სიახლეები
სკოლები, ინტერვიუ

„ახალი წელი ბავშვებს ისე უხარიათ, რთულია უთხრა, რომ ზეიმი არ შეიძლება“- სკოლების დირექტორები საახალწლო სამზადისის შესახებ
23-12-2021
-
+


შობა-ახალი წლის მოახლოებასთან ერთად, სკოლებში საახალწლო სამზადისი იწყება. კორონავირუსის გამო, სასკოლო ცხოვრებაში უამრავი რამ შეიცვალა, მათ შორის ღონისძიებების გამართვის წესიც. Etaloni.ge დაინტერესდა, ამ მხრივ, რა მდგომარეობაა საქართველოს სხვადასხვა სკოლაში და დაუკავშირდა მათ დირექტორებს. აღმოჩნდა, რომ ზოგან მცირე ღონისძიება რეგულაციებისა და რეკომენდაციების სრული დავით გაიმართება. როგორც სკოლების დირექტორები ამბობენ, ეს მოსწავლეთა განწყობისა და მოტივირებისთვის კეთდება.

ვალერი კანკაძე, ვანის N1 საჯარო სკოლის დირექტორი:

ახალ წელს ყველგან, სკოლასა და ოჯახშიც გარკვეული ფუსფუსია. ყველა დამრიგებელს მაქსიმალურად დავავალე, რომ საახალწლო განწყობისა და ბავშვების გახალისებისთვის საკლასო ოთახები კარგად მოერთოთ.
დღევანდელი კოვიდსიტუაციიდან გამომდინარე, რეგულაციების დაცვით, საახალწლო ღონისძიებას ვგეგმავთ და მას აუცილებლად განვახორციელებთ.  ძალიან ცუდია ის, რომ აღნიშნულ აქტივობაში მშობლებს მაქსიმალურად ვერ ჩავრთავთ, თუმცა ღონისძიება ძალიან სახალისო და კარგი იქნება. პროგრამა შემუშავებულია, სპეციალურად იმ დღისთვის შოუმენი და თოვლის ბაბუა მოვიწვიეთ.  მათაც აქვთ თავიანთი პროგრამა და ურთიერთშეთანხმებით, ჩვენს მოსწავლეებს ერთ კარგ საღამოს ვაჩუქებთ.

ლალი ონიანი, დაბა ლენტეხის N2 საჯარო სკოლის დირექტორი:

სკოლაში საახალწლო სამზადისია. ჩვენ „რა? სად? როდის?“ ჩავატარეთ და ფინალი შეგნებულად საახალწლოდ გადმოვწიეთ. ამ დღისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი აქტივობა იგეგმება. კონკრეტულად, საახალწლო ღონისძიება რასაც ჰქვია, იმას მასწავლებლები სადამრიგებლო კლასებში ატარებენ, მაგრამ ოთხშაბათს, რეგულაციების დაცვით, საახალწლო ღონისძიება გაიმართება. ჩვენ ადგილმონაცვლე სკოლა ვართ, ფართი დიდიად არ გვაქვს, მაგრამ ვფიქრობთ, ერთი ოთახის დაცლას და ვიწრო წრეში ღონისძიების იქ ჩატარებას. მას მხოლოდ სკოლის პერსონალი და ბავშვები დაესწრებიან. ალბათ, ერთი მშობელიც იქნება, რომელიც პროცესს გადაიღებს. მცირეკონტინგენტიანი სკოლა ვართ და რეგულაციების დაცვა შეგვიძლია. შენობა საახალწლოდ მორთული და გალამაზებულია.

მაია ქობულია, წყალტუბოს N4 საჯარო სკოლის დირექტორი:

სკოლაში წინასაახალწლო განწყობაა. ხელოვნების მასწავლებელმა საახალწლო დეკორაციები ყველა კლასს დაამზადებინა. სანამ სკოლა მთლიანად მოირთვებოდა, ინტერიერი  მოსწავლეთა მიერ დამზადებული ნაძვებით გავაფორმეთ. ვუყიდეთ დიდ თოვლის ბაბუა და ნაძვის ხე. ასე რომ, სკოლაში 2 კვირაა, რაც საახალწლო განწყობა იგრძნობა. რადგან პანდემიის გამო დიდი ღონისძიება აკრძალულია, ამიტომ ასეთი რამ მოვიფიქრეთ:  ჩვენ გვაქვს კულტურულ-საგანმანათლებო სივრცე, სადაც  200-კაციანი სააქტო დარბაზია, ცალ-ცალკე კლასები ღონისძიებას სწორედ იქ ჩაატარებენ.
ჩვენ ყველა სკამზე გავაკეთეთ წარწერები - „დავიცვათ რეკომენდაციები, გავუფრთხილდეთ ერთმანეთის ჯანმრთელობას“. მთელ სააქტო დარბაზში მიმანიშნებელი ფოტოებია, არის დისპენსერიც, რომელშიც სადეზინფექციო სითხეა და ადამიანებს ხელის დამუშავება შეეძლებათ. ამ დარბაზში, რეკომენდაციებისა და დისტანციის დაცვით, 15-20 მშობელი დაჯდება ისე, რომ ერთმანეთს ხელს არ შეუშლიან. ახალი წელი ბავშვებს ისე უხარიათ, რთულია უთხრა, რომ ზეიმი არ შეიძლება. შევქმენით ისეთი სივრცე, სადაც ბავშვი იმღერებს, ლექსს იტყვის, იცეკვებს და თანაც რეკომენდაციების დაცვა შეიძლება.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ცვლილებები სკოლის დირექტორებს, მასწავლებლებსა და რესურსცენტრების ხელმძღვანელებს შეეხება - მთავრობის 2025 წლის გეგმა ცნობილია

ფავორიტიზმი, სუბიექტური დამოკიდებულება... კიდევ რა გამოწვევები ახლავს ბაღებში შიდა კონკურსით კადრების დასაქმებას

ტერმინები, რომლებიც მასწავლებლებმა და მსურველებმა უნდა იცოდნენ - ინფორმაცია პროფესიული პედაგოგებისთვის

აბიტურიენტს უფლება აქვს 4 უცხოური ენიდან მისთვის სასურველ ერთ-ერთ ენა ჩააბაროს

izrune.ge-ს წარჩინებულ მოსწავლეთა დაჯილდოების ღონისძიებაზე პროექტის დადებით მხარეებზე ისაუბრეს - „იზრუნე“  ზრდის მოტივაციას და სწავლის სურვილს

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

თემასთან შესაბამისობაში კი პედაგოგმა პატარებს სახალისო აქტივობა „მაღაზიობანა“ შესთავაზა

„ბიოლოგიაში ევოლუციის სწავლა-სწავლება საინტერესო გამოწვევაა მასწავლებლებლებისა და მოსწავლეებისთვის“

საინტერესო

საკლასო ოთახების ციფრული ტრანსფორმაცია წარმოადგენს საჭირო და გარდაუვალ პროცესს... 

მწერლის ერთ-ერთი პირველი ფსევდონიმი „რაზიკოვი“ იყო... ლუკა რაზიკაშვილმა ვაჟა-ფშაველას ფსევდონიმით ხელმოწერა 1885 წელს დაიწყო

დამატებითი უქმე დღე მასწავლებლებისთვის - ასე ცდილობენ ბრიტანეთის სკოლებში ახალგაზრდა კადრების მოზიდვას

სიახლეები
საზოგადოება