წყალტუბოს N2 სკოლის მოსწავლეებმა, ძიუდოისტებმა - ლუკა ომანაძემ და საბა გველესიანმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ტურში საპრიზო ადგილები დაიკავეს
16-12-2021
დაკოპირებულია
-
+
მამუკა სამაკაშვილის სახელობის წყალტუბოს N2 საჯარო სკოლაში ბევრი ნიჭიერი და წარმატებული მოსწავლე სწავლობს, რომელთა თითოეულ მიღწევას სკოლა საზოგადოებას სიხარულით უზიარებს.
სკოლის მე-11ა კლასის მოსწავლემ, ლუკა ომანაძემ და მე-11ბ კლასელმა, საბა გველესიანმა ძიუდოში ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ტურში საპრიზო ადგილები დაიკავეს და კადეტთა შორის ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობის ლიცენზია მოიპოვეს.
„სკოლის მოსწავლეებს - ლუკა ომანაძეს (კლასის ხელმძღვანელი მზისადარი ჯიქია) და საბა გველესიანს (კლასის ხელმძღვანელი თინათინ ჩიხლაძე) წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გენადი ბალანჩივაძე და საკრებულოს თავმჯდომარე თეიმურაზ ჭეიშვილი შეხვდნენ. წარმატებულ ახალგაზრდა სპორტსმენებს კვიპროსში დაგეგმილ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებები უსურვეს.
წყალტუბოელმა ძიუდოისტებმა - ლუკა ომანაძემ (პირველი) და საბა გველესიანმა (მესამე) ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ტურში საპრიზო ადგილები დაიკავეს და კადეტთა შორის ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობის ლიცენზია მიიღეს. ძიუდოისტები კვიპროსში მიემგზავრებიან, ხარჯებს - „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სპორტული კლუბების გაერთიანება“ აფინანსებს. თვითმმართველობის პირველმა პირებმა წარმატებულ სპორტსმენებს სპორტული ეკიპირება გადასცეს. მწვრთნელები: ლაშა ბზიკაძე (მამუკა სამაკაშვილის სახელობის წყალტუბოს N2 საჯარო სკოლის სპორტის მასწავლებელი), ტარიელ გველესიანი, გურამ ზურაბიანი“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.