მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
განათლების სამინისტროს მიერ პრაქტიკოს მასწავლებლებთან დაკავშირებით მიღებულმა ბოლო გადაწყვეტილებამ, რომლის მიხედვითაც ზოგიერთ მასწავლებელს გამოცდის ჩაბარების გარეშე სტატუსი აუმაღლდება და შესაბამისად სისტემაში დარჩენას შეძლებს, საზოგადოების, მათ შორის მასწავლებლების მხრიდან არაერთგვაროვანი შეფასება გამოიწვია.
Etaloni.ge-მ აღნიშნულ საკითხზე საჯარო სკოლების მასწავლებლების აზრი მოისმინა, მათ შორის გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალას საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის ლიანა მუკბანიანის.
როგორც მასწავლებელი აღნიშნავს, თუ სამინისტრო პრაქტიკოს პედაგოგებს ხარვეზის გამოსწორების შესაძლებლობას მისცემს, ეს უსამართლობის გრძნობას არ გაუჩენს და გადაწყვეტილებას მხარს დაუჭერს.
„ჩვენ სკოლაში პრაქტიკოსები არ გვყავს, ყველა სტატუსიანი პედაგოგია. არ მინდა ცუდად გამომივიდეს, მაგრამ წლების განმავლობაში მასწავლებელს, რომელიც კლასში მუშაობს, როგორც მინიმუმ საგნის გამოცდა ჩაბარებული უნდა ჰქონდეს. ეს უბრალოდ, ჩემი როგორც პედაგოგის და ადამიანის მოსაზრებაა. თუ სამინისტრო შანსს მისცემს და ისინი შეძლებენ ამ ხარვეზის გამოსწორებას, რა თქმა უნდა, მეც ვიქნები ჩემი კოლეგების გვერდით, მირჩევნია, რომ მათ კიდევ ერთხელ ჰქონდეთ სკოლაში დარჩენის შესაძლებლობა. იმის მიუხედავად, რომ 2011 წელს ჩავაბარე საგანიც და პროფესიული უნარებიც, საკმაოდ კარგი ქულებიც მქონდა, არ მიმაჩნია, რომ ამ გადაწყვეტილებით უსამართლო მდგომარეობაში ჩავდექით მე და ჩემი მსგავსი მასწავლებლები. მე ეს ყველაფერი საკუთარი თავისთვის გავაკეთე, ამით ვიღრმავებდი ცოდნას, ვიღებდი გამოცდილებას. ამიტომ არანაირი უსამართლობის შეგრძნება არ მრჩება.“
განათლების სამინისტრომ პრაქტიკოსი მასწავლებლების ნაწილისთვის სტატუსის მომატების შესახებ გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ მიიღო.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მასწავლებელს უფლება აქვს, უარი თქვას სასკოლო ფორმაზე, ისევე როგორც მოსწავლს - რა წერია კანონში
საგანმანათლებლო პროგრამის ხელახალი აკრედიტაციის ხელახლი მიღებისთვის განაცხადის წარდგენის ვადები ცნობილია
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
პედაგოგები მოსწავლეთა მოტივაციაზე განსაკუთრებულად ზრუნავენ