ პედაგოგები კარიერული წინსვლის გზაზე და დააფასეთ მათი მონდომება ამ მიმართულებით, რადგან სხვებსაც გაუჩნდეს ამის სურვილი და ნუ დატოვებთ მასწავლებელს სოციალურად რთული პირობების პირისპირ. რადგან დღეს წამყვანი მასწავლებლის განაკვეთი შეადგენს 1200 ლარს (მცირე განსხვავებების გარდა), რაც შვილების აღსაზრდელად მინიმალურ საარსებო სამომხმარებლო კალათას შეადგენს.

დღეს ჩვენი სამსახური ისევ უპერსპექტივო და არამიმზიდველია ახალგაზრდა თაობისთვის. ის არ პასუხობს მინიმალურ საჭიროებებს. წლები გადის, მასწავლებელი კი ისევ რჩება სოციალური პრობლემების პირისპირ ცარიელი ენთუზიაზმის დონეზე. დააფასეთ მასწავლებლის შრომა! სახელმწიფო ვალდებულია, იზრუნოს ამაზე. გაუთანაბრეთ წამყვანისა და მენტორის სტატუსების დანამატები სერტიფიცირების დანამატს!“


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

მასწავლებლებს ვადა დღეს 18:00 საათამდე აქვთ - ინფორმაციას გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს 

ცვლილებების ბოლო დღე 10 აპრილია - მნიშვნელოვანი ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის

სკოლების ნაწილში ისგ-ს გეგმები მეორე თაობის ეროვნულ სასწავლო გეგმაზე დაყრდნობითაა შემუშავებული

არის თუ არა დასვენების დღე დიდი ხუთშაბათი და რამდენ ხანს გაგრძელედება სააღდგომო უქმეები სკოლებსა და ბაღებში

რკინიგზის ცნობით, უბედური შემთხვევა მოხდა ბათუმის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე

პიროვნება

„სწავლა სინათლეა“ – სულორის  საჯარო სკოლის პედაგოგის,ლიზა ჟღერიას ხედვა განათლებასა და მომავლის სკოლაზე

„9 აპრილი საქართველოსთვის გლოვის დღეა, თუმცა იმავდროულად ეროვნული თვითგამორკვევისა და თავისუფლებისკენ სწრაფვის სიმბოლოც…“

სკოლები

ბავშვებმა დაამტკიცეს, რომ ახალი თაობა ღირსეულად აგრძელებს ისტორიისა და ტრადიციების შენარჩუნებას

 

 

„სწავლა სინათლეა“ – სულორის  საჯარო სკოლის პედაგოგის,ლიზა ჟღერიას ხედვა განათლებასა და მომავლის სკოლაზე

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება