სიახლეები
სიახლეები

გადაეცემათ თუ არა კომპიუტერები წინასაახალწლოდ წარჩინებულ მოსწავლეებს? - განათლების სამინისტრო განმარტებას აკეთებს
28-12-2021
-
+


განათლების სამინისტროს ინფორმაციით წარჩინებული მოსწავლეებისთვის კომპიუტერების შესასყიდად გამოცხადებულ ტენდერზე წინადადებებების მიღება შეწყდა და ხელშეკრულებაც გაფორმდა. თუმცა როგორც უწყებაში etaloni.ge - ს განუცხადეს, ამ მოსწავლეებისთვის კომპიუტერების გადაცემა მიმდინარე წელს ვერ მოესწრება, რადგან ახლა სხვა პროცედურებია გასავლელი. 

როგორც სამინისტროში განმარტავენ, ტენდერის პირობების მიხედვით, წარჩინებულ მოსწავლეებისთვის კომპიუტერების გადაცემა 2022 წლის 31 აგვისტოსთვის უნდა დასრულდეს. 

ცნობისთვის, გეტყვით რომ, კომპიუტერებს მოსწავლეები უკვე 2 წელზე მეტია ელოდებიან. სამინისტროს მიერ გამოცხადებული ტენდერები რამდენჯერმე სხვადასხვა მიზეზით ჩაიშალა.

როგორც ტენდერშია აღნიშნული: საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო 2020 და 2021 წლის წარჩინებულ მოსწავლეებს, რომლებმაც დაასრულეს საბაზო საფეხური და რომელთა საფეხურის ნიშანია 10 ქულა (დამრგვალების გარეშე), გადასცემს პორტაბელურ კომპიუტერებს. 2019-2020 წლის წარჩინებული მოსწავლეებისათვის სააგენტოს ესაჭიროება 4500 ცალი პორტაბელური კომპიუტერი. რაც შეეხება 2020-2021 სასწავლო წლის წარჩინებულ მოსწავლეებს, მათი რაოდენობა სტატისტიკიდან გამომდინარე სავარაუდოდ შეადგენს 4 385 ბენეფიციარს.

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

სპეცმასწავლებლების საყურადღებოდ - ვადა 3 აპრილამდე გაქვთ - რა უნდა გაითვალისწინოთ

„საჯარო სკოლები არასწორად ცდილობდნენ მოსწავლეთა წარმომადგენლების თანხმობის მოპოვებას“ - პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ანგარიში

2024 წელს 10 ათასზე მეტ მოსწავლეს სტატუსი შეუწყდა ან შეუჩერდა - სახალხო დამცველის ანგარიში

 

ყურადღება! 2025 წლის გამოცდებზე რეგისტრაცია დღეს სრულდება - რა უნდა გაითვალისწინოთ

საჯარო სკოლებში ცვლილებები ამოქმედდა - სრული სია და მინისტრის ბრძანება 

პიროვნება

გთავაზობთ ბლიც-ინეტრვიუს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნინოშვილის საჯარო სკოლის პედაგოგ დავით ბოლქვაძესთან

„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“

სკოლები

იანეულის საჯარო სკოლაში სახალისო აქტივობებით აღნიშნა „სიცილის დღე“

მსგავსი აქტივობები კი ხელს უწყობს ბავშვების ლოგიკური აზროვნების განვითარებას

რატომ ჭრელი წინდა? - ბოდბის საჯარო სკოლის მეშვიდე კლასში პედაგოგებმა საინფორმაციო შეხვედრა ჩაატარეს

აქტივობის ფარგლებში მოსწავლეებმა საკუთარი ხელით შექმნეს თემატური ნამუშევრები

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება