მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
„3 მთავარი გამოწვევაა სასკოლო სახელმძღვანელოებში“ - ამის შესახებ ზოგადი განათლების დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილემ, მარიამ ჩიქობავამ მოსწავლეთა მშობლებთან ონლაინ-შეხვედრისას განაცხადა.
უფრო კონკრეტულად კი, ჩიქობავას თქმით პირველი გამოწვევაა კონსპექტური ტიპის ტექსტები, რისი აღმოფხვრაც სრულად ჯერ ვერ მოხერხდა: „გამოწვევაა მშრალი ენციკლოპედიური ტექსტები; ბავშვებს ისე უნდა მივაწოდოთ ტექსტი, რომ მათი ინტერესი გამოიწვიოს, თუმცა ყოველთვის ვერ ვამტკიცებთ ისეთ სტანდარტს, რომელიც გვგონია, რომ სწორია და მოგვწონს. ზოგადად, სტანდარტი სხვადასხვა წრეებთან უნდა შეთანხმდეს. ეროვნული სასწავლო გეგმა ნიშნავს, რომ ეს არის, მეტ-ნაკლებად თანხმობის დოკუმენტი ექსპერტულ წრეებს სამინისტროში გადაწყვეტილებების მიმღებ პირებს და ფართე საზოგადოებას შორის“.
თუმცა, იქვე ჩიქობავამ დასძინა, რომ მიუხედავად იმისა, მასწავლებლის ხელში, რომელიც სააზროვნო უნარების განვითარებაზეა ორიენტირებული, ასეთი ტიპის ტექსტები არ არის პრობლემა, „უმრავლეს შემთხვევაში ამ ტექსტებს აძლევენ მოსაყოლად და ბავშვიც იძულებული ხდება, დაიზეპიროს... მაგრამ ძალიან მაგარი მასწავლებლის ხელში, ყველა რესურსი იქნება სწორად გამოყენებული“.
მეორე გამოწვევა, რომელზეც მარიამ ჩიქობავამ ისაუბრა. სასწავლო პროცესში სახელმძღვანელოს როლის არასწორი გააზრებაა: „სახელმძღვანელოს ზოგჯერ იმაზე დიდი მნიშვნელობა ენიჭება, ვიდრე აქვს დატვირთვა; ტექსტის გააზრება, დამოკიდებულების გამოხატვა... - ესაა სტანდარტი და მასწავლებელი ამ მიზნებზე უნდა იყოს ორიენტირებული, ხოლო ამისთვის გამოიყენებს გრიფირებულ სახელმძღვანელოს, ყველა პარაგრაფს გაივლის, რამეს გამოტოვებს თუ დამატებით რესურსს შემოიტანს - მისი გადასაწყვეტია. მთავრია, მასწავლებელმა იცოდეს, საგანს რისთვის ასწავლის. ყველაზე დიდი შეცდომა, რასაც ხშირად სკოლებში ისაა, ყველა პარაგრაფი, ყველა ტექსტი გაიარონ... ეს არასწორია! უნდა ამოხვიდე იმ მიზნებიდან, რაც გვაქვს, ესგ-ს შესაბამისად და კლასის მზაობისა თუ საჭიროებიდან გამომდინარე“.
მესამე, მნიშვნელოვანი ასპექტი სახელმძღვანელოებთან მიმართებაში არის მასწავლებლის წიგნი, რომელსაც ჩიქობავა „სუსტ წერტილს“ უწოდებს და აცხადებს, რომ სამინისტროს მხრიდან მეტი ჩარევაა საჭირო, რათა პედაგოგებს მიაწოდონ მეტი ინფორმაცია, როგორ დააინტერესონ მოსწავლე:
„ვფიქრობთ, ცოტა მეტად ჩავერიოთ, თუნდაც იყოს მშრალად მიწოდებული ტექსტები, მასწავლებელმა როგორ დააინტერესოს მოსწავლე და როგორ აქციოს ის საინტერესოდ, თუნდაც სახალისო აქტივობით, სააზროვნო კითხვებით... ძიებაში ვართ, დღემდე, როგორ გავაკეთოთ ისე, რომ მასწავლებელს პირდაპირ ვუბიძგოთ ამისკენ, თუ თვითონ არ არის, შესაბამისად განწყობილი“.
რამდენად მისაღებია, თუ მასწავლებელი პარაგრაფ-პარაგრაფ არ მიყვება საკითხს და რამდენ ხანს შუძლია მასზე გაჩერება? - ამ კითხვაზე მარიამ ჩიქობავას ერთგვაროვანი და მკაფიო პასუხი აქვს:
„შეიძლება პედაგოგი არ გაყვეს სახელმძღვანელოს პარაგრაფ-პარაგრაფ, მაგრამ მთავარია მოსწავლეებს კონკრეტული საკითხი ბოლომდე გაააზრებინოს და აქედან გამომდინარე, ერთ თემაზეც იმდენ ხანს უნდა გაჩერდეს, სანამ კლასში ამ მიზანს არ მიაღწევს. წლის ბოლოს მასწავლებელს არავინ ადგას თავზე ჯოხით ხელში - როგორც კლასი მოითხოვს, იმდენი ხანი უნდა გაჩერდეს ერთ საკითხზე“.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
მსგავსი აქტივობები სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობის გაზრდას ხელს უწყობს
სკოლაში მოსწავლეს სწავლაში მიღწეულ წარმატებასა და დამსახურებული ჯილდოს მიღებას დიდი სიყვარულით ულოცავენ
მოსწავლეების ფანტაზია უსაზღვროა და საჩუქარს, ძირითადად, ადრესატის გემოვნებიდან გამომდინარე არჩევენ