მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მაძიებლები განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადაწყვეტილებებს უსამართლოს უწოდებენ და კიდევ ერთ ვრცელ წერილს ავრცელებენ, სადაც საუბარია იმ უთანასწორობაზე, რომელიც მასწავლებლის კომპეტენციის დამადასტურებელ გამოცდაზე მაძიებლებსა და პედაგოგებს შორისაა. მაძიებლები კითხვებზე პასუხებს ითხოვენ - რატომ ითვლება მოქმედი პედაგოგისთვის გამოცდა ჩაბარებულად, თუ საერთო ქულის 30%-ს გადალახა მაშინ, როდესაც მაძიებლებისთვის კი მინიმალური ზღვარი 60%-ია?
წერილს უცვლელად გთავაზობთ:
„განათლების სამინისტროს მიერ შემუშავებული პრინციპი, რომელის მიზანი, იმედია, განათლებული და თანამედროვე სტანდარტების შესაბამის ცოდნის მქონე მასწავლებლების შერჩევა იყო, რადიკალურად სცდება იმ მიზანს. გულწრფელად მაინტერესებს, რომელ(ებ)ს მოუვიდა თავში აზრად, რომ ცხადზე ცხადი, უთანასწორობა წარმოეჩინა ვითომდაც ჩვეულებრივ მოვლენად და ამით საზოგადოებისთვის, მათ შორის, მოსწავლეებისთვის ეთქვა, რომ მან შეურჩია საუკეთესო მასწავლებელი. არითმრტიკით, რომელიც გაუგებარია, თანაფარდობით, რომელიც არაა ფარდობა, თანასწორობით, თანაბარი უფლებებით, რომელიც ყოველგავარ სამართლიანობის ფარგლებს ცდება, შექმენით საოცარი სქემა.
ასე და ამგვარად, ძვირფასმა განათლების სისტემამ შეიმუშავა უნიკალური გეგმა, მან შექმნა ერთიანი საგამოცდო სისტემა, შეადგინა ერთნაირი ტესტები, რა თქმა უნდა, სამართლიანობისთბის და თანაბარი პირობებისთვის, დროც ერთნაირად განუსაზღვრა დასაწრად, სხვა რა უნდა იყოს, აქამდე ყველაფერი კარგად არის, მაგრამ.... და აი აქ იწყება მთელი უბედურება. თუ შენ გაგიმართლა და მოხვდი სქემაში, ხარ პრაქტიკოსი და თან სკოლაში ნამუშევარი დავალებებით, არ განვაზოგადებ, მაგრამ ეს ვისი რა ბრალია, მისცეს საშუალება და გააკეთეს, ერთმანეთისგან გადაწერილი „ნამუშევრებით“, რომელსაც სათაური და სულ რამდენიმე სიტყვა ჩაუსწორეს, მოგროვდა რამდენიმე კრედიტი. სწორედ ამიტომ, ასეთ მასწავლებელს, გაწეული „შრომისთვის“ ერთი კრედიტიც ეყო და რაც მთავარია, მოეხსნა ყოველგვარი შიდა ბარიერი. ხოლო იმათ, ვისაც არ გაუმართლა და რომელსაც, მართალია შეეძლოო მათსავით „შრომით“ და ზოგს მართლა შრომით, კიდევ ერთხელ, ყველას არ ვაკნინებ, თუმცა საგანგაშოდ ბევრია ასეთი, ამ უიღბლო ბედზე დაბადებულებს პირდაპირ 10 კრედიტის და პლუს შიდა ბარიერების გადალახვა მოუწიათ. გასათვალიდწინებელია ისიც, რომ ზოგი კონკრეტულს წელს არ მუშაობდა, თუმცა ბევრ პრაქტიკოსზე მეტი სტაჟი აქვს. ახლა აქ რა ხდება, აიღო ჩვენმა მასწავლებლმა 21 ქულა, ზოგიერთ წელს 25 და ის გახდა უკვე სერტიფიცირებული ანუ მან საკმარისი ცოდნა გამოვლინა და მოერგო თანამედროვე სტანდარტებს, ხოლო მაძიებელმა აიღო 40 ქულა, ან სხვა შემთხვევაში 21 და 25. თითქოს ყველაფერი რიგზეა, ერთნაირი ტესტები წერეს და ერთისთვის საკმარისია ეს სტანდარტი, ამას ლამის ორჯერ მეტი აქვს, მაგრამ არა, შენ ხომ არ დაგიწერია (გადაგიწერია) ეგ სამუშაო?! ჰოდა, ცოდნა კი მეტი გამოვლინე, მაგრამ სამწუხაროდ, სტანდარტებში ვერ ექცევი. ახლა ალბათ ელოდები, რომ შეგიშვებენ და შენც თუ მოგცეს უფლება შენც გააკეთებ იმას, რაც შენმა კოლეგებმა გააკეთეს, მაგრამ არა.
ამ უსამართლო ქვეყანაში სამართალს ეძებ? რა ტრაგი-კომედია მოუწყვეთ ამ მასწავლებლებს? მართლა ხომ არ ბნელა? თქვენნაირების გამოა, სწორედ უფსკრულში რომაა ჩვენი განათლების სისტემა და ცოტა მსოფლიოს სხვა ქვეყნებს გადახედეთ. რა გააკეთეთ? სამართლიანია, ის რომ 21 ქულა ვიღაცისთვის საკმარისია და მასზე მეტი ვისაც აქვს, ან ვინც თუნდაც 10 კრედიტიც კი გადალახა, მაგრამ შიდა ბარიერები - ვერ (რაც სრულად მოუხსენით პრაქტიკოდებს), დატოვეთ გარეთ. რამდენმა მასწავლებელმა ჩააბარა? რამდენმა პრაქტიკოსმა ჩაგიბარათ მინიმალური ზღვარი? თანასწორ და სამრთლიან სახელმწიფოში ხდება ეს? ხომ ყველა სკოლაში უნდა შეუშვათ? ხომ ყველამ მოსწავლეს უნდა ასწავლოს? ხომ ყველა უნდა მოერგოს სტანდარტს? - მაშინ საიდან ეს შერჩევითი სამართალი? როგორ არცერთს არ მოგაფიქრდათ, რომ ტესტებიც და ბარიერიც უნდა იყოს თანაბარი, თუ რელურად გსურთ შედეგი და არა ასე სამარცხვინოდ. ან თუ ძალიან მოგეწონთ ეგ კრედიტების სხვა გზით მოგროვების სისტემა, მიეცით უფლება მაძიებლებს. ამ გზითაც მოაგროვონ კრედიტები და ეს იქნება სამართლიანი. თქვენი ქმედების სამართლაიანი და არგუმენტებული მოტივი მაინტერესებს, საიდან, როგორ, ვინ გადაწყვიტა, რომ ამით რამე მიიღწევა. სხვათაშორის, სკოლებში კი არა, იქ შეცვალეთ კადრები, სადაც ეს წესები შეიმუშავეს. გაუგონარი უსამართლობაა“, - წერია წერილში.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
რა შემთხვევაში მიიჩნევა სწავლის შედეგი მიღწეულად
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
მსგავსი აქტივობები სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობის გაზრდას ხელს უწყობს
სკოლაში მოსწავლეს სწავლაში მიღწეულ წარმატებასა და დამსახურებული ჯილდოს მიღებას დიდი სიყვარულით ულოცავენ
მოსწავლეების ფანტაზია უსაზღვროა და საჩუქარს, ძირითადად, ადრესატის გემოვნებიდან გამომდინარე არჩევენ