სიახლეები
სიახლეები

აღადგინეთ და ჩაასწორეთ ნიშნები ელექტრონულ ჟურნალში - როგორ უნდა გამოიყენონ მოთხოვნის ფუნქცია პედაგოგებმა და დირექტორებმა?
26-12-2021
-
+


სასწავლო წლის პირველი სემესტრი იწურება. იქიდან გამომდინარე, რომ სემესტრის განმავლობაში ელექტრონული ჟურნალი ხარვეზებით მუშაობდა და ხშირად, ტექნიკური სამუშაოების გამო გათიშულიც იყო, პედაგოგებმა მოსწავლეთა ყველა შეფასების ჟურნალში ასახვა ვერ შეძლეს.

როგორ უნდა აღადგინოთ და ჩაასწოროთ ნიშნები ელექტრონულ ჟურნალში?

ელექტრონულ ჟურნალს „მოთხოვნის“ ღილაკი ცოტა ხნის წინ დაემატა, რაც მასწავლებლებს საშუალებას აძლევს, შეიტანონ ცვლილებები ჟურნალში მაშინაც კი, თუ 8 დღე გასულია. „მოთხოვნის“ ღილაკით  შეგიძლიათ მოითხოვოთ მიმდინარე ან გასული სემესტრების კორექტირება, ასევე განვლილი დროით შემაჯამებლის ჩანიშვნა/წაშლა. ასევე შესაძლებელია გასული აღდგენილი შემაჯამებლის წაშლაც. ამისთვის საჭიროა მოთხოვნის გაგზავნა ადმინისტრაციის სახელზე, ადმინისტრაციამ უნდა დაგიდასტუროთ მოთხოვნა, დადასტურებიდან 24 საათში კი ჟურნალში ცვლილება უნდა შეიტანოთ.

„მოთხოვნის“ ღილაკი ელექტრონული ჟურნალის მარცხენა ველში ჩანს, მასში აისახება თქვენი ყველა გაგზავნილი მოთხოვნა, დირექტორის მიერ მოთხოვნის დადასტურებს შემდეგ კი სტატუსი გამწვანდება და ჟურნალში კორექტირების საშუალება მოგეცემათ. თქვენ თავად შეგიძლიათ აკონტროლოთ ჟურნალში, დაგეთანხმათ ადმინისტრაცია, თუ - არა. დადასტურებამდე თქვენი მოთხოვნა კითხვის ნიშნით ჩანს, დადასტურებისას - მწვანედ, უარყოფის შემთხვევაში კი - წითლად.

მოთხოვნის ღილაკისას ჟურნალის კორექტირების არჩევის შემთხვევაში საშუალება გექნებათ, შეცვალოთ ყველაფერი და შეიტანოთ ცვლილება თქვენ მიერ არჩეულ ნებისმიერ კლასსა თუ საგანში. თუმცა თუ ჟურნალში ბევრი რამის შეცვლა არ გსურთ, თქვენ ასევე შეგიძლიათ ერთი გაკვეთილის არჩევა ან ერთი კონკრეტული მოსწავლის და შესაბამისად, მხოლოდ ერთი დეტალის ცვლილება.

რედაქტირების ტიპში შეგიძლიათ მიუთითოთ დასწრების, განმავითარებელი ან განმსაზღვრელი შეფასების შეცვლა, აუცილებელია კომენტარის დართვა, რომელიც ადმინისტრაციას გადაწყვეტილების მიღებაში დაეხმარება. კომენტარის გარეშე მოთხოვნა არ გაიგზავნება.

როგორ უნდა გამოიყენოს მოთხოვნის ფუნქცია დირექტორმა?

დირექტორს შეუძლია თავის ელექტრონულ ჟურნალში დაათვალიეროს თითოეული მოთხოვნა და შეუცვალოს სტატუსი - დაადასტუროს ან უარყოს.

თუ დირექტორი ამავდროულად მასწავლებელიცაა და ჟურნალში ცვლილების შეტანა სურს, აუცილებელია, რომ მანაც გაგზავნოს მოთხოვნა დირექტორის ანუ თავის სახელზე.

მნიშვნელოვანია, რომ ცვლილება აუცილებლად შეიტანოთ დადასტურებიდან 24 საათში, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი მოთხოვნა უშედეგო იქნება.


იხილეთ ვიდეო ინსტრუქცია


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ცვლილებები სკოლის დირექტორებს, მასწავლებლებსა და რესურსცენტრების ხელმძღვანელებს შეეხება - მთავრობის 2025 წლის გეგმა ცნობილია

ფავორიტიზმი, სუბიექტური დამოკიდებულება... კიდევ რა გამოწვევები ახლავს ბაღებში შიდა კონკურსით კადრების დასაქმებას

ტერმინები, რომლებიც მასწავლებლებმა და მსურველებმა უნდა იცოდნენ - ინფორმაცია პროფესიული პედაგოგებისთვის

აბიტურიენტს უფლება აქვს 4 უცხოური ენიდან მისთვის სასურველ ერთ-ერთ ენა ჩააბაროს

izrune.ge-ს წარჩინებულ მოსწავლეთა დაჯილდოების ღონისძიებაზე პროექტის დადებით მხარეებზე ისაუბრეს - „იზრუნე“  ზრდის მოტივაციას და სწავლის სურვილს

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

თემასთან შესაბამისობაში კი პედაგოგმა პატარებს სახალისო აქტივობა „მაღაზიობანა“ შესთავაზა

„ბიოლოგიაში ევოლუციის სწავლა-სწავლება საინტერესო გამოწვევაა მასწავლებლებლებისა და მოსწავლეებისთვის“

საინტერესო

საკლასო ოთახების ციფრული ტრანსფორმაცია წარმოადგენს საჭირო და გარდაუვალ პროცესს... 

მწერლის ერთ-ერთი პირველი ფსევდონიმი „რაზიკოვი“ იყო... ლუკა რაზიკაშვილმა ვაჟა-ფშაველას ფსევდონიმით ხელმოწერა 1885 წელს დაიწყო

დამატებითი უქმე დღე მასწავლებლებისთვის - ასე ცდილობენ ბრიტანეთის სკოლებში ახალგაზრდა კადრების მოზიდვას

სიახლეები
საზოგადოება