„განათლების სამინისტროს გადაწყვეტილება მომწონს“-ზედა გორას საჯარო სკოლის დირექტორი პრაქტიკოსი მასწავლებლებისთვის უფროსის სტატუსის მინიჭების თაობაზე
15-12-2021
დაკოპირებულია
-
+
პრაქტიკოს მასწავლებლებთან დაკავშირებით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ბოლო გადაწყვეტილებამ სასკოლო საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. სამინისტროს გადაწყვეტილების მიხედვით მასწავლებლებს, რომლებმაც საგნობრივი და პროფესიული უნარების კომპეტენცია დაადასტურეს ან ერთი კრედიტქულა მაინც ჰქონდათ დადასტურებული მათ უფროსი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭებათ და სისტემაში დარჩენის შესაძლებლობა ექნებათ.
აღნიშნულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით აზრის გასაგებად etaloni.ge საჯარო სკოლების დირექტორებს დაუკავშირდა.
ნაირა ქარჩხაძე-გოგაბერიშვილი, რომელიც ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა გორას საჯარო სკოლის დირექტორია განათლების სამინისტროს აღნიშნულ გადაწყვეტილებას ეთანხმება.
„განათლების სამინისტროს ამ გადაწყვეტილებას, რა თქმა უნდა ვეთანხმები, და ძალიან მომწონს. მასწავლებელი, რომელმაც გარკვეული კრედიტი დააგროვა ის ასევე, გარკვეული პერიოდი სკოლაში იყო და იღებდა პრაქტიკას, აქვს ბავშვებთან მუშაობის გამოცდილება; შესაბამისად, პედაგოგმა რომელმაც რაღაც ოდენობის კრედიტი დააგროვა უნდა მიეცეს შანსი, რომ ბავშვებთან თავისი გამოცდილება კიდევ უფრო მეტად გაიღრმავოს; შემოსულ, მაძიებელ მასწავლებელს, ჩემი პირადი აზრით ის პრაქტიკოსი და პრაქტიკის მქონე მასწავლებელი სჯობს, რომელმაც დააგროვა გარკვეული კრედიტი და სკოლაში დარჩენის, მუშაობის გაგრძელების სურვილი აქვს“.