მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მასწავლებლები, რომლებიც თბილისში ცხოვრობენ, ავტობუსებსა და მეტროში შეღავათიანი ტარიფით სარგებლობენ. დედაქალაქის მერიისგან პედაგოგებს სპეციალური სამგზავრო ბარათი გადაეცემათ, რომლითაც მასწავლებლებისთვის მგზავრობის ტარიფი 50-ის ნაცვლად 20 თეთრია.
რის საფუძველზე გაიცემა საშეღავათო სამგზავრო ბარათი?
მასწავლებლებს სამგზავრო ბარათის ასაღებად მხოლოდ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა მოუწევთ. პედაგოგს სამგზავრო ბარათისთვის ფოტოს ადგილზევე უღებენ. ფოტო საშეღავათო სამგზავრო ბარათისთვის აუცილებელია, რათა მასწავლებლისთვის განკუთვნილი ბარათით სხვამ არ ისარგებლოს.
სად უნდა აიღოთ სამგზავრო ბარათი თუ დაკარგავთ ან თუ ჯერ კიდევ არ აგიღიათ?
თუ სამგზავრო ბარათს დაკარგავთ, აუცილებელია მისი დაბლოკვა, რათა შეღავათებით თქვენ მაგივრად სხვამ არ ისარგებლოს. ერთ ადამიანზე ორი აქტიური საშეღავათო სამგზავრო ბარათი ვერ გაიცემა, ამიტომ აუცილებელია დაკარგულის დაბლოკვა, რათა თქვენ ახალი ბარათი მიიღოთ. მასწავლებლები საშეღავათო სამგზავრო ბარათის ასაღებად ან აღსადგენად მიცკევიჩის ქ. N29 უნდა მიბრძანდნენ.
რა მოხდება თუ თქვენს საშეღავათო სამგზავრო ბარათს სხვას ათხოვებთ?
თუ თქვენი ბარათით სხვა ისარგებლებს და დაჯარიმდება, თქვენი ბარათი 6 თვით დაიბლოკება. თბილისის მერიის განმარტებით, სამგზავრო ბარათის არაბენეფიციარის მიერ გამოყენების შემთხვევაში, თბილისის სატრანპორტო კომპანიის უფლებამოსილ პირს უფლება აქვს დააჯარიმოს დამრღვევი და არასწორად გამოყენებული ბარათი ავტომატურად დაბლოკოს 6 თვის განმავლობაში. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ ბარათი ექვემდებარება ავტომატურ, უფასო განბლოკვას. იმ შემთხვევაში, თუ ჯარიმა გასაჩივრების შემდეგ კანონმდებლობით დადგენილი წესით გაუქმდება, ბარათის კანონიერ მფლობელს შეუძლია მიმართოს მერიის შესაბამის სტრუქტურას განცხადებით, მოითხოვოს ბარათის განბლოკვა და მასზე სამგზავრო ფუნქციის აღდგენა, რაც განცხადების დარეგისტრირებიდან არაუგვიანეს 4 სამუშაო დღეში განხორციელდება.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნული შეღავათი ქალაქის მერიისგანაა დაწესებული, ამიტომ სამგზავრო ბარათის ასაღებად აუცილებელია, მასწავლებელი თბილისში იყოს რეგისტრირებული. რეგიონებში შეღავათის მისაღებად კი პედაგოგებმა მუნიციპალიტეტებს უნდა მიაკითხონ.
იხილეთ ასევე: შეღავათები მასწავლებლებს - სად და როგორ შეძლებთ დაწესებული პრივილეგიებით სარგებლობას
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მასწავლებლებს ვადა დღეს 18:00 საათამდე აქვთ - ინფორმაციას გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს
არის თუ არა დასვენების დღე დიდი ხუთშაბათი და რამდენ ხანს გაგრძელედება სააღდგომო უქმეები სკოლებსა და ბაღებში
„სწავლა სინათლეა“ – სულორის საჯარო სკოლის პედაგოგის,ლიზა ჟღერიას ხედვა განათლებასა და მომავლის სკოლაზე
„9 აპრილი საქართველოსთვის გლოვის დღეა, თუმცა იმავდროულად ეროვნული თვითგამორკვევისა და თავისუფლებისკენ სწრაფვის სიმბოლოც…“
მოსწავლეებმა შექმნეს 9 აპრილისადმი მიძღვნილი პოსტერები