„დედიკოს ფრთებიც აქვს, აი, ისე, როგორც ანგელოზს“- დისველის საჯარო სკოლის პედაგოგის, ნინო დოხტურიშვილის ემოციური ნოველა
ასლან შაინიძის სახელობის ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ დისველის საჯარო სკოლის პედაგოგი ნინო დოხტურიშვილი თავის ემოციურ ნოველას გვიზიარებს. ნოველაში მოქმედება სკოლაში ვითარდება და მასში არსებული პრობლემა თვალნათლივ გვეხარატება.
გთავაზობთ ნოველას:
„უცებ განათდა სამყარო ორად, მთვარე ჩავიდა მზემ იწყო თოვა...
ანგელოზის ფრთები სკოლის კედლებს სამკაულივით ამშვენებდა, ბავშების ჟრიამულით აღსავსე დაუშრეტელი სიცოცხლის მოზღვავება. პატარა ონავრები დიდი თაიგულის კონასავით შეკოწიწებულიყვნენ და ქარავანს გარდი გარდმო მიექანდბოდნენ, აზვირთებული ტალღებივით ერწმოდნენ განათლების კერას.
- ღმერთო, როგორ ბედნიერებას ჰგვრის ადამიანს ამათი სითბო და სიყვარული...
- ასეა, გვაბრაზებენ, მაგრამ ამათ გარეშე სიცოცხლე ვერ წამომიდგენია, ისინი ჩემი სულის და სხეულის ნაწილები გახდნენ - პროფესიით მასწავლებელს, არასოდეს მიცდია ბედი. სულ რამოდენიმე დღეა, რაც სკოლაში დავიწყე მუშაობა და ისეთი განცდა მაქვს, თითქოს ეს გარემო ყოველთვის არსებობდა ჩემს ცხოვრებაში, უბრალოდ მე ვერ ვგრძნობდი ,ან არ მესმოდა საკუთარი გულის გამოძახილი, ახლა კი ბედნიერი ვარ...
- შენ ახლა მარადიული გაზაფხულის სამფლობელოში მოხვდი, ამ ანგელოზებთან წლებს ვერ იგრძნობ ...
- მართლი ხარ ! - დავბრუნდეთ საკლასო ოთახებში, ზარი დაირეკა...
- დიდი სიამოვნებით.
ნანა მასწავლებელს მეორე კლასის მოსწავლეები აღტკინებული და გაბრწყინებული თვალებით ელოდნენ..
- ბავშვებო, ახლა ხელოვნების გაკვეთილი გაქვთ, მოდით, ყველამ თავისი საყვარელი დედიკო დახატოს თაბახის ფურცელებზე, შემდეგ ნამუშევრების გამოფენა მოვწყოთ საკლასო ოთახის კედლებზე. როგორც მოსალოდენლი იყო, დედის ხსენებაზე მოსწავლეებს თვალები გაუბრწყინდათ, სახელდახელოდ მოამზადეს ფერადი ფანქრები, ფუნჯები საღებავები და დიდი სიყვარულით შეუდგნენ ნაცნობი სილუეტის შექმნას. ყველა ჩართული იყო საკლასო სამუშაოს შესრულების პროცესში, მხოლოდ ერთი მოსწავლე იჯდა უმოქმედოდ... მასწავლებელმა რამოდენიმეჯერ შეახსენეს დავალების შინაარსი, თუმცა უშედეგოდ.... ამასობაში სხვებმა დაასრულეს ხატვა და ერთ სული ჰქონდათ როდის წარადგენდნენ საკუთარ ნამუშევრებს. პედაგოგი დიდი სიამოვნებით უსმენდა ბავშების ამაღლებულ შეფასებას გამზრდელ დედაზე... დედა მზეა, დედა სიყვარულია, დედა სითბოა მხოლოდ ჰარმონიად იღვრებოდ ეს სიტყვები ადამიანის ცნობიერებაში. როგორც იქნა, დაწყნარდა გულანთებული შვილების ალერსი აღმზრდელის მიმართ, მხოლოდ ერთი მოსწავლე იჯდა ყოველგვარი ემოციის გარეშე. ნანა მასწავლებელი დიდი ინტერესით მიუახლოვდა მდუმარედ მჯდომ მოსწავლეს.
