თბილისის N23 და ქუთაისის N32 საჯარო სკოლების თანამშრომლობით პროექტი - „გემრიელი ახალი წელი“ განხორციელდა
21-12-2021
დაკოპირებულია
-
+
ილია ჭავჭავაძის სახელობის თბილისის N23 საჯარო სკოლის პედაგოგები სხვადასხვა პროექტებში ყოველთვის აქტიურად და წარმატებით არიან ჩართულები.
სკოლის ფრანგული ენის პედაგოგის, თამარ გოგალაძის ორგანიზებით განხორციელდა პროექტი, რომელიც ქუთაისის N32 საჯარო სკოლასთან ერთად დაიგეგმა. პროექტი E-twenning-ის ფარგლებში - „გემრიელი ახალი წელი, Nouvel An savoureux“ განხორციელდა.
„პროექტის მიზანი იყო მოსწავლეებს გაეღრმავებინათ ლინგვისტური უნარები (კერძოდ - სურსათის დასახელება, პროდუქტის რაოდენობა) და შემდეგ ფრანგულად შეექმნათ ქართული საახალწლო კულინარიული რეცეპტები. ჩვენი სკოლიდან მონაწილეობდენ VIIე , VIIდ და VIე კლასის მოსწავლეები, ჩვენ ვიმუშავეთ ჩურჩხელის დამზადებაზე. პროექტის დასასრულს დისტანციურად შევხვდით პარტნიორი სკოლის მოსწავლეებს და ერთად შევაფასეთ პროექტი. youtube-ში ფრანგულად უკვე მთელ მსოფლიოს შეუძლია მოიძიოს ჩვენი საახალწლო დესერტის რეცეპტი. პროექტის პროდუქტი, შეფასება და შეხვედრის სურათები განთავსებული გვაქვს padlet-ze - ბმული“, - აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.