მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
სასწავლო წლის პირველი სემესტრი დასასრულს უახლოვდება, თუმცა პედაგოგებს ელექტრონულ ჟურნალში მუშაობასთან დაკავშირებით კითხვები აქვთ. მატერიალური ჟურნალისგან განსხვავებით, ელექტრონულ ჟურნალს როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი მხარე აქვს. კონკრეტულად კი ხარვეზები მუშაობაში, გამქრალი ნიშნები, ჟურნალის გათიშვა ტექნიკური სამუშაოების გამო და ა.შ.
მთელი სემესტრის განმავლობაში განმავითარებელი შეფასების გრაფა, რომლითაც დაწყებითი კლასის მოსწავლეები უნდა შეფასებულიყვნენ, მიუწვდომელი იყო. „ემისის“ განმარტებით, მასწავლებლებს განმავითარებელი კომენტარის დაწერის საშუალება სემესტრის ბოლოს მიეცემოდათ.
რა სიხშირით უნდა დაუწეროთ განმავითარებელი კომენტარი დაწყებითი კლასის მოსწავლეებს ელექტრონულ ჟურნალში? არის თუ არა აუცილებელი განმავითარებელი შეფასების დაწერა და ვალდებულია თუ არა მასწავლებელი, რომ ჟურნალი ყოველკვირეულად აწარმოოს?
ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით, სემესტრის განმავლობაში დაწყებითი კლასების მოსწავლეები ყველა საგნის მასწავლებელმა განმავითარებელი კომენტარით უნდა შეაფასოს. შეგიძლიათ, განმავითარებელი კომენტარები ასახოთ ელექტრონულ ჟურნალშიც. ასეთ შემთხვევაში, მშობელიც ინფორმირებული იქნება, რა გააკეთა მისმა შვილმა გაკვეთილზე. განმავითარებელი კომენტარების ხშირად წერა თავად მასწავლებელსაც ეხმარება მოსწავლის პროგრესის შეფასებაში, თუმცა დაწყებითი კლასის მასწავლებლებისთვის ელექტრონული ჟურნალის ყოველკვირეულად შევსება ვალდებულებას არ წარმოადგენს. რაც შეეხება „არებს“, ჟურნალში ყველა საფეხურის მოსწავლეთა დასწრების შეტანა საჭიროა, ელექტრონული ჟურნალში ცვლილებების შეტანა მასწავლებლებს 8 დღის განმავლობაში შეუძლიათ, თუ ამ პერიოდში „არებს“ და შეფასებას ვერ შეიტანთ, „მოთხოვნის“ ღილაკი უნდა გამოიყენოთ, ჟურნალში ცვლილებების შეტანის უფლებას კი დირექცია მოგცემთ.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მასწავლებლებს ვადა დღეს 18:00 საათამდე აქვთ - ინფორმაციას გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს
არის თუ არა დასვენების დღე დიდი ხუთშაბათი და რამდენ ხანს გაგრძელედება სააღდგომო უქმეები სკოლებსა და ბაღებში
„სწავლა სინათლეა“ – სულორის საჯარო სკოლის პედაგოგის,ლიზა ჟღერიას ხედვა განათლებასა და მომავლის სკოლაზე
„9 აპრილი საქართველოსთვის გლოვის დღეა, თუმცა იმავდროულად ეროვნული თვითგამორკვევისა და თავისუფლებისკენ სწრაფვის სიმბოლოც…“
მოსწავლეებმა შექმნეს 9 აპრილისადმი მიძღვნილი პოსტერები