სიახლეები
სკოლები

ბოლაჯურის, დიდი სმადისა და ხევაშენის საჯარო სკოლების მოსწავლეებმა, პროექტის ფარგლებში, სამოქალაქო აქტივიზმის მიმართულებით ტრენინგები გაიარეს
24-12-2021
-
+


ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფლების ბოლაჯურის, დიდი სმადისა და​ ხევაშენის საჯარო სკოლების სამოქალაქო განათლების პედაგოგები - თამარ აბრამიშვილი, მადონა ჭრელაშვილი და ქეთევან ენდელაძე პროექტში - „სამოქალაქო აქტივიზმი ახალგაზრდებისათვის სამცხე-ჯავახეთში“ აქტიურად მონაწილეობდნენ.

პროექტი ბოლაჯურის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგის, თამარ აბრამიშვილის ინიციატივით, კავკასიური სახლისა და International Alert-ის პროექტის - „ახალგაზრდული დიალოგი სამოქალაქო აქტივიზმისთვის ფარგლებში, განხორციელდა.

პროექტის მონაწილეებმა გაიარეს 4-დღიანი ტრენინგკურსი. ტრენინგზე განიხილეს სამოქალაქო აქტივიზმთან დაკავშირებული საკითხები; პროექტში ჩართული ადიგენის მუნიციპალიტეტის სამი სკოლიდან შეირჩა 20 მოსწავლე, რომლთაც შეავსეს აპლიკაციები და პროექტში მონაწილეობის განსაკუთრებული ინტერესი და მოტივაცია გამოხატეს.

პროექტი საპილოტეა და გარდა ტრენინგისა მონაწილე ახალგაზრდები გააგრძელებენ სამოქალაქო აქტივიზმის მიმართულებით პროექტების განხორციელებას და მონაწილეობას მიიღებენ სამოქალაქო განათლების მიმართულებით დაგეგმილ სხვადასხვა აქტივობებში. პედაგოგებმა ჩამოაყალიბეს საინიციატივო ჯგუფი და ამ მიმართულებით აპირებენ პროექტების განხორციელებას.

პროექტის ფარგლებში სკოლის მოსწავლეებმა შექმნეს საინფორმაციო ვიდეო და ისაუბრეს იმ საკითხებზე, რომლის შესახებაც ტრენინგების განმავლობაში მიიღეს ინფორმაცია, ასევე შექმნეს ვირტუალური ჯგუფი, სადაც სხვადასხვა აქტივობების დაგეგმვას აპირებენ.

მსგავსი ფორმატი იძლევა სკოლებს შორის ურთიერთობის დამყარებისა და გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობას. პროექტის ფარგლებში გამოცხადდა ესეების კონკურსი, რომელშიც მონაწილეობის უფლება ჰქონდათ ტრენინგებში ჩართულ ახალგაზრდებს. ესეს თემა იყო - „მოქალაქეობა ეს არის შესაძლებლობა, შეცვალო გარემო სადაც ცხოვრობ“.

21 დეკემბერს პროექტის დახურვა და დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა ადიგენის ახალგაზრდულ ცენტრში, ესეების კონკურსში გამარჯვებულ მონაწილეებს საჩუქრად გადაეცათ „ბიბლუსის“ ვაუჩერები, ხოლო პროექტში ჩართული ყველა ახალგაზრდა დაჯილდოვდა სერტიფიკატით. პროექტი განხორციელდა USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

 მოსწავლის ჩარიცხვისა და სტატუსის შეჩერების წესში ცვლილება შევიდა - ბრძანება 

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

ცნობილია, ვინ იმუშავებს უმაღლესი განათლების რეფორმაზე - კომისიის წევრთა სია

პიროვნება

„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

სკოლები

„დედების პატივსაცემად სამ ენაზე სიმღერა, ნამდვილად დასამახსოვრებელი და მრავალფეროვანი გამოცდილებაა“

ახალქალაქის N1 საჯარო სკოლაში ქართულ ენაში ჩატარდა ღია გაკვეთილი თემაზე: „ჩემი მხარე“

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

გაიცანით 14 წლის ბიჭი, რომელიც ზეპირად, გონებაში ყველაზე სწრაფად ამრავლებს, ყოფს  უმატებ რიცხვებს ერთმანეთს

სიახლეები
საზოგადოება