სიახლეები
მსოფლიო

„ომიკრონის“ გამო სკოლები არ დახუროთ, კატასტროფული შედეგი იქნება“ - გაერო-ს მოწოდება
25-12-2021
-
+


გაერთიანებული ერების ორგანიზაცია სახელმწიფოებს მოუწოდებს კორონავირუსის ახალი შტამის - „ომიკრონის“ გავრცელების გამო სკოლები არ დახუროს. გაეროს რეკომენდაციაა სკოლები დაიკეტოს ყველაზე ბოლოს და გაიხსნას პირველი.

გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) დირექტორი ჰენრიეტა ფორი აღნიშნავს, რომ ინფექციის ახალი შტამი მთელ მსოფლიოს აშფოთებს, მის საფრთხეს სპეციალისტები იკვლევენ, ამიტომ ბევრი ქვეყნის მთავრობა დაფიქრდა დატოვოს თუ არა სკოლები ღია.

„როდესაც COVID-19-ის გავრცელება მატულობს, ჯანდაცვის მკაცრი ღონისძიებები კი აუცილებელი ხდება, სკოლები უნდა იყოს ბოლო რაც დაიხურება და პირველი, რაც გაიხსნება“,- აცხადებს ფორი. 

მისი თქმით, სერიოზული შედეგები მოჰყვება დისტანციური სწავლების არათანაბარ ხელმისაწვდომობას. სკოლების დახურვამ ათწლეულების საგანმანათლებლო პროგრესი გაანადგურა. მსოფლიო მოიცვა ბავშვთა შრომის, ბავშვთა ქორწინებისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების პანდემიამ

„სკოლების მასობრივად დახურვის კიდევ ერთ ტალღას ბავშვებისთვის კატასტროფული შედეგი ექნება“,- დასძენს ის.

ჰენრიეტა ფორი თვლის, რომ მთავრობებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ, რომ სასწავლო დაწესებულებების დახურვა აიცილონ თავიდან. 

„სახელმწიფოებმა უნდა გაზარდონ ინვესტიცია ციფროვიზაციაში, რომ არც ერთი ბავშვი არ დარჩეს სწავლის მიღმა. 2022 უნდა გახდეს წელი, როდესაც განათლება და ბავშვების საუკეთესო ინტერესები პრიორიტეულია“, - აღნიშნავს ის. 

წყარო


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

„პედაგოგი არ არის ბევრი...  უნდა შეიქმნას სტანდარტი, სახელმძღვანელო...“

ორი საგამოცდო საგანი, რომელთა ტესტის სტრუქტურას საგნის ჯგუფის ექსპერტები აპლიკანტებს გააცნობენ

„პედაგოგების კვალიფიკაცია არის დღეს ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა“ - სკოლამდელი განათლების მართვის დოკუმენტი

მასწავლებლებს ორი ენის ცოდნას კანონი ავალდებულებს - რომელ პედაგოგებს ეხება მოთხოვნა

რეგისტრაციებთან დაკავშირებით სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს - ვადა 22 დღეა

პიროვნება
„განათლება ქმნის თავისუფალ და მოაზროვნე ადამიანს“ – ძველი აბაშის საჯარო სკოლის დირექტორის ხედვა მოსწავლეზე, სკოლასა და მომავალზე

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი
სკოლები

აქტივობა ქიმიის პედაგოგის - არევატ თანგამიანის ხელმძღვანელობით ჩატარდა

22 აპრილი დედამიწის დღეა – თბილისის N133 საჯარო სკოლის მომავალი თაობა პლანეტის დაცვისთვის ერთიანდება

ხულგუმოს საჯარო სკოლის მე-7 კლასის მოსწავლეებმა წიგნის მსოფლიო დღეს საყვარელი ნაწარმოებები გააცნეს ერთმანეთს

ქართული ენის კვირეულის ფარგლებში მახაშის საჯარო სკოლაში საინტერესო ღონისძიებაც გაიმართა
 
საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება