სიახლეები
სიახლეები

განათლების სამინისტრომ სააპელაციო საბჭოს წევრების შერჩევა დაიწყო
30-12-2021
-
+


განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი აცხადებს კონკურსს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის (ძირითადი წევრების), საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის (ძირითად და მოწვეული წევრების) და სააპელაციო საბჭოების წევრობის კანდიდატთა შერჩევის მიზნით.

ბრძანება

განაცხადები მიიღება 2021 წლის 16 დეკემბრიდან 2021 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით ელექტრონულ ფოსტაზე - jobs@eqe.ge

დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულებზე:

კონკურსი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს წევრების კანდიდატურათა შესარჩევად

კონკურსი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს წევრების კანდიდატურათა შესარჩევად

კონკურსი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს წევრების კანდიდატურათა შესარჩევად

კონკურსი სააპელაციო საბჭოს წევრების კანდიდატურათა შესარჩევად

  • იურიდიული პირის მიერ საბჭოს წევრობის კანდიდატის წარდგენის შემთხვევაში, ცენტრს წარედგინება განცხადება - დანართი N1;
  • კანდიდატის მიერ მიმართვის შემთხვევაში ცენტრს წარედგინება განცხადება - დანართი N2.

განცხადებას უნდა დაერთოს შემდეგი დოკუმენტები:

  •  ავტობიოგრაფია (CV);
  •  ცნობა სამუშაო ადგილიდან;
  •  შესაბამისი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (საკვალიფიკაციო მოთხოვნის შესაბამისად);
  • კანდიდატის წერილობითი თანხმობა შესაბამისი საბჭოს წევრობის შესახებ (თუ, განცხადებას წარმოადგენს იურიდიული პირი);
  • სტუდენტის მიერ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს/საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს წევრობის კანდიდატთა შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის შემთხვევაში - ცნობა სტუდენტის აქტიური სტატუსის შესახებ.

ზემოაღნიშნული საბჭოების ფუნქციები და საქმიანობის წესი მოცემულია შემდეგ აქტებში:

„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 4 მაისის №65/შ ბრძანება.

„საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №99/ნ ბრძანება.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

სპეცმასწავლებლების საყურადღებოდ - ვადა 3 აპრილამდე გაქვთ - რა უნდა გაითვალისწინოთ

„საჯარო სკოლები არასწორად ცდილობდნენ მოსწავლეთა წარმომადგენლების თანხმობის მოპოვებას“ - პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ანგარიში

2024 წელს 10 ათასზე მეტ მოსწავლეს სტატუსი შეუწყდა ან შეუჩერდა - სახალხო დამცველის ანგარიში

 

ყურადღება! 2025 წლის გამოცდებზე რეგისტრაცია დღეს სრულდება - რა უნდა გაითვალისწინოთ

საჯარო სკოლებში ცვლილებები ამოქმედდა - სრული სია და მინისტრის ბრძანება 

პიროვნება

გთავაზობთ ბლიც-ინეტრვიუს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნინოშვილის საჯარო სკოლის პედაგოგ დავით ბოლქვაძესთან

„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“

სკოლები

იანეულის საჯარო სკოლაში სახალისო აქტივობებით აღნიშნა „სიცილის დღე“

მსგავსი აქტივობები კი ხელს უწყობს ბავშვების ლოგიკური აზროვნების განვითარებას

რატომ ჭრელი წინდა? - ბოდბის საჯარო სკოლის მეშვიდე კლასში პედაგოგებმა საინფორმაციო შეხვედრა ჩაატარეს

აქტივობის ფარგლებში მოსწავლეებმა საკუთარი ხელით შექმნეს თემატური ნამუშევრები

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება