მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
განათლების სამინისტროს მიერ პრაქტიკოს მასწავლებლებთან დაკავშირებით მიღებულმა ბოლო გადაწყვეტილებამ, რომლის მიხედვითაც ზოგიერთ მასწავლებელს გამოცდის ჩაბარების გარეშე სტატუსი აუმაღლდება და შესაბამისად სისტემაში დარჩენას შეძლებს, საზოგადოების, მათ შორის მასწავლებლების მხრიდან არაერთგვაროვანი შეფასება გამოიწვია.
Etaloni.ge-მ აღნიშნულ საკითხზე საჯარო სკოლების დირექტორების აზრი მოისმინა, მათ შორის ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ არლის საჯარო სკოლის დირექტორის მარო ჩხიტუნიძის.
როგორც დირექტორი აღნიშნავს, განათლების სამინისტროს პოზიცია სწორი და გამართლებულია.
„ადვილი არ არის მასწავლებლებმა დატოვონ სკოლა ნებისმიერი მიზეზით, აქედან გამომდინარე მიმაჩნია, რომ განათლების სამინისტროს პოზიცია სწორია, ბოლომდე გააკეთა ყველაფერი იმისთვის, რომ მასწავლებლებისთვის სკოლაში დარჩენის საშუალება მიეცა. ზოგადად იდეალური არასოდეს არაფერი არ არის, ვიღაცისთვის შეიძლება დადებითი იყოს ან პირიქით, მაგრამ სამინისტროს პოზიცია, რომ მასწავლებლები ბოლომდე დაეფასებინა ღირსეულად მიმაჩნია, ამ ეტაპზე ეს საუკეთესო გადაწყვეტილება იყო. ნებისმიერი ცვლილება გამომდინარეობს რეალობიდან. ვის სკოლასაც კონკრეტულად შეეხო მტკივნეულად, იმათ უფრო ბევრი აქვთ ნაფიქრი, ჩემს სკოლაში კი ყველა მასწავლებელი სამი წლის წინ უკვე იყო სტატუსიანი, ყველა არის უფროსი და წამყვანი მასწავლებელი, ამდენად, ჩემს სკოლას რომ შეხებოდა, უფრო ვრცლად ვისაუბრებდი, მაგრამ ახლა ნამდვილად სწორად მიმაჩნია ეს გადაწყვეტილება“.
განათლების სამინისტრომ პრაქტიკოსი მასწავლებლების ნაწილისთვის სტატუსის მომატების შესახებ გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ მიიღო.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მასწავლებელს უფლება აქვს, უარი თქვას სასკოლო ფორმაზე, ისევე როგორც მოსწავლს - რა წერია კანონში
საგანმანათლებლო პროგრამის ხელახალი აკრედიტაციის ხელახლი მიღებისთვის განაცხადის წარდგენის ვადები ცნობილია
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
პედაგოგები მოსწავლეთა მოტივაციაზე განსაკუთრებულად ზრუნავენ