სიახლეები
სიახლეები

როგორი იყო 2021 წელი მასწავლებლებისთვის - წლის ყველა სიახლე
29-12-2021
-
+


2021 წელი დასასრულს მიუახლოვდა. ეს წელი მასწავლებლების ნაწილისთვის სტაბილური, ნაწილისთვის კი ემოციურად დატვირთული იყო. თვალი გადავავლოთ, რა გამოწვევების წინაშე იყვნენ პედაგოგები, რა იყო წლის მთავარი სიახლე და რა - მოულოდნელობა.

ხელფასების ზრდა

2021 წელი მასწავლებლებისთვის იმედგაცრუებით დაიწყო. მათ დაპირებული 150 ლარის ნაცვლად ანაზღაურება 100 ლარით გაეზარდათ, საიდანაც საშემოსავლოს ჩამოჭრის შემდეგ ხელზე 80 ლარი მიიღეს. მიუხედავად ხელფასის მატებისა, პედაგოგებში დაპირების შეუსრულებლობამ წყენა გამოიწვია.

ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვა

ამ წელს, ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის მიზნით, მასწავლებელთა მასობრივი გადამზადება დაიწყო. პედაგოგებს ტრენინგები საზაფხულო შვებულების დროსაც კი უტარდებოდათ. ისინი სწავლებაში დანერგილ ცვლილებებს გაეცნენ და პრაქტიკაში გადატანეს.

სავალდებულო ტრენინგები

გარდა „ახალი სკოლის მოდელის“ ტრენინგებისა, მასწავლებლებს სტატუსის შესაბამისი სავალდებულო ტრენინგებიც ჩაუტარდათ. მათ ტრენინგის თემის არჩევანის საშუალება ჰქონდათ. ნაწილი საგნობრივი მიმართულებით გადაემზადა, ნაწილი - პროფესიული უნარების მიმართულებით, გარდა ამისა, მასწავლებელთა ინტერესი გამოიწვია ინკლუზიური განათლების შესახებ დაგეგმილმა ტრენინგებმაც.

სტატუსიანი მასწავლებლები სავალდებულო ტრენინგებს ყოველ წელს გაივლიან და მათ სასწავლო კურსის არჩევის შესაძლებლობა ექნებათ. უფროსის სტატუსის მქონე მასწავლებლებისთვის 20 საათიანი, წამყვანებისთვის 12-იანი, მენტორებისთვის კი 8 საათიანი ტრენინგების გავლაა სავალდებულო.

კომპლექსური დავალებები

2021 წლის ერთ-ერთი მთავარი სიახლე ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის ფარგლებში დაგეგმილი კომპლექსური დავალებები იყო. მასწავლებელთა ნაწილისთვის სიახლე გამოწვევა აღმოჩნდა, ნაწილმა კი სიამოვნებით აუწყო ფეხი თანამედროვე სწავლების მეთოდებს. კომპლექსურ დავალებებზე მუშაობა ბავშვებისთვისაც სიახლე იყო. ისინი აქამდე სტანდარტულ საშინაო დავალებებს ასრულებდნენ, წერდნენ ესეებს, ტესტებს, კითხვებზე პასუხებს... კომპლექსური დავალება კი ნასწავლის ცხოვრებისეულად გააზრებასა და თეორიული ცოდნის პრაქტიკულ გამოყენებას გულისხმობს. ამ ტიპის დავალებების შესრულებაში მოსწავლეებთან ერთად მათი მშობლებიც იყვნენ ჩართულები.

სპეციალური მასწავლებლების გამოცდა

სპეციალური მასწავლებლებისთვის კომპეტენციის დამადასტურებელი გამოცდა წელს პირველად ჩატარდა, რომელზეც 1731 სპეცმასწავლებელი დარეგისტრირდა, მათგან გამოცდაზე 1650 გამოცხადდა, წარმატებით კი 908 აპლიკანტმა ჩააბარა. გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემდეგ სპეციალურ მასწავლებლებს უფროსის სტატუსი მიენიჭათ და ანაზღაურება სატატუსის შესაბამისად გაეზარდათ.

