მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ გავაზის საჯარო სკოლის მოსწავლეები ახალსოფლის ახალგაზრდული ცენტრის მიერ ორგანიზებულ Fleamarket-ში მონაწილეობდნენ.
მოსწავლეებმა „სამზარეულო“ წარმოადგინეს, მათ დახლს უამრვი მყიდველი ესტუმრა. შემოსული თანხა კი სოფელში მცხოვრებ უკიდურესად გაჭირვებულ ოჯახებს მოხმარდა.
სკოლა ამაყობს მოსწავლეებით და წარმატებას უსურვებს.
„გავაზის საჯარო სკოლის მოსწავლეთა აქტიურობას საზღვარი არ აქვს. ახალსოფლის ახალგაზრდული ცენტრის მიერ ორგანიზებულ Fleamarket-ში მიწვეული იყვნენ მუნიციპალიტეტის ქართული და არაქართული (ავარიელი) სკოლის მოსწავლეები, რომლებმაც წარმოადგინეს საკუთარი ხელით შექმნილი ხელნაკეთი ნივთები, პროდუქცია, კერძები, სასმელები და ა.შ. მოხდა მათი გამოფენა-გაყიდვა. ჩვენი სკოლის მოსწავლეებმა ამჯერად წარმოადგინეს „სამზარეულო“. ხელბარაქიანად გაშლილ ულამაზეს სუფრას უამრავი მყიდველი ესტუმრა“,- აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
სკოლებში პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ სპეციალური საბჭო იმსჯელებს
საგანმანათლებლო პროგრამის ხელახალი აკრედიტაციის ხელახლი მიღებისთვის განაცხადის წარდგენის ვადები ცნობილია
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
პედაგოგები მოსწავლეთა მოტივაციაზე განსაკუთრებულად ზრუნავენ