წალენჯიხის N2 სკოლაში პედაგოგმა, მანანა სონგულიამ პროექტი - „კულტურული მრავალფეროვნება და მეგობრობის ხიდი ლიეტუვასთან“ განახორციელა
17-12-2021
დაკოპირებულია
-
+
წალენჯიხის N2 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს ყოველთვის საინტერესო და მრავალფეროვან საგაკვეთილო პროცესს სთავაზობენ.
ბიოლოგიის პედაგოგმა, მანანა სონგულიამ VIII-XI კლასში პროექტი - „კულტურული მრავალფეროვნება და მეგობრობის ხიდი ლიეტუვასთან“.
პროექტის მიზანს მოსწავლეთა ერთმანეთთან დაახლოება და ერთმანეთის კულტურის გაცნობა წარმოადგენდა. პრეზენტატორმა, თეკლე სონგულიამ მოსწავლეებს ლიეტუვის კულტურული მრავალფეროვნების შესახებ საინტერესო პრეზენტაცია წარუდგინა.
აღსანიშნავია, რომ თეკლე სონგულია ლიეტუვის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში არაფორმალური განათლების კუთხით მთავარ მეთოდისტად მუშაობს.
„პრეზენტაცია ლიეტუვის ჰიმნით დაიწყო და დისკუსია მოსწავლეებსა და პრეზენტატორს შორის გაიმართა. მოსწავლეთა ყურადღება მიიპყრო რელიგიურმა დღესასწაულებმა, პარალელები გაავლეს ორი ქვეყნის კულტურაზე და შეკითხვებს აქტიურად სვამდნენ. პრეზენტატორმა საინტერესოდ და ემოციურად აღნიშნა წალენჯიხის ანსამბლ - „ბედინერას“, გამოსვლა ლიეტუვის დიდ სცენაზე. ქალბატონი თეკლე შეჰპირდა მოსწავლეებს არაფორმალური კუთხით თანამშრომლობაზე - პროექტების განხორციელების მიზნით. პროექტის დასასრულს საქართველოს ჰიმნი ერთობლივად იმღერეს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.