„გვახარებს, რომ გვქონდა შესაძლებლობა ვყოფილიყავით ამ პროექტის ერთ-ერთი მონაწილე“-თბილისის N132 სკოლაში საინტერესო პროექტი დასრულდა
15-12-2021
დაკოპირებულია
-
+
თბილისის N132 საჯარო სკოლაში პროექტი - „she's great“ საზეიმოდ დასრულდა.
სკოლაში ახალი პროექტი - „SHE's GREAT!“ მიმდინარეობდა, რომელიც საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრის (GCSD) მიერ იყო ორგანიზებული.
„ეს პროექტი ხორციელდება საქართველოს მასშტაბით 5 სკოლაში და ჩვენი სკოლა მოხარულია, რომ გვქონდა შესაძლებლობა ვყოფილიყავით ამ პროექტის ერთ-ერთი მონაწილე. პროექტი მიმდინარეობდა სამ ეტაპად: პირველ ნაწილში ძირითადად იყო ლექციები, სადაც მოსწავლეები თეორიულად გაეცნენ გენდერული თანასწორობის შესახებ რა სტატისტიკა არსებობდა, რა გამოწვევების წინაშე იყო მსოფლიო და შეიმუშავეს პროექტები. მეორე ფაზაში იყო steam აქტივობები, მოსწავლეები იმყოფებოდნენ - თბილისის ტექნოპარკში, თავისუფალ უნივერსიტეტში და გალერეაში, ჩაუტარდათ ტრენინგები სხვადასხვა თემატიკაზე. მესამე ფაზაში უკვე განახორციელეს მოსწავლეების მიერ დაწერილი პროექტი - „ადრეული ქორწინება“ და „თანასწორობა სპორტში“. პირველი პროექტის ფარგლებში ჩატარდა ტრენინგები, რომელსაც ესწრებოდნენ სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები, ხოლო მეორე პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა ჩაატარეს გამოკითხვა სკოლაში, გამოიკვლიეს თუ რა პრობლემები იყო ამ მიმართულებით. კვლევის შედეგად დადგინა, რომ სკოლაში სპორტული ინვენტარი საჭიროება იყო და სკოლა მოამარაგეს საჭირო სპორტული ინვენტარით. ასევე, მოეწყო პროექტების შემაჯამებელი ღონისძიება სკოლაში, სადაც გაიმართა პრეზენტაციები, იყვნენ მოწვეული სტუმრები. პროექტის დასრულების შემდეგ საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრის (GCSD) სახელით, მიგვიწვიეს კონფერენციაზე - „ინკლუზიური საზოგადოების განვითარების ხელშეწყობა ქალების გაძლიერების გზით“, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში გენდერული თანასწორობის, გენდერული ნიშნით დისკრიმინაციისა და ძალადობის წინააღმდეგ მიმართული ძალისხმევის კონსოლიდაციას. ღონისძიება გაიმართა - „გენდერული ნიშნით ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი აქტივიზმის", კვირაში, 9 დეკემბერს, სასტუმრო შერატონ მეტეხი პალასში“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.