ელექტრონული ჟურნალი

როდესაც 2021 წლის სიახლეებზე ვსაუბრობთ, არ შეიძლება, არ აღვნიშნოთ, რომ 2021-2022 სასწავლო წლის დაწყებისთანავე მატერიალური ჟურნალი ელექტრონულმა ჩაანაცვლა. მიუხედავად იმისა, რომ ელექტრონული ჟურნალი, ერთი შეხედვით, ბევრად მარტივად შესავსებია, მასწავლებლებს საქმე გაურთულდათ. მთელი სემესტრის განმავლობაში, ტექნიკური ხარვეზების გამო, პედაგოგებისთვის ჟურნალში სამუშაო დრო შეზღუდული იყო. გარდა ამისა, ქრებოდა ჩაწერილი შეფასებები, რამაც მასწავლებლები ააღელვა. მიუხედავად იმისა, რომ მატერიალური ჟურნალი გაუქმდა, პედაგოგები ყოველი დღის შეფასებებსა და დასწრებებს წიგნაკებში წერდნენ, რადგან ელექტრონულ ჟურნალს არ ენდობოდნენ. მათი მოლოდინი გამართლდა, ელექტრონული ჟურნალიდან შეფასებები „აორთქლდა“ და მასწავლებლებს სემესტრის ბოლოს მოსწავლეთა შეფასებების ხელახლა ჩაწერა უწევთ.

მინისტრის მოულოდნელი გადაწყვეტილება და პრაქტიკოსებისთვის უფროსის სტატუსის მინიჭება

2021 წლის ბოლოს მინისტრის გადაწყვეტილებით, პრაქტიკოსებს, რომლებსაც საგნის გამოცდა 10 კრედიტზე აქვთ ჩაბარებული, უფროსის სტატუსი მიენიჭებათ, სტატუსს მიიღებენ ასევე ის პრაქტიკოსებიც, რომლებსაც პროფესიულ უნარებსა და საგნის გამოცდაში 30%-იანი ზღვარი აქვთ გადალახული ანუ მიღებული აქვთ თითო-თითო კრედიტი. ასეთი კი დაახლოებით 700 პრაქტიკოსი მასწავლებელია.

რა სიახლეებს მოიტანს 2022 წელი? - ამას ჩვენი საინფორმაციო გვერდიდან შეიტყობთ. etaloni.ge მთელი წლის განმავლობაში პედაგოგების მხარდამჭერი იყო და ყველა მიმდინარე სიახლეს აშუქებდა. 2022 წელსაც სანდო და გადამოწმებულ ინფორმაციებს შემოგთავაზებთ.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

სპეცმასწავლებლების საყურადღებოდ - ვადა 3 აპრილამდე გაქვთ - რა უნდა გაითვალისწინოთ

„საჯარო სკოლები არასწორად ცდილობდნენ მოსწავლეთა წარმომადგენლების თანხმობის მოპოვებას“ - პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ანგარიში

2024 წელს 10 ათასზე მეტ მოსწავლეს სტატუსი შეუწყდა ან შეუჩერდა - სახალხო დამცველის ანგარიში

 

ყურადღება! 2025 წლის გამოცდებზე რეგისტრაცია დღეს სრულდება - რა უნდა გაითვალისწინოთ

საჯარო სკოლებში ცვლილებები ამოქმედდა - სრული სია და მინისტრის ბრძანება 

პიროვნება

გთავაზობთ ბლიც-ინეტრვიუს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნინოშვილის საჯარო სკოლის პედაგოგ დავით ბოლქვაძესთან

„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“

სკოლები

იანეულის საჯარო სკოლაში სახალისო აქტივობებით აღნიშნა „სიცილის დღე“

მსგავსი აქტივობები კი ხელს უწყობს ბავშვების ლოგიკური აზროვნების განვითარებას

რატომ ჭრელი წინდა? - ბოდბის საჯარო სკოლის მეშვიდე კლასში პედაგოგებმა საინფორმაციო შეხვედრა ჩაატარეს

აქტივობის ფარგლებში მოსწავლეებმა საკუთარი ხელით შექმნეს თემატური ნამუშევრები

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება