სიახლეები
სიახლეები

წინასაახალწლოდ ჩასატარებელი რიტუალები და რჩევები -  როგორ შევხვდეთ ვეფხვის წელს
31-12-2021
-
+


მომავალი, 2022 წელი წყლის ვეფხვის წელია და როგორც ცნობილია, რეალურად ამ ნიშნის დრო ჩინური კალენდრის მიხედვით 1 თებერვალს დადგება; თუმცა, ტრადიციულად ახალ წელს 31 დეკემბერს ვეგებებით და ყველას გვსურს საახალწლო ღამეს განსაკუთრებულად შევხვდეთ.

რა ფერები იქნება წყლის ვეფხვის წელს აქტუალური და როგორ მოვიგოთ ამ ნიშნის გული ასტრო-ბლოგერი ანი ანთაძე გვიყვება.

„ჩემი ბლოგის გამომწერებს რჩევებს ძირითადად  მთვარის ფაზისა და მზის მდებარეობის მიხედვით ვაძლევ. 31 დეკემბერს მთვარე მშვილდოსანში იქნება, ხოლო მზე - თხის რქაში. ახლა მშვილდოსნის პერიოდია - ეს ნიშანი არის თავგადასავლების მოყვარული, მხიარული, ექსტრავაგანტული და სოციალურად პოზიტიური ნიშანი, აქედან გამომდინარე ახალი წლის ღამეს რაც არ უნდა ჩაიცვათ, მთავარი კარგი და პოზიტიური განწყობაა. რაც შეეხება თხის რქას, როგორც ცნობილია ეს ნიშანი სამყაროში ფეხზე მყარად დგას და უყვარს რაციონალური მოქმედება. თხის რქას ძალიან უყვარს ელეგანტურად და ძვირფასად ჩაცმა, ამიტომ შეგიძლიათ ახალი წლის ღამეს თხის რქისა და მშვილდოსნის გავლენა გამოიყენოთ და რაღაც განსაკუთრებული ან ძვირფასი მოიძებნება თქვენს გარდერობში ის შეარჩიოთ ახალი წლის ღამეს.

მომავალ წელს განსაკუთრებით აქტუალური ფერი არის - ლურჯი, ვინაიდან 2022 წელი წყლის ვეფხვის ნიშნად ითვლება. ამიტომ ტრენდული იქნება ლურჯი ფერი ცოტა ბრჭყვიალა ელემენტებით; ასევე, ტენდენციურ ფერები იქნება - მოყვითალო, ფორთოხლისფერი და ნარინჯისფერი ელემენტები, რომლებიც თქვენს განწყობას კიდევ უფრო აამაღლებს და სასიცოცხლო ენერგიებს მიიღებთ.

აუცილებლად მინდა აღვნიშნო, რომ ვეფხვი აქტიური, სწრაფი, ცვლილებების მოყვარული ნიშანია. იმისთვის რომ ამ ნიშანს კარგად შევხვდეთ შეგვიძლია პატარა რიტუალები ჩავატაროთ, რომლებიც წყალთან და ცეცხლთან იქნება კავშირში. სანამ ჩინური ახალი წლის კალენდრის დღე დადგება, შეგვიძლია ჩავიტაროთ წყლის სპა პროცედურები თუნდაც სახლის პირობებში; ასევე, ავანთოთ სხვადასხვა ფერის სანთლები სასურველი იქნება იყოს თეთრი ფერის, რადგან ამშვიდებს და აურას წმენდს; ლურჯში - ვინაიდან წელს ეს ფერი მეტად აქტუალური იქნება, შეგვიძლია გამოვიყენოთ ყვითელი ფერის ელემენტის სანთლები, რომლებიც განწყობას და დადებით აურას კიდევ უფრო მეტად გაააქტიურებს“.

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

112-ში არასრულწლოვნის ცრუ ზარისთვის მშობელი დაჯარიმდება - ცვლილებები 1-ელი აპრილიდან  ამოქმედდა

რა ენებზეა ეროვნული გამოცდების ჩაბარება შესაძლებელი - ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის

ხუთი მთავარი რჩევა NAEC-ისგან - ეს უნდა გაითვალისწინოთ...

პიროვნება
სკოლები

მოსწავლეები ხელოვნების პედაგოგ მაია ფხაკაძესთან ერთად გაეცნენ ეკლესია-მონასტრების ისტორიას

„მადლობას გიხდით თანამშრომლობისთვის“ - ასე გამოეხმაურა ბოდბისხევის საჯარო სკოლა პროექტის ავტორებსა და თითოეულ მონაწილეს

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება