სიახლეები
სიახლეები

რა ვაჩუქოთ საახალწლოდ მასწავლებლებს ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით 
21-12-2021
-
+


ახალი წელი - საზეიმო განწყობა, ოჯახური სითბო და, რა თქმა უნდა, საჩუქრებია. ამ არც ისე მარტივი წლის ბოლოს განსაკუთრებით გვინდა საყვარელი ადამიანების გახარება, კარგი საჩუქრის შერჩევა კი რთულია, განსაკუთრებით პროფესიით პედაგოგისთვის. მათი ჩვეული საჩუქარი ხომ ყვავილები და ტკბილეულია. ამიტომ თუ მათი გაოცება გინდათ, ზოდიაქოს ნიშანი გაითვალისწინეთ.

ვერძი 

ამ ნიშნის ქვეშ იბადებიან აქტიური და ცნობისმოყვარე ადამიანები. ენერგიული ვერძი ყოველთვის დააფასებს საჩუქარს, რომელიც მას რაღაც ახლის შემეცნებისკენ უბიძგებს. მაგალითად, უცხო ენის კურსების, კულინარიის ან ფიტნეს-კლუბის აბონიმენტს. 

ცეცხლოვანი ნიშნის წარმომადგენლები სიხარულით მიიღებენ ყველაფერს, რაც მათ პიროვნულ განვითარებას შეუწყობს ხელს. ამიტომ მოეწონებათ, შემეცნებითი და ფსიქოლოგიური წიგნები. ამასთან, ვერძები სპორტულები არიან, ამიტომ შეგვიძლია თამამად ვაჩუქოთ სპორტული ინვენტარიც. 

არასასურველი საჩუქარი: ვერძებს ნაკლებად მოეწონებათ ვეფხვის ფიგურები და სხვადასხვა დეკორატიული ნივთები. 

კურო 

ამ ნიშნის წარმომადგენლებისთვის პრაქტიკულობა ყველაზე მაღლა დგას. ამიტომ თამამად აჩუქეთ მას ის, რაც ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოადგება. მოეწონება ლამაზი საოჯახო ნივთები, როგორიცაა მაგალითად ჭურჭელი, სადღესასწაულო სუფრა.  სხვადასხვა სუვენირებსა და დეკორატიულ ნივთებს კი არ დააფასებს. 

არასასურველია: კუროებს არ უყვართ ხუმრობა, ამიტომ სახუმარო საჩუქარს ნუ გაუკეთებთ.

ტყუპები

​ამ კომუნიკაბელურ და მხიარულ ნიშანს უყვარს სახალისო საჩუქრები. ამ პედაგოგს გაახარებს განსხვავებული სუვენირი. ტყუპები მას საკუთარ სახლში ადგილს უმალვე მოუძებნის. უჩვეულო საჩუქარს კი სტუმრები აუცილებლად მიაქცევენ ყურადღებას, რაც მასპინძელს გაახარებს. 

არასასურველია: ნუ დახარჯავთ დროსა და ფულს შეფუთვაზე - ტყუპებისთვის მნიშვნელოვანია ის, თუ რა დევს ყუთში. 

კირჩხიბი 

კირჩხიბები აფასებენ ოჯახურ ღირებულებებსა და კომფორტს, დიდად არ უყვართ ცვლილებები, ამიტომ სადღესასწაულო ტრადიციებს მისდიეთ. საჩუქრის შეძენისას ფანტაზიას ნუ გაშლით, შეარჩიეთ საჭირო და სასარგებლო ნივთები: საყოფაცხოვრებო ჭურჭელი, კოსმეტიკა, მანქანის აქსესუარები.

კირჩხიბებს სახლში კომფორტის შექმნა და ძველი ნივთები უყვართ. ამ ნიშანს ასევე მოეწონება ანტიკვარული და რეტრო სტილის ნივთები. კირჩხიბ მასწავლებელს შეგიძლიათ აჩუქოთ ფოტოს ჩარჩო რეტრო სტილში. როგორც აღვნიშნეთ, კირჩხიბის ცხოვრებაში ოჯახს განსაკუთრებული ადგილი უკავია, ამიტომ, საჩუქრისთვის შესაბამისი ფოტო ამის მიხედვით შეარჩიეთ. ასეთი საჩუქრით კირჩხიბის გულს ნამდვილად მოიგებთ.

არასასურველია: ახალი წლის ღამეს სიურპრიზების მოწყობა არ ღირს - კონსერვატორი კირჩხიბი ამით არ აღფრთოვანდება. 

ლომი

ლომს უყვარს საჩუქარი, რომლებიც მის სოლიდურობასა და კარგ გემოვნებას უსვამს ხაზს, ამიტომ მისთვის საჩუქრის შერჩევა რთულია.

ამ ნიშნის წარმომადგენლები დააფასებენ ყველაფერს, რაც მათ პერსონასთან იქნება დაკავშირებული: ეს შესაძლოა იყოს მისივე პორტრეტი, სახელობითი წიგნაკი ან ჭიქა. 

არასასურველია: ლომებს არ უყვართ ბანალურობა, ამიტომ ნუ აჩუქებთ იმას, რაც ყოველ მეორეს აქვს. 

ქალწული

ქალწული - საქმიანი ნიშანია, ამიტომ მას უნდა აჩუქოთ ნივთი, რომლსაც აუცილებლად გამოიყენებს. ამ ნიშნის წარმომადგენელს უყვარს წესრიგი, ამიტომ ნუ აჩუქებთ ისეთ ნივთს, რომელიც სახლში მხოლოდ მტვერს დაიდებს. პრაქტიკულ ქალწულს გაახარებს ყველაფერი რაც მის ყოფა-ცხოვრებას გააუმჯობესებს. ეს შესაძლოა იყოს, მაგალითად თბილი პლედი და ორთოპედიული ბალიში. მასწავლებელ ქალწულს კი იშვიათი წიგნი მოეწონება. 

არასასურველია: სანთლები, დეკორატიული ქანდაკებები. მათ არ უყვართ „ერთჯერადი“ და არაპრაქტიკული ნივთები.

სასწორი

სასწორი მშვენიერების მოტრფიალე და სილამაზის შემოქმედია. ასეთი მასწავლებელი დააფასებს ლამაზ ნახატს ან პანოს, რომლითაც კედლების მორთვას შეძლებს. სასურველია თუ საჩუქარს ლამაზად გაფორმებული ჩართო ექნება, რადგან სასწორი ყველა დეტალს დიდ ყურადღებას აქცევს. 

არასასურველია: სასწორებს არ უყვართ „არაესთეტიური“ საჩუქრები. 

მორიელი

მორიელს უყვარს თანამედროვე და პრაქტიკული აქსესუარები, რომლებიც მას ნამდვილად გამოადგება. მორიელ მასწავლებელს შეიძლება აჩუქოთ ელეგანტური თერმო ჭიქა, რომელსაც დიდი სიამოვნებით გამოიყენებს. კარგი საჩუქარი იქნება ასევე უკაბელო კლავიატურა. მორიელი ხომ ცდილობს დროს არ ჩამორჩეს.

არასასურველია: ნუ აჩუქებთ საყოფაცხოვრებო ნივთებს, რაც არ უნდა სასარგებლოდ გეჩვენებოდეთ. 



მშვილდოსანი

მშვილდოსანს მოგზაურობა უყვარს, ამიტომ მის გახარებას კომფორტული მოგზაურობისთვის განკუთვნილი ნივთებით შეძლებთ. ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანებს შესანიშნავი იუმორის გრძნობა აქვთ, ასე რომ კრეატიული და სახალისო საჩუქარი შესანიშნავი გადაწყვეტილება იქნება. 

არასასურველია: ნუ აჩუქებთ ლითონის საგნებს. 

თხის რქა

ფლეშ ბარათები, წიგნები, ტრენინგები და კურსები - თხის რქებს უყვართ ყველაფერი რაც სარგებელს მოუტანთ. აი ლამაზი და გამოუსადეგარი ნივთები კი სჯობს მოწესრიგებულ და ხელმომჭირნე თხის რქას არ აჩუქოთ. 

არასასურველია: თხის რქები არ დააფასებენ „უგულოდ“ ნაჩუქარ ძვირფას ნივთებს - მათთვის ეს წყალში გადაყრილი თანხაა. 

მერწყული

მერწყულებს უყვართ საჩუქრები, რომლებიც მათ ინტელექტსა და ცნობისმოყვარეობაზე მეტყველებს. მას ასევე მოსწონს ორიგინალური და არასტანდარტული იდეები. მისთვის კარგი საჩუქარი შეიძლება იყოს როგორც აქსესუარი, ისე ნახატი, წიგნი, ქანდაკება. მერწყულს გაახარებს უბრალო ღია ბარათიც, რომელიც პერსონალურად მისთვის იქნება შერჩეული. 

არასასურველია: ნუ აჩუქებთ სურნელოვან სანთლებსა და თავის მოვლის საშუალებებს, პირველ რიგში მერწყულების გემოვნების ამოცნობა რთულია, მეორეც, ისინი აფასებენ არა პრაქტიკულობას არამედ ორიგინალურობას. 

თევზები 

თევზებს უყვართ ინტერიერის ორიგინალური ნივთები, რომელიც მფლობელის გემოვნებას უსვამს ხაზს. ამ ნიშნის წარმომადგენლებს მოსწონთ წიგნები, საიდანაც შეუძლიათ ისწავლონ რაღაც ახალი. 

აჩუქეთ მას ის, რაც ყოველდღიური პრობლემების დავიწყებაში დაეხმარება, მაგალითად, სახატავი ნაკრები, თემატური ფოტოსესია და ა.შ.

არასასურველია: ძვირფასი საჩუქრებით მისი გულის მოგებას ნუ შეეცდებით, თევზებს გულწრფელი მილოცვაც გააბედნიერებთ. 


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

იცვლება მასწავლებლის განათლებისადმი დადგენილი მოთხოვნები - მთავრობის დოკუმენტი

ახალი სასწავლო სემესტრის დაწყების შემდეგ, თბილისისა და რეგიონების 31 საჯარო სკოლაში უკვე ჩატარდა შეხვედრა

ცვლილებები სკოლის დირექტორებს, მასწავლებლებსა და რესურსცენტრების ხელმძღვანელებს შეეხება - მთავრობის 2025 წლის გეგმა ცნობილია

ფავორიტიზმი, სუბიექტური დამოკიდებულება... კიდევ რა გამოწვევები ახლავს ბაღებში შიდა კონკურსით კადრების დასაქმებას

ტერმინები, რომლებიც მასწავლებლებმა და მსურველებმა უნდა იცოდნენ - ინფორმაცია პროფესიული პედაგოგებისთვის

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

თემასთან შესაბამისობაში კი პედაგოგმა პატარებს სახალისო აქტივობა „მაღაზიობანა“ შესთავაზა

„ბიოლოგიაში ევოლუციის სწავლა-სწავლება საინტერესო გამოწვევაა მასწავლებლებლებისა და მოსწავლეებისთვის“

საინტერესო

საკლასო ოთახების ციფრული ტრანსფორმაცია წარმოადგენს საჭირო და გარდაუვალ პროცესს... 

მწერლის ერთ-ერთი პირველი ფსევდონიმი „რაზიკოვი“ იყო... ლუკა რაზიკაშვილმა ვაჟა-ფშაველას ფსევდონიმით ხელმოწერა 1885 წელს დაიწყო

დამატებითი უქმე დღე მასწავლებლებისთვის - ასე ცდილობენ ბრიტანეთის სკოლებში ახალგაზრდა კადრების მოზიდვას

სიახლეები
საზოგადოება