სიახლეები
სიახლეები, საინტერესო

„მასწავლებლებს ემოციური სიმშვიდე სჭირდებათ“ - რჩევები ქართველი ასტრობლოგერისგან
22-12-2021
-
+


ჩინური კალენდრის მიხედვით, 2022 წელი წყლის ვეფხვის წელი იქნება, რომელიც 1 თებერვალს დადგება. ასტრო-ბლოგერი ანი ანთაძე etaloni.ge-სთან მომავალი წლის აქტუალურ პროფესიებზე საუბრობს და ასევე, პედაგოგებსა და მოსწავლეებს საჭირო რჩევებს აძლევს, რათა მეტად წარმატებული და დადებითი ენერგიით დატვირთული მომავალი წელი ჰქონდეთ.

როგორც ცნობილია, კაცობრიობა მერწყულის ეპოქაში გადავიდა, რაც ნიშნავს, რომ თუ მეტად გამოავლენთ საკუთარ ინდივიდუალიზმს, ნოვატორულ იდეებსა და საკუთარ უნიკალურობას, წარმატების მით მეტი შანსი იქნება.

„2022 წელი საკმაოდ აქტიური იქნება, განსაკუთრებით მათთვის ვისაც საკუთარი თავის ტრანსფორმაცია და ცხოვრებაში სიახლეები სურთ. ადამიანებს ვურჩევ, რომ ცხოვრების ახალ სტილს მაქსიმალურად მოერგონ და ძველ ცხოვრებას ახალი ცხოვრება არ შეადარონ; სამყარო მაღალი სიხშირის ვიბრაციაზე გადავიდა, რაც ნიშნავს, რომ სიახლეებისა და ცვლილებების მიმართ მეტად მიმღებლები უნდა გავხდეთ. სამყარო კიდევ უფრო გაციფრულდა და ეს ტენდენცია მომავალ წელს მეტად აქტუალური იქნება; რაც უფრო ვიწრო პროფილთან და ტექნოლოგიებთან ადაპტირებულები ვიქნებით, წარმატების მიღწევა მით მეტად შესაძლებელი იქნება.

პედაგოგებს ვურჩევ ახალ პროცესებს შეხედონ ახლებურად და ინოვაციური მეთოდოლოგიები გამოიყენონ. მათაც სჭირდებათ ციფრულ სამყაროს მოერგონ და კიდევ უფრო მეტად იყვნენ ტექნოლოგიებთან ადაპტირებულები. მოსწავლეებსა და სტუდენტებს ვეტყოდი, რომ ეს წლები მათთვის მართლაც საუკეთესო იქნება. ჩვენ გადავედით მერწყულის ეპოქაში რაც ნიშნავს - ნოვაციების, ახალი ტექნოლოგიების, განსაკუთრებით კი უცხო ენის სწავლას; თუ რაიმე უნიკალურს, ახალს მოიფიქრებთ და ახლებურად შესთავაზებთ გარშემომყოფებს, ისე რომ საკუთარი უნიკალურობა და ინდივიდუალიზმი მაქსიმალურად ჩანდეს წარმატების მით მეტი შანსია. ამიტომ, სტუდენტებს ვურჩევ ეს წლები მაქსიმალურად გამოიყენონ.

2022 წელს ვიწრო პროფილები და კონკრეტული მიმართულებები კიდევ უფრო წინა პლანზე წამოიწევს, მაგალითად, როგორიც არის - სხვადასხვა აპლიკაციების შექმნა და UX დიზაინი. მსგავსი პროფილების შესწავლა აქამდე აქტუალური არ ყოფილა და ამის ათვისება ადამიანს ნებისმიერ ასაკში შეუძლია. ეს საკმაოდ შემოსავლიანი, ანაზღაურებად და მოთხოვნადი პროფესიებია. ასევე, აქტუალური იქნება სხვადასხვა მოკლევადიანი მასტერკლასები, რომლებიც ადამიანს კონკრეტული მიმართულებით განვითარებაში დაეხმარება.

დადებითი ენერგიის მოზიდვაში ასევე, ნატურალური ქვების გამოყენებაც ძალიან კარგია. მოსწავლეებს და სტუდენტებს ვურჩევ ნატურალური ქვა - „ფლუორიტი“ ატარონ, რადგან ეს გონების კონცენტრაციაში, ცვლილებებთან და სიახლეებთან ადაპტირებაში დაეხმარებათ. ასევე - „ავანტურინი“ არის ერთ-ერთი საკმაოდ დადებითი ენერგეტიკის მატარებელი ქვა, რომელიც აუდიტორიასთან და გასაუბრებების წარმატებით ჩატარებაში ეხმარება. მათ, ვისაც კარიერაში სურთ წარმატებას მიაღწიოს მათთვის „ავანტურინი“ შესანიშნავი იქნება. 


მასწავლებლებს, რომელთაც ხშირად უწევთ მოსწავლეებთან თუ სტუდენტებთან ყოფნა და სჭირდებათ, რომ ემოციური მხარე მშვიდი ჰქონდეთ და ინფორმაცია ჰარმონიულად გადასცენ მათ - „აკვამარინს“ ვურჩევ. ეს ქვა მათზე ენერგეტიკული კუთხით დადებითად იმოქმედებს“.

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

მასწავლებლებს ვადა დღეს 18:00 საათამდე აქვთ - ინფორმაციას გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს 

ცვლილებების ბოლო დღე 10 აპრილია - მნიშვნელოვანი ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის

სკოლების ნაწილში ისგ-ს გეგმები მეორე თაობის ეროვნულ სასწავლო გეგმაზე დაყრდნობითაა შემუშავებული

არის თუ არა დასვენების დღე დიდი ხუთშაბათი და რამდენ ხანს გაგრძელედება სააღდგომო უქმეები სკოლებსა და ბაღებში

რკინიგზის ცნობით, უბედური შემთხვევა მოხდა ბათუმის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე

პიროვნება

„მოსწავლის ნდობა და სიყვარული დამყარებულია მეგობრობასა და ურთიერთსიყვარულზე...“

დავამატებდი წესს: „ყოველ მოსწავლეს ვაძლევთ შანსს გამოიკვეთოს თავისი უნიკალურობით"
მომავლის სკოლა წარმომიდგენია ჯანსაღი და ხელმისაწვდომი სასკოლო კვებით
„სკოლამ უნდა შეძლოს, გაზარდოს ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მატარებელი, თავისუფალი პიროვნება - თბილისის N142 საჯარო სკოლის დირექტორი ეკატერინე ენდელაძე
სკოლები

ღონისძიებას ხელმძღვანელობდა გეოგრაფიის პედაგოგი, ანჟელა ნალბანდიანი

„ეს იყო უმნიშვნელოვანესი ცოცხალი გაკვეთილი თავისუფლებასა და სამშობლოს სიყვარულზე. 9 აპრილი არ არის მხოლოდ ტრაგედიის დღე - ეს არის სიმამაცის, წინააღმდეგობისა და უკვდავი თავისუფლების რწმენის სიმბოლო“

„მასპინძლებისა და სტუმრების თვალზე მომდგარი ცრემლი ნამდვილად დასტურია იმისა, რომ პოეზიის საღამო შედგა“

საბუეს საჯარო სკოლის საბუნებისმეტყველო კათედრამ გარემოსდაცვით თემაზე მოსწავლეთა კონფერენცია გამართა

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება