მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებამ, პრაქტიკოსი მასწავლებლებისთვის სკოლაში დარჩენის კიდევ ერთი შანსი მიეცათ, პედაგოგიურ საზოგადოებაში არაერთგვაროვანი დამოკიდებულება წარმოშვა - ზოგი სოლიდარობას უცხადებს კოლეგებს, ზოგი კი მიიჩნევს, რომ პრაქტიკოსებისთვის უფროსის სტატუსის მინიჭების პარალელურად, უფროსებს წამყვანობა, წამყვანებს კი მენტორობა უნდა მიენიჭოთ. თუმცა ეს ცალკე საუბრის თემაა, სამინისტროს გადაწყვეტილება კი დაახლოებით 700 პრაქტიკოსს აძლევს სკოლაში დარჩენის შესაძლებლობას; რაც შეეხება დანარჩენ მასწავლებლებს, რომლებმაც გამოცხადებული კრიტერიუმები ვერ დააკმაყოფილეს, მათ ადგილზე სკოლებმა ვაკანსიები უნდა გამოაცხადონ. სწორედ ამ ფაქტს ეხმაურება სკოლის ლიდერთა ასოციაციის ხელმძღვანელი ელზა ბადაშვილი და მის პოსტს etaloni.ge უცვლელად გთავაზობთ:
„განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო - ჯერ გამოიკვლიეთ, რა კვალიფიკაციის მასწავლებლები მუშაობენ სკოლაში... გაეცით პასუხი კითხვას - რატომ გახდა საჭირო, მიგეცათ უფლება ქიმიის მასწავლებლისთვის, ესწავლებინა ფიზიკა, ან გეოგრაფიის მასწავლებელს ესწავლებინა ისტორია? - იმიტომ ხომ არა, რომ კადრების ნაკლებობა გვაქვს? ასევე გამოიკვლიეთ, რამდენი მენტორი თუ წამყვანი (უფროსიც) გაკვეთილს ვერ ატარებს? ელემენტარული დისციპლინა არ აქვს კლასში? ასევე მოსაკვლევია, რამდენი მასწავლებელი იყენებს პრაქტიკაში მაგ. პროფესიული უნარების ჩაბარებისას მიღებულ ცოდნას? რამდენს ახსოვს ის თეორიები და პრინციპები? და ამის შემდეგ მიიღეთ მასწავლებლების სახლში გაშვების გადაწყვეტილება! მასწავლებელთა ამ სქემებმა და ტრენინგებმა მიგვიყვანა კატასტროფამდე! შეჩერდით! შეჩერდით! შეხედეთ რეალობას თვალებში! დავსხდეთ ერთად სხვადასხვა პოზიციის მქონე სასკოლო განათლების მცოდნეები და იქნებ მოვიფიქროთ, როგორ გადავარჩინოთ საჯარო სკოლა! მაგ. სახელძღვანელო უნდა იყოს მოსწავლე-მასწავლებლისთვის სწავლების ძირთადი საშუალება! ეს უნდა აღიაროთ! და ამ მიმართულებით დაგეგმოთ აქტივობები! უნდა შემცირდეს და გამარტივდეს საგნობრივ დისციპლინებში პროგრამები... მესამე საფეხური უნდა იყოს პროფილური... აუცილებლად საშუალო საფეხურზე მიღება უნდა ხორციელდებოდეს მისაღები გამოცდების შედეგებით. აუცილებელია პროფესიული სასწავლებლების განვითარება... პროფესიული სასწავლებლის დიპლომს უნდა ჰქონდეს საშუალო განათლების ატესტატის ძალაც.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
სპეცმასწავლებლების საყურადღებოდ - ვადა 3 აპრილამდე გაქვთ - რა უნდა გაითვალისწინოთ
„საჯარო სკოლები არასწორად ცდილობდნენ მოსწავლეთა წარმომადგენლების თანხმობის მოპოვებას“ - პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ანგარიში
ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან გულწრფელები
გთავაზობთ ბლიც-ინეტრვიუს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნინოშვილის საჯარო სკოლის პედაგოგ დავით ბოლქვაძესთან