- ალექსი ეს რა დახატე?
- ქალი ,მასწავლებელო.
- რომელი ქალი?
- დათოსგან გადავხატე...
- დათომ დედა დახატა და შენ შენი დედიკო უნდა დაგეხატა.
-კარგი, ახლავე.
არფრისმთქმელმა გამომეტყველებამ ცოტა არ იყოს დააბნია პედაგოგი, ამიტომ დიდი მოთმინებით ელოდა ახალ ნამუშევარს. ალექსი ახალი პროფილის გამოყვანას შეუდგა. ცოტა ხნის შემდეგ ნანა მასწავლებელი მიუბრუნდა მოსწვლეს.
- აბა შვილო, დამანახე შენი ნახელავი.
ალექსიმ გადასცა თაბახის ფურცელი და თვითონ თავი ჩაქინდრა წიგნში. მასწავებელმა იცნო კიდევ ერთი ნახატი.
- კი, მაგრამ ეს ნახატი რომ სხვისია?
- დიახ...
დათოც და ნათიაც მოპირდაპირედ ისხდნენ, ამიტომ გასაკვირი არ იყო, რომ იგი უპრობლემოდ გადაიხატავდა მათაგან, მიმსგავსებულ ნახატის შტრიხებს. ალექსი მეხუმრები შვილო, იქნებ, არ გამოგდის ნამუშევარი და ჩემი დახმარება გჭირდება. კითხვაზე მოსწავლემ დუმილით უპასუხა, თუმცა პედაგოგი არ შეეპუა სევდიან მზერას.
- აბა მითხარი რა ფერი თვალები აქვს შენს დედიკოს?
- მწვანე.
- თმები?
- ღია ფერის მასწავლებელო.
- კანის ფერი?
- ანგელოზვით თეთრია, მასწავლებელო ანგელოზს ჰგავს, იცით დედიკოს ფრთებიც აქვს. აი, ისე როგორც ანგელოზს. ალექსი - ცოტა სიბრაზე შეეპარა ნანა მასწავლებელს ხმის ტემბრში, თუმცა სანამ სათქმელს იტყოდა იქამდე, ბავში წამოხტა თავისი ადგილიდან, გამწარებული ცეცხლმოკიდებული მზერით შეხედა და გაავებულმა შეჰყვირა: არ ვიცი დედას რა ფერი თმები აქვს, მე ის არ მინახავს, მე არ მყავს დედა! ცრემლები ამ სიტყვებს ცეცხლივით სწვავდა, მთელი სხულით კანკალდება ალექსი. მე არ მყავს დედა მასწავლებელო, არ ვიცი დედა როგორია. როდესაც რამე მიჭირს, მაშინ ანგელოზი მესიზმრება, გულში მიხუტებს, სახეს მიკოცნის ცრემლებს მიმშრალებს, სწორედ ეგ ანგელოზია ჩემი მშობელი, მაგის მეტს არავის ვუყვარვარ მასწავლებელო. ნანას გული შეუწუხდა, წამებში მთელი სამყარო თავზე დაემხო.. ეს რა ვქენი?! - გაიფიქრა და ატირებული გამოვარდა კლასიდან. კედელს მიეყრდნო რომ არ წაქცეულიყო, მოცელილივით ჩაიკეცა და ხმამაღლა ტიროდა. თანმშრომლები გაოგნებულები უყურებნენ ნანას მასწავლებელს. რა მოხდა ნანა? რა იყო? ასეთი რა შეგემთხვა? იმ დღეს პედაგოგი იმ ერთ კუთხეს მიეჯაჭვა დასჯილი მოსწავლესავით, ვეღარ იძვროდა ადგილიდან გაშეშდა, გაქვავდა, გაიყინა. ალექსის დედა მშობიარობას გადაჰყვა, ბავშვს დედა არასოდეს უნახავს, მასწავლებელისთვის კი ეს მწარე რეალობა უცნობი იყო, თუმცა მთელი ცხოვრება მოუშუშებელ სულის ტკივილად იქცა!“,- წერს პედაგოგი ნინო დოხტურიშვილი.