მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით ქვეყანაში ვაქცინაციის დაბალი მაჩვენებელი მოსახლეობასთან ნაკლები კომუნიკაციით და ძლიერი ანტივაქსერული მოძრაობითაა გამოწვეული.
ამირან გამყრელიძე აქტიური ანტივაქსერული მოძრაობის გავლენას განათლების ხარისხის დაბალი მაჩვენებლით ხსნის.
„საკომუნიკაციო კამპანიას ვაკლებთ. მეტი ახსნა და სიახლოვე მოვაკელით მოქალაქეებს... მეტი კომუნიკაცია იყო საჭირო. მეორე პრობლემა დაკავშირებულია, საშუალო განათლების დონესთან ქვეყანაში. ძლიერი ანტივაქსერული მოძრაობა იმ ქვეყნებშია, სადაც განათლების დონე მოიკოჭლებს“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსის ახალი შტამის „ომიკრონის“ რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა, რის გამოც საკოორდინაციო საბჭომ შეიძლება რეგულაციების გამკაცრებაზე, მათ შორის ე.წ. ბუსტერ დოზის სავალდებულოდ გახდომაზე იმსჯელოს.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მოსწავლეთა დასწრების პროცენტული მაჩვენებელი - ინფორმაცია მასწავლებლებისთვის
რომელი სკოლის დირექტორები და პედაგოგები არიან ავტორიზაციის საბჭოს შემადგენლობაში - განახლებული სია ცნობილია
„ჩემი ყოველდღიური მოტივაციაა ჩემი კოლექტივი და მოსწავლეები“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს