სიახლეები
სკოლები

წყალტუბოს N4 სკოლის მუსიკის პედაგოგმა, ხათუნა იობაშვილმა საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობებით გაჯერებული გაკვეთილი ჩაატარა
17-12-2021
-
+


წყალტუბოს N4 საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის ყოველთვის საინტერესო და მრავალფეროვანი საგაკვეთილო პროცესია შექმნილი.

ამჯერად მუსიკის პედაგოგის, ხათუნა იობაშვილის ხელმძღვანელობით მე-6 კლასში მუსიკის გაკვეთილზე საინტერესო აქტივობები ჩატარდა, რომლის შესახებ მეტ დეტალურ ინფორმაციას სკოლის დირექცია ავრცელებს:

„მოსწავლეებმა შეაჯამეს თემა - „ავე მარია“. მათ წარმოადგინეს პრეზენტაციები, როგორც „ავე მარიას“, კომპოზიტორებზე, ასევე მისი შექმნის შესახებ. ისაუბრეს და ანალიზი გაუკეთეს სხვადასხვა კომპოზიტორის მიერ შექმნილ შედევრებს და სხვადასხვა ჟანრის ნაწარმოებებს. განიხილეს ნახატები, მოდილიანის, ბოტიჩელის, რაფაელის, ვან-გოგის წმინდა მადონაზე (წმინდა მარიამზე). ასევე ისაუბრეს საგალობელზე - „შენ ხარ ვენახი“, იმაზე თუ ვინ შექმნა და სად დაიწერა, როგორც საგალობელის ტექსტი, ასევე ხატიც. მოსწავლეებმა წარმოადგინეს თავისი ნაშრომები - „შენ ხარ ვენახის“, „მოდილიანის მადონა“, „სიქსტის მადონა“ და სხვა ნიმუშები. გაკვეთილზე მოხდა ქართული კილოების გამოცნობა - ანალიზი საგალობელის „შენ ხარ ვენახი“ საფუძველზე. ასევე, მუსიკის გაკვეთილზე შემაჯამებელ თემაზე - ისტორიული თემატიკა მუსიკაში - „ჟანა დარკი კოცონზე“. მოსწავლეებმა მოისმინეს ნაწყვეტები ორატორიიდან „ჟანა დარკი კოცონზე“. ავტორი - გამოჩენილი ფრანგი კომპოზიტორი არტურ ონეგერი. პრეზენტაცია ვრცლად მოამზადა ლიზი დემჩენკომ. მოსმენილი ორატორიიდან და ნანახი ფილმის ნაწყვეტებიდან, მიღებული შთაბეჭდილებების საფუძველზე, ბოლოს გაიმართა დისკუსია“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

რა შემთხვევაში მიიჩნევა სწავლის შედეგი მიღწეულად

მოსწავლეების ფანტაზია უსაზღვროა და საჩუქარს, ძირითადად, ადრესატის გემოვნებიდან გამომდინარე არჩევენ

განმარტებაში ვკითხულობთ, რომ დასკვნის ოფიციალურად მიღების შემდეგ, ცენტრი აღნიშნულ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს


როგორ მოვრთოთ საკლასო ოთახი ორიგინალურად ნაკლები ხარჯებით?

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

მსგავსი აქტივობები სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობის გაზრდას ხელს უწყობს 

სკოლაში მოსწავლეს სწავლაში მიღწეულ წარმატებასა და დამსახურებული ჯილდოს მიღებას დიდი სიყვარულით ულოცავენ

გაკვეთილი უცხო ენის ოთხივე კომპონენტს - listening, speaking, reading and writing მოიცავდა

საინტერესო

მოსწავლეების ფანტაზია უსაზღვროა და საჩუქარს, ძირითადად, ადრესატის გემოვნებიდან გამომდინარე არჩევენ

როგორ მოვრთოთ საკლასო ოთახი ორიგინალურად ნაკლები ხარჯებით?

რატომ და როდიდან ვრთავთ ნაძვის ხეს საახალწლოდ?

ხელოვნური თოვლი და საახალწლო ვულკანი არის მარტივი, სახალისო და შემოქმედებითი ექსპერიმენტები

მიუხედავად იმისა, რომ ნაძვის ხეს სადღესასწაულო დატვირთვა აქვს, ადამიანების ნაწილს, მისი მორთვა ან ძალიან ეზარება, ან უსარგებლო დეკორაციად მიაჩნია

სიახლეები
საზოგადოება