მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
დედაქალაქში ერთჯერადად მგზავრობის საფასური გაორმაგდა. ერთჯერადად მგზავრობის შემთხვევაში ტარიფი, რაც აქამდე 50 თეთრი იყო, 1 ლარი იქნება. თბილისის მერიის განმარტებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მომხმარებლებისთვის ულიმიტო მგზავრობის სისტემა და შესაბამისი ტიპის ბარათები შეიქმნება.
საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის 90-წუთიანი ბარათი 1 ლარი ეღირება, 1- დღიანი ბარათი - 3 ლარი, 1-კვირიანი - 20 ლარი, 1-თვიანი - 40 ლარი, 3-თვიანი - 100 ლარი, 6-თვიანი - 150 ლარი, ხოლო 1-წლიანი ბარათები - 250 ლარი ეღირება. საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობისას სააბონემენტე ულიმიტო სისტემა ძალაში 1-ელი თებერვლიდან შევა.
მერიის განმარტებით, უფასო და შეღავათიანი მგზავრობით კი მომხმარებელთა რამდენიმე კატეგორია ისარგებლებს.
უფასო მგზავრობის უფლება:
ა) თბილისში რეგისტრირებულ ქმედობაუნარიანობის შეზღუდვის მკვეთრად გამოხატული ხარისხის მქონე უსინათლო პირებს და გადაადგილებისას მათთან ერთად მყოფ დამხმარე ნებისმიერ პირს, აგრეთვე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობის ქვეპროგრამის ფარგლებში მონაწილე უსინათლო პირთა გამცილებლებს;
ბ) თბილისში რეგისტრირებულ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებსა და მათთან გათანაბრებულ პირებს;
გ) თბილისში რეგისტრირებულ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებების ვეტერანებსა და მათთან გათანაბრებულ პირებს, მათ შორის სამოქალაქო ავიაციის მფრინავებს, რომლებიც ასრულებდნენ სპეციალურ რეისებს საომარი მოქმედების ზონაში;
დ) თბილისში რეგისტრირებულ სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიებზე საბრძოლო მოქმედებების ვეტერანებსა და მათთან გათანაბრებულ პირებს;
ე) თბილისში რეგისტრირებულ სამხედრო ძალების ვეტერანებს;
ვ) თბილისში რეგისტრირებულ მეორე მსოფლიო ომში, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის, სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიებზე მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების დროს დაღუპულთა (გარდაცვლილთა), მათ შორის, ომის შემდგომ გარდაცვლილთა (უგზო-უკვლოდ დაკარგულთა) ოჯახების წევრებს;
ზ) თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში განლაგებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი ზოგად საგანმანათლებლო დაწესებულებების და ავტორიზებული კერძო სამართლის სამეწარმეო ან არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მოსწავლეებს;
თ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის მთავარი სამმართველოს უბნის ინსპექტორებსა და ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების (ოპერატიული) მთავარი სამმართველოს მოსამსახურეებს;
ი) თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების თანამშრომლებს, რომლებსაც ზედამხედველობას უწევს ა(ა)იპ „თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო“;
კ) ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამაში ჩართულ თბილისში მცხოვრებ ყოფილი პატიმრების სტატუსის მქონე პირებს;
ლ) შპს „თბილსერვის ჯგუფში“ მომუშავე დამგველებს, მეეზოვეებს, სპეც. მორიგე ბრიგადების დამგველებს, მუშებს, დამხმარე მუშებს და მძღოლებს;
ლ1) შპს „ჰერმესში“ მომუშავე ტექნიკურ მუშაკებს (მესაფლავეებს);
მ) ქალაქ თბილისში, 1989 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული მშვიდობიანი აქციის დარბევის შედეგად დაზარალებულებსა და დაღუპულთა ოჯახის წევრებს, რომლებიც თბილისში არიან რეგისტრირებულნი;
ნ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ „თბილისის გადამდებ დაავადებათა ეპიდზედამხედველობისა და კონტროლის მუნიციპალური ცენტრის“ თანამშრომლებს.
ო) არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „სოციალური მზრუნველობის სააგენტოს“ თანამშრომლებს.
შეღავათიანი მგზავრობის ტარიფით/ფასით (0,2 ლარი) მგზავრობის უფლება:
ა) თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში განლაგებული ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტებს და პროფესიულ სტუდენტებს;
ბ) თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში განლაგებული შემდეგი დაწესებულებების ყველა თანამშრომელს:
ბ.ა) საჯარო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები;
ბ.ბ) პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებები;
ბ.გ) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ფილიალები (ხანდაზმულთა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პანსიონატები, ბავშვთა სახლები) და სტრუქტურული ერთეულები (ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) და ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფრები, კრიზისული ცენტრები);
ბ.დ) არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირები – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ხელოვნების სკოლები, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე“, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „ქ. თბილისის მოსწავლე ახალგაზრდობის სახლი;
ბ.ე) საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირები – სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულებები, მათ შორის ქ. სოხუმის დიმიტრი არაყიშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებელი და ქ. სოხუმის ალექსანდრე შერვაშიძე–ჩაჩბას სახელობის სამხატვრო სასწავლებელი;
გ) რუსთავის, მცხეთის, გარდაბნის, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში არსებული საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი საჯარო სკოლების მასწავლებლებს, რომლებიც რეგისტრირებული არიან თბილისში;
ე) თბილისში რეგისტრირებულ „სახელმწიფო პენსიის შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრულ პენსიონერებს;
ზ) თბილისის საკუთრებაში არსებულ პოლიკლინიკებში დასაქმებულ უბნის ექიმებს, უბნის პედიატრებს და ოჯახის ექიმებს;
თ) თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში განლაგებულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში მომუშავე მანდატურებს;
ი) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრში დასაქმებულ სოციალურ აგენტებს;
ი1) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ტერიტორიულ ერთეულებში − თბილისის რაიონულ ცენტრებში დასაქმებულ სოციალურ მუშაკებს.
შეღავათიანი მგზავრობის ტარიფით/ფასით (0,1 ლარი) მგზავრობის უფლება
„სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ რეგისტრირებულ 70 000 და დაბალი სარეიტინგო ქულის მქონე, თბილისის ტერიტორიაზე მცხოვრებ მოქალაქეებს.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
სსუ-ს რექტორმა ზურაბ ხონელიძემ და „ეტალონისა" დამფუძნებელ გოჩა ტყეშელაშვილმა შეხვედრაზე ერთობლივ გეგმებსა და თანამშრომლობაზე ისაუბრეს
„ჩემი ყოველდღიური მოტივაციაა მოსწავლეთა თვალებიდან წამოსული სითბოა, რაც მაგრძნობინებს მათ მზაობას ჩემს მოსასმენად“
მოსწავლეებმა სტუმარს მათთვის საინტერესო თემებზე კითხვები დაუსვეს და ამომწურავი პასუხები მიიღეს
აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები და ღონისძიებები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას და სასწავლო პროცესში ჩართულობის გაზრდას ხელს უწყობს