ქუთაისის N40 სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეებმა პრეზენტაცია - „ალკოჰოლის მავნე ზეგავლენა მოზარდის ჯანმრთელობაზე“, გამართეს
16-12-2021
დაკოპირებულია
-
+
ქუთაისის N40 საჯარო სკოლის მე-11ა კლასის მოსწავლეებმა პრეზენტაცია - „ალკოჰოლის მავნე ზეგავლენა მოზარდის ჯანმრთელობაზე“, გამართეს.
სკოლა აქტიურად ჩაერთო სასკოლო პროექტში „ჯანსაღი ცხოვრების წესი“. სწორედ ამ პროექტის ფარგლებში, გაიმართა პრეზენტაციაც.
მოსწავლეებმა მოიძიეს ინფორმაცია, ისაუბრეს არსებული პრობლემისა და მათი გადჭრის გზების შესახებ.
„ჯგუფებს საინტერესოდ, სხვადასხვა კუთხით ჰქონდათ წარმოდგენილი, რა მავნებლობა მოაქვს ადამიანისათვის და კერძოდ, მოზარდისათვის, ალკოჰოლის ნაადრევ და არასწორ მოხმარებას, რა ზიანს აყენებს იგი ორგანიზმს და რა დაავადებებს იწვევს. მოსწავლეებმა ვრცელი ტექსტობრივი და ფოტომასალა წარმოადგინეს, თუ რომელ ორგანოებს აზიანებს მისი არასწორი მოხმარება ყველაზე მეტად, რომელ ქვეყნებშია გავრცელებული ალკოჰოლის არასწორი და გადამეტებული დოზებით მოხმარება, აღნიშნეს ის სამწუხარო ფაქტიც, რომ 13-15 წლის მოზარდები ყველაზე მეტად საქართველოში მოიხმარენ ალკოჰოლს, აჩვენეს აგრეთვე სტატისტიკური ანალიზი სხვადასხვა სახის დიაგრამებით. დამსწრე პედაგოგებმა და მოსწავლეებმა აღნიშნეს, რომ ბევრი საინტერესო და მათთვის აქამდე უცნობი ინფორმაცია მოისმინეს. კლასი მთელი წლის მანძილზე აქტიურად იქნება ჩართული პროექტის ფარგლებში ჩატარებულ ღონისძიებებში“,- აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.