მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
განათლების სამინისტროს მიერ პრაქტიკოს მასწავლებლებთან დაკავშირებით მიღებულმა ბოლო გადაწყვეტილებამ, რომლის მიხედვითაც ზოგიერთ მასწავლებელს გამოცდის ჩაბარების გარეშე სტატუსი აუმაღლდება და შესაბამისად სისტემაში დარჩენას შეძლებს, საზოგადოების, მათ შორის მასწავლებლების მხრიდან არაერთგვაროვანი შეფასება გამოიწვია.
Etaloni.ge-მ აღნიშნულ საკითხზე საჯარო სკოლების დირექტორების აზრი მოისმინა, მათ შორის ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ შუხუთის საჯარო სკოლის დირექტორის იაკობ ფირცხალაიშვილს.
როგორც სკოლის დირექტორი, აღნიშნავს, სამინიტროს გადაწყვეტილებას მიესალმება, რადგან არის ბევრი ისეთი მასწავლებელი, რომელმაც მართალია გამოცდა ვერ ჩააბარა, თუმცა დიდი ხნის სამუშაო გამოცდილება აქვს და სისტემიდან მათი გაშვება უსამართლობა იქნებოდა:
„პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ ჩემს სკოლაში არცერთი პრაქტიკოსი მასწავლებელი არ არის, ყველამ აიმაღლა გამოცდის საშუალებით სტატუსი. ამის მიუხედავად ვფიქრობ, რომ კარგი გადაწყვეტილებაა, ზოგიერთი მათგანი ათეული წლებია სკოლაში მუშაობს და ძნელია მათი ასე ხელაღებით სკოლიდან გაშვება. შეიძლება სხვას უსამართლობის შეგრძნება გაუჩნდეს და ვფიქრობ, კარგი იქნება მათ მიმართაც გარკვეული ნაბიჯები გადაიდგას, ეს, რა თქმა უნდა, განათლების სამინისტროს საქმეა. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ზოგიერთი ისეთი კარგი პედაგოგია, გაჭირდება მათი შემცვლელის ნახვა, შეიძლება იქ გამოცდაზე დაიბნა ან ვერ მოახერხა თავის წარმოჩენა, ამიტომ არ უნდა დაიჩაგროს“.
განათლების სამინისტრომ პრაქტიკოსი მასწავლებლების ნაწილისთვის სტატუსის მომატების შესახებ გადაწყვეტილება გასულ კვირას მიიღო.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
მსგავსი აქტივობები სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობის გაზრდას ხელს უწყობს
სკოლაში მოსწავლეს სწავლაში მიღწეულ წარმატებასა და დამსახურებული ჯილდოს მიღებას დიდი სიყვარულით ულოცავენ
ბოლო ერთი კვირის აქტივობები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოსწავლეებმა განიცადონ საერთო საახალწლო სიხარული...