მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
იმის მიუხედავად რომ პანდემიის გამო სკოლების დღის წესრიგი შეიცვალა, სასწავლო პროცესის დროსაც მკაცრი რეგულაციების დაცვაა საჭირო, წინასაახალწლო განწყობა და სამზადისი მაინც შენარჩუნებულია.
Etaloni.ge-მ გაარკვია, როგორია საახალწლო განწყობა სკოლებში, რა აქტივობებს გეგმავენ და რა სურვილები აქვთ მომავალი 2022 წლისთვის. ამისთვის სკოლების დირექტორებს დავუკავშირდით და წინასაახალწლო სამზადისის შესახებ ვესაუბრეთ.
ჯუმბერ ტერუნაშვილი, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზერტის საჯარო სკოლის დირექტორი:
„ახალი წელი ისეთი დღეა, რომლის აღნიშვნის სიხარულს ბავშვებს ვერ წავართმევთ, ორი წელია უკვე პანდემიის პირობებში ვცხოვრობთ, ამიტომ ღონისძიებები არის , თუმცა შეზღუდულად, ვიწრო წრეში და მშობლების დასწრების გარეშე - რეგულაციების სრული დაცვით. საახალწლო განწყობაცაა და მონდომებაც. ჩვენ ახალი სკოლის მოდელში ვართ ჩართული, რადგან სემესტრი მთავრდება შემაჯამებელი აქტივობები იქნება, კომპლექსური დავალებები საახალწლო თემებთან დაკავშირებით ანუ უფრო შემეცნებითი კუთხით გვექნება აქტივობები“.
თამარ მახათაძე, დავით კაკიაშვილის სახელობის ქალაქ ხაშურის N2 საჯარო სკოლის დირექტორი“
„პანდემიის მიუხედავად საახალწლო ღონისძიებებს ვგეგმავთ, საერთო ნაძვის ხეც დავდგით სკოლაში, კლასებიც შესაბამისად მორთეს მასწავლებლებმა და მოსწავლეებმა. რეგულაციების დაცვით ჩატარდება კლასებში პატარ-პატარა ღონისძიებები. ოქროს მედლებიც საზეიმო ვითარებაში გადავეცით გუშინ ჩვენს მედალოსნებს. მშობლებს არ ვასწრებთ და მოსწავლეები თავად არიან ერთმანეთის მაყურებლები. ჩვენი მთავარი საახალწლო სურვილი, რა თქმა უნდა, პანდემიის გარეშე ცხოვრებაა, მთავარი ჯანმრთელობაა და ყველას მშვიდობიან და სტაბილურ წელს ვუსურვებ“.
ქიშვარდ გორგოშაძე, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო მახოს საჯარო სკოლის დირექტორი:
„ყველაფერს წესების დაცვით ვაკეთებთ, როგორც ასეთი წინასაახალწლო განწყობა ნამდვილად გვაქვს და სკოლაშიც იგრძნობა. საკლასო ოთახებში აკეთებენ ღონისძიებებს, წინასაახალწლო დავალებებს, რის საშუალებასაც პანდემია გვაძლევს. სკოლაც და საკლასო ოთახებიც მოვრთეთ. საახალწლო სურვილებში ორიგინალური ალბათ არ ვიქნები, ბედნიერ წელს ვუსურვებ ქვეყანას, სკოლებს და თითოეულ ადამიანს“.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
რა შემთხვევაში მიიჩნევა სწავლის შედეგი მიღწეულად
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
მსგავსი აქტივობები სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობის გაზრდას ხელს უწყობს
სკოლაში მოსწავლეს სწავლაში მიღწეულ წარმატებასა და დამსახურებული ჯილდოს მიღებას დიდი სიყვარულით ულოცავენ
მოსწავლეების ფანტაზია უსაზღვროა და საჩუქარს, ძირითადად, ადრესატის გემოვნებიდან გამომდინარე არჩევენ