სიახლეები
სიახლეები

„დღეს სკოლა ყველაზე უსაფრთხო ადგილია კოვიდ-19-ის გავრცელების კუთხით“
26-12-2021
-
+


საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა გაეროს ბავშვთა ფონდის ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონული დირექტორის მოადგილეს ფილიპ კორისა და ფონდის წარმომადგენელს საქართველოში ღასან ხალილს უმასპინძლა. შეხვედრაზე მხარეებმა ერთობლივი პროექტები განიხილეს და განხორციელებული ინიციატივების ფარგლებში მიღწეული შედეგები შეაფასეს.

მიხეილ ჩხენკელმა მადლობა გადაუხადა გაეროს ბავშვთა ფონდს პანდემიის პერიოდში განათლების სისტემისთვის გაწეული უდიდესი მხარდაჭერისთვის. მან განსაკუთრებით გამოყო ქვეყანაში დისტანციური სწავლების დანერგვის პროცესში UNICEF-ის თანადგომა, რამაც ხელი შეუწყო უმოკლეს დროში სისტემის ახალ რეალობასთან ადაპტირებას.

მინისტრმა ასევე გაამახვილა ყურადღება მასწავლებლებისა და სკოლის ადმინისტრაციული პერსონალის ვაქცინაციის ხელშეწყობის კუთხით ფონდისა და სამინისტროს ნაყოფიერ თანამშრომლობაზე. როგორც მიხეილ ჩხენკელმა აღნიშნა, სწორედ ერთობლივი ძალისხმევისა და თანმიმდევრული ღონისძიებების შედეგად ორ თვეში ვაქცინირებულ მასწავლებელთა რიცხვი 9%-დან 70%-მდე გაიზარდა. მინისტრის თქმით, დღეს სკოლა არის ყველაზე უსაფრთხო ადგილი Covid-19-ის გავრცელების კუთხით, რადგან გარდა ვაქცინაციის მაღალი მაჩვენებლისა, სისტემატურად მიმდინარეობს მასწავლებელთა ტესტირება და ინფექციის გამოვლენისთანავე ხდება მყისიერი რეაგირება.

მინისტრმა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მოსწავლეთა კვების საკითხზეც ისაუბრა. მისი თქმით, ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ქმედითი ნაბიჯები გადაიდგა – სამინისტროს ორგანიზებით შეიქმნა სპეციალური უწყებათაშორისი ჯგუფი, რომელიც მუშაობს სასკოლო კვების კონკრეტულ მოდელებზე. აღსანიშნავია, რომ პროექტს სამინისტრო უახლოეს პერიოდში წარუდგენს პრემიერ-მინისტრს.

ფილიპ კორიმ და ღასან ხალილმა დადებითად შეაფასეს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ქმედითი ნაბიჯები პანდემიის დროს. გაეროს ბავშვთა ფონდის ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონული დირექტორი მოსწავლეთა კვების საკითხსაც შეეხო და აღნიშნა, რომ ეს არის მნიშვნელოვანი კომპონენტი ინკლუზიური საგანმანათლებლო გარემოს უზრუნველსაყოფად როგორც სოციალური თვალსაზრისით, ასევე მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების გაუმჯობესების მხრივ.

მხარეები სკოლებში ციფრული ტექნოლოგიებისა და დამატებითი საგანმანათლებლო რესურსების განვითარების აუცილებლობასაც შეეხნენ. მიხეილ ჩხენკელმა აღნიშნა, რომ წამატებით მიმდინარეობს “Minecraft Education Edition”-ის დანერგვის პროცესი, რომელიც სწავლების მეთოდოლოგიას გააუმჯობესებს და ახალგაზრდებს თანამედროვე განათლების მიღების შესაძლებლობას მისცემს. მაინკრაფტი  მოსწავლეებს ეხმარება ისეთი უნარების განვითარებაში, როგორიცაა გუნდური მუშაობა, კომუნიკაცია, კრიტიკული და სისტემური აზროვნება, პრობლემების გადაჭრა.

სამინისტროში გამართულ შეხვედრას ასევე ესწრებოდა გაეროს ბავშვთა ფონდის სკოლამდელი განვითარების სპეციალისტი ანა ჯანელიძე.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ცვლილებები სკოლის დირექტორებს, მასწავლებლებსა და რესურსცენტრების ხელმძღვანელებს შეეხება - მთავრობის 2025 წლის გეგმა ცნობილია

ფავორიტიზმი, სუბიექტური დამოკიდებულება... კიდევ რა გამოწვევები ახლავს ბაღებში შიდა კონკურსით კადრების დასაქმებას

ტერმინები, რომლებიც მასწავლებლებმა და მსურველებმა უნდა იცოდნენ - ინფორმაცია პროფესიული პედაგოგებისთვის

აბიტურიენტს უფლება აქვს 4 უცხოური ენიდან მისთვის სასურველ ერთ-ერთ ენა ჩააბაროს

izrune.ge-ს წარჩინებულ მოსწავლეთა დაჯილდოების ღონისძიებაზე პროექტის დადებით მხარეებზე ისაუბრეს - „იზრუნე“  ზრდის მოტივაციას და სწავლის სურვილს

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

თემასთან შესაბამისობაში კი პედაგოგმა პატარებს სახალისო აქტივობა „მაღაზიობანა“ შესთავაზა

„ბიოლოგიაში ევოლუციის სწავლა-სწავლება საინტერესო გამოწვევაა მასწავლებლებლებისა და მოსწავლეებისთვის“

საინტერესო

საკლასო ოთახების ციფრული ტრანსფორმაცია წარმოადგენს საჭირო და გარდაუვალ პროცესს... 

მწერლის ერთ-ერთი პირველი ფსევდონიმი „რაზიკოვი“ იყო... ლუკა რაზიკაშვილმა ვაჟა-ფშაველას ფსევდონიმით ხელმოწერა 1885 წელს დაიწყო

დამატებითი უქმე დღე მასწავლებლებისთვის - ასე ცდილობენ ბრიტანეთის სკოლებში ახალგაზრდა კადრების მოზიდვას

სიახლეები
საზოგადოება