მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ განთიადის საჯარო სკოლის მოსწავლე რომანი სურმანიძე სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის კამპანიაში - „პირველად თვითმმართველობის არჩევნებზე“ აქტიური და წარმატებული მონაწილეობისთვის დაჯილდოვდა.
სერტიფიკატები და ფასიანი საჩუქრები სულ 6 წარმატებულ ახალგაზრდას გადაეცა.
დაჯილდოების ცერემონიას ესწრებოდნენ: ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის განათლების და კულტურის სამსახურის უფროსი - ქეთევან დევაძე, ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრის წარმომადგენლები: ნატა ხინკილაძე და ხატია ფუტკარაძე, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ვახტანგ ლორთქიფანიძე. სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის წარმომადგენლები - ნინო ჩხაიძე და ნინო ლომაია.
„24 დეკემბერს, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტმა კამპანია - „პირველად თვითმმართველობის არჩევნებზე“ აქტიური და წარმატებული მონაწილეობისთვის 6 ახალგაზრდას გადმოგვეცა სერტიფიკატები და ფასიანი საჩუქრები.
2022 წელს სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტთან ერთად ვითანამშრომლებთ სხვადასხვა პროექტებში, რაც მოიცავს თანატოლ განმანათლებლობას“,- აღნიშნავს რომანი სურმანიძე.
კამპანიას - „პირველად თვითმმართველობის არჩევნებზე“ ახორციელებდა „სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი“ პროექტის – „ადგილობრივი განვითარების აქტორებს შორის მყარი კავშირების დამყარება“ (მეორე ფაზა) