ჭვინთის საჯარო სკოლის მოსწავლეები საინტერესო ონლაინ ტრენინგს დაესწრნენ
16-12-2021
დაკოპირებულია
-
+
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭვინთის საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა საინტერესო აქტივობებსა თუ ღონისძიებებში ხშირად და აქტიურად მონაწილეობენ.
სკოლის დაწყებითი და მაღალი კლასის მოსწავლეებმა 15 დეკემბერს კომუნიკაციების კომისიის მიერ დაგეგმილ ტრენინგში - „მედიაწიგნიერება, მედიაეკონომიკა“ ( 9-11 კლასი) და „happy on life“ (2-3 კლასი) მიიღეს მონაწილეობა. ტრენინგები ონლაინ რეჟიმში წარიმართა.
დაწყებითი კლასის მოსწავლეები ინტერნეტ უსაფრთხოების შესახებ ინფორმაციას გაეცნენ.
შეხვედრას ტრენერი ანა გვეტაძე უძღვებოდა.
„მან დამსწრე აუდიტორიას გააცნო ტრენინგის მიზანი, ისაუბრა სოციალური მედიის ეკონომიკის სხვადასხვა საკითხებზე მათ შორის: სოციალური მედიის ფენომენზე, კლიკბეიტზე (ცრუ ამბავი), პირად მონაცემებსა და დეზინფორმაციაზე. იმაზე, თუ როგორ ამოვიცნოთ და გავარჩიოთ ყალბი ინფორმაცია, რომ ამისთვის საჭიროა მოსწავლეებმა იაზროვნონ კრიტიკულად. შეხვედრა იყო ინტერაქტიური, საინტერესო და ინფორმაციული. მოსწავლეებმა ტრენერს დაუსვეს კითხვები, რაზეც მიიღეს ამომწურავი პასუხები. ჭვინთის საჯარო სკოლის სახელით გვინდა მადლობა გადავუხადოთ კომუნიკაციების კომისიას დაგეგმილი ტრენინგისთვის. განსაკუთრებით ქალბატონ ანას. მომავალშიც მზად ვართ ვითანამშრომლოთ და მონაწილეობა მივიღოთ მსგავსი ტიპის ტრენინგებში. აქტივობას ორგანიზება გაუწია: ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა, მანანა ჩინჩალაძემ და დაწყებითი კლასის პედაგოგმა ელზა რაისიანმა“, - აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.