სიახლეები
სკოლები

„გვინდა, ჩვენი პატარებისთვის არამარტო ლამაზი, არამედ უსაფრთხო გარემოც შევქმნათ“- წყალტუბოს N4 სკოლაში საახალწლო სამზადისია
23-12-2021
-
+


წყალტუბოს N4 საჯარო სკოლაში საახალწლო სამზადისი აქტიურ ფაზაში გადავიდა. სკოლაში საახალწლოდ ულამაზესი ნაძვის ხე დაიდგა და თითოეული საკლასო ოთახი მოირთო.

აღსანიშნავია, რომ სკოლის დირექცია გარდა იმისა, რომ საახალწლო განწყობაზე ზრუნავს, ასევე ბავშვებისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნა მათთვის პრიორიტეტულ საკითხებშია.

„ახალი წლის საზეიმო განწყობაა ჩვენს სკოლაში. ყველა კლასი მოირთო და გალამაზდა ნაძვის ხით და საახალწლო აქსესუარებით. შემოსასვლელ ინტერიერს ალამაზებს დიდი ნაძვის ხე, თოვლის ბაბუა და მოსწავლეების მიერ დამზადებული 3D სტილში ნაძვის ხეები. გვინდა, ჩვენი პატარებისთვის არამარტო ლამაზი, არამედ უსაფრთხო გარემოც შევქმნათ, ამიტომ დაცულია უსაფრთხოების ყველა ზომა დერეფნებში და საკლასო ოთახებში. სკოლის კულტურულ-საგანმანათლებლო სივრცე „ლოგოსი“ სრული რეკომენდაციების დაცვით მოვაწყვეთ, განთავსდა დისპანსერები, პოსტერები, ამკრძალავი ნიშნები იმისთვის, რომ ყველამ  დაიცვას რეკომენდაციები და გავუფრთხილდეთ ერთმანეთის ჯანმრთელობას. მრავალ ახალ წელს მეგობრებო!“, - აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

სკოლებში პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ სპეციალური საბჭო იმსჯელებს

საგანმანათლებლო პროგრამის ხელახალი აკრედიტაციის ხელახლი მიღებისთვის განაცხადის წარდგენის ვადები ცნობილია

თითოეულ სკოლაში გაცდენილი საათები ანაზღაურდება - განათლების მინისტრის განმარტება

პიროვნება

„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

სკოლები

„დედების პატივსაცემად სამ ენაზე სიმღერა, ნამდვილად დასამახსოვრებელი და მრავალფეროვანი გამოცდილებაა“

ახალქალაქის N1 საჯარო სკოლაში ქართულ ენაში ჩატარდა ღია გაკვეთილი თემაზე: „ჩემი მხარე“

საინტერესო

გაიცანით 14 წლის ბიჭი, რომელიც ზეპირად, გონებაში ყველაზე სწრაფად ამრავლებს, ყოფს  უმატებ რიცხვებს ერთმანეთს

მასწავლებლების პროფესიული განვითარების ნაკლებობა, მოსწავლეთა ფსიქიკური ჯანმრთელობა... კიდევ რა გამოწვევები არსებობს განათლებაში

სიახლეები
საზოგადოება