მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
თბილისის Ν136 საჯარო სკოლაში უცნობმა პირმა მოსწავლეებისთვის საჩუქრები მიიტანა.
როგორც სკოლა წერს, მან საკუთარი სახელის გამხელაც არ ისურვა, ისე აუხდინა მოსწავლეებს საახალწლო სურვილები.
სკოლა მადლობას უხდის ამ ქალბატონს.
„სიკეთე გადამდებია. ზამთრის ერთი სუსხიანი დღე საოცრად თბილი აღმიჩნდა ჩვენი სკოლისთვის. ჭიშკარი ჯადოსნურმა სანახაობამ გახსნა. სახენათელმა ახალგაზრდამ მოულოდნელი საჩუქრებით აავსო სკოლის ჰოლი. ყველა უპოვარსა და გაჭირვებულს მიეცითო, ჩაიბუტბუტა და მერე სადღაც გაქრა, გაქრა და ჩვენი მოსწავლეების საშობაო სურვილები წამში აასრულა. სიკეთითა და სილამაზით მდიდარო ქალბატონო, გმადლობთ თქვენ, ამ მოულოდნელი სიურპრიზისთვის. გმადლობთ, რომ შეგვახსენეთ ქველმოქმედების ძალა, რომლის ტოლფასიც წუთისოფლის არცერთი სიმდიდრე არ არის“,- წერს სკოლა.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
საგანმანათლებლო პროგრამის ხელახალი აკრედიტაციის ხელახლი მიღებისთვის განაცხადის წარდგენის ვადები ცნობილია
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
პედაგოგები მოსწავლეთა მოტივაციაზე განსაკუთრებულად ზრუნავენ