მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ დამიის საჯარო სკოლაში სპიტაკის მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.
ზუსტად 33 წლის წინ,1988 წლის 7 დეკემბერს ადგილობრივი დროით 11:41 სთ-ზე სომხეთი დამანგრეველმა მიწისძვრამ შეძრა. სულ რამდენიმე წამში განადგურდა ქალაქები - სპიტაკი, გიუმრი, ახურიანი, გუგარქი, არაგაწი, კალინინო, სტეფანავანი, ვანაძორი... ასამდე სოფელი და დაახლოებით 400 დასახლებული პუნქტი მიწასთან გასწორდა. დაუზუსტებელი ინფორმაციით დაიღუპა 25 ათასი, დაშავდა 19 ათასი და უსახლკაროდ დარჩა 514 ათასი ადამიანი.
დამიის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა გაიხსენეს ტრაგიკული დღე და დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს. აქტივობას ისტ-ის პედაგოგი ნორაირ მისკარიანი ხელმძღვანელობდა.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
სკოლებში პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ სპეციალური საბჭო იმსჯელებს
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
პედაგოგები მოსწავლეთა მოტივაციაზე განსაკუთრებულად ზრუნავენ