სიახლეები
საინტერესო

5 უჩვეულო საგანი, რომელთაც მსოფლიოს სხვადასხვა სკოლაში ასწავლიან
19-02-2018
-
+


მათემატიკა, ისტორია, ფიზიკა... ეს ის სტანდარტული საგნებია, რომლებსაც მსოფლიოს ყველა სკოლაში ასწავლიან. 

ამასთან, სხვადასხვა ქვეყანაში არსებობს უჩვეულო გაკვეთილების პრაქტიკაც.  

გთავაზობთ 5 ყველაზე არაორდინალურ სასკოლო საგანს:




იაპონია: ბუნებით ტკბობა 



იაპონურ სკოლებში ბავშვებს ბუნებით ტკბობის გაკვეთილებს უტარებენ. საგნის მიზანი მოსწავლეებისთვის ბუნების მნიშვნელობის ახსნა და სწავლებაა, თანაც ტექნოლოგიების ეპოქაში, როდესაც სამყაროს სილამაზეს ნაკლებად ვამჩნევთ. საგნის ფარგლებში ბავშვები ფლორისა და ფაუნის თავისებურებებს სწავლობენ. ისინი ნიშნებს დაკვირვებების საფუძველზე იღებენ და წლის ბოლოს გამოცდასაც აბარებენ. 
 
გერმანია: ბედნიერების გაკვეთილები



გერმანული ქალაქის ჰაიდელბერგის სკოლაში ბედნიერების გაკვეთილებს თავად დირექტორი ატარებს. საგნის მიზანი ბავშვებისთვის საკუთარ თავთან ჰარმონიულად ყოფნის, გულისკარნახით ცხოვრებისა და ბედნიერების დაფასების სწავლებაა. ამ საგაში გამოცდა არ ტარდება. წლის ბოლოს თითოეული მოსწავლე ქველმოქმედებით უნდა დაკავდეს.  
 
ისრაელი: კიბერუსაფრთხოების თეორია და პრაქტიკა



ისრაელის სკოლებში მოსწავლეები კიბერუსაფრთხოების კურსებს გადიან. საგნის მიზანი ბავშვებისთვის სოციალური ქსელის მართვის სწავლებაა. გაკვეთილის დიდი ნაწილი კომპიუტერულ თამაშებზე დამოკიდებულებასა და მასთან ბრძოლას ეთმობა. 
 
რუსეთი: ფინანსების მართვის გაკვეთილები



რუსეთის ზოგიერთ სკოლაში ფინანსების მართვის გაკვეთილებს ატარებენ. საგანი ბავშვებს ფულის სწორ განაწილებასა და ოჯახის ბიუჯეტის გონივრულ მართვას აჩვევს. გაკვეთილებზე ფინანსური პირამიდისგან თავის დაცვასაც ასწავლიან. 
 
ამერიკა: სამეცნიერო აღმოჩენები



ამერიკულ სკოლებში გაკვეთილებს სამეცნიერო აღმოჩენებზე ატარებენ. საგნის მიზანი ახალგაზრდების პოტენციალის გაფართოებაა. თეორიული სწავლების შემდეგ მოსწავლეებს ეძლევათ თემა, რომლის ირგვლივაც ახალი გამოგონება უნდა შექმნან. კურსის დასრულების შემდეგ ისინი კლასში აწყობენ პროექტის პრეზენტაციებს, განიხილავენ მის აქტუალობას და ანიჭებენ ქულებს.

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

სასკოლო თემთან მომუშავე ფსიქოლოგების შერჩევა დაიწყო - კვალიფიკაცია, ანაზღაურება და განაცხადის ვადები ცნობილია

რომელ რესურსცენტრს ჰყავს ყველაზე მეტი მედალოსანი მოსწავლე - დეტალური სტატისტიკა 

2024 წლის პროფესიული განათლების მასწავლებლის ვინაობა ცნობილია - პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულები გამოვლინდნენ

 პროექტი მარტის ბოლოდან ყველა საჯარო სკოლას შეეხება - დეტალები

პიროვნება

„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“

სკოლები

„STEM პროექტები მოზარდს ასწავლის ტექნოლოგიებს, შესძენს კრიტიკული აზროვნების უნარებს“

ღონისძიების მთავარი თემა იყო საქართველოს ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის შესწავლა

კიდევ ერთი ლამაზი და სამახსოვრო დღე შეემატა მოსწავლეთა მოგონებათა ყულაბას

სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა

მათ შექმნეს კედლის გაზეთი, წარმოადგინეს საკუთარი ნააზრევი დედასთან დაკავშირებით

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება