სიახლეები
სიახლეები, საინტერესო

ცოცხების დამალვა, მეგობართან ჩხუბი, ნაძვის ხეზე ობობის ქსელები - მსოფლიოს ყველაზე უცნაური საახალწლო ტრადიციები
01-01-2022
-
+


ახალი წლის მოსვლას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვანაირად ხვდებიან. ზოგან მიაჩნიათ, რომ საშობაოდ ალქაჯები დაფრინავენ და ოჯახები ცოცხებს მალავენ. სხვაგან ფიქრობენ, რომ ბავშვებს ცუდი ქცევისთვის კრამპუსი დასჯის. 

ის, რაც ჩვენთვის შეიძლება უცნაური იყოს, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში საშობაო ტრადიციაა. 

Etaloni.ge გთავაზოთ სწორედ ასეთ 7 საახალწლო ტრადიციას.

შობის ღამეს ნორვეგიელები ცოცხებს მალავენ, რათა ჯადოქრებმა მათ სახლებს ცოცხების ძებნისას არ მოაგნონ.
ლეგენდის თანახმადაც ახალი წლის წინა ღამეს ალქაჯები ნორვეგიის სხვადასხვა ქალაქებში თავისუფლად დაძრწოდნენ და ცოცხებს იპარავდნენ, რადგან ლეგენდის მიხედვით ეს მათი გადაადგილების საშუალება იყო.

შობის კვირაში, ვენესუელელები ყოველდღიურ საეკლესიო მსახურებას Misa de Aguinaldo-ს (დილის მესას) ესწრებიან.
ისინი საეკლესიო მსახურებაზე როლიკებით მიდიან.
ეს პრაქტიკა იმდენად გავრცელებულია, რომ დედაქალაქში ბევრი გზა დილის 8 საათამდე გადაკეტილია, რათა საშობაო მესიდან მომავალმა ადამიანებმა უსაფრთხოდ იმგზავრონ.


ავსტრიაში წმინდა ნიკოლოზს ბოროტი კოლეგა - კრამპუსი ჰყავს. ის არის დემონის მსგავსი არსება, რომელსაც აქვს ერთი დავალება: შობის წინ ცუდი ბავშვები დასაჯოს.
ქვეყანაში დეკემბრის პირველ კვირას ქუჩაში კრამპუსის კოსტუმებში გამოწყობილი კაცები დადიან, ატარებენ ჯაჭვებსა და კალათს განსაკუთრებით ცუდი ბავშვების გატაცებისა და ჯოჯოხეთში გადასაყვანად.

საახალწლოდ უკრაინელები ნაძვის ხეზე ხელოვნურ ობობის ქსელებსა და ობობებს ამაგრებენ.
ლეგენდის თანახმად, იყო ერთი მოხუცი ქალი, რომელსაც ნაძვის ხის მორთვის საშუალება არ ჰქონდა. შობის დილას კი ნაძვის ხე ობობის ქსელებით მორთული დახვდა. ამიტომაც, უკრაინაში ხშირად ნახავთ საახალწლო ხეს, რომელიც ქსელებითაა მორთული.


პორტუგალიაში ტრადიციული საშობაო წვეულებისას ოჯახები სასადილო მაგიდასთან დამატებით ადგილებს გარდაცვლილი ნათესავებისთვის ტოვებენ.
ითვლება, რომ ეს ოჯახის კეთილდღეობას უზრუნველყოფს.



იტალიაში არსებობს ლეგენდა, რომ მოხუცი ჯადოქარი ბელფანა სანტასავით საკვამურიდან შემოდის და ბავშვებს კამფეტებს უტოვებს.
ჯადოქარი ბელფანა სახლებში 5 იანვარს მიდის. ეს ლეგენდა იტალიაში დღემდე პოპულარულია და ადამიანები სპეციალურად ბელფანასთვის წინდებსაც ამზადებენ.


პერუში ახალ წელს მეგობრებს შორის ხელჩართული ბრძოლა იმართება. ადამიანები ამის შემდეგ ცხოვრებას ახალი ფურცლიდან იწყებენ და ძველ წყენას სამუდამოდ ივიწყებენ.



კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

112-ში არასრულწლოვნის ცრუ ზარისთვის მშობელი დაჯარიმდება - ცვლილებები 1-ელი აპრილიდან  ამოქმედდა

რა ენებზეა ეროვნული გამოცდების ჩაბარება შესაძლებელი - ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის

ხუთი მთავარი რჩევა NAEC-ისგან - ეს უნდა გაითვალისწინოთ...

პიროვნება
სკოლები

მოსწავლეები ხელოვნების პედაგოგ მაია ფხაკაძესთან ერთად გაეცნენ ეკლესია-მონასტრების ისტორიას

„მადლობას გიხდით თანამშრომლობისთვის“ - ასე გამოეხმაურა ბოდბისხევის საჯარო სკოლა პროექტის ავტორებსა და თითოეულ მონაწილეს

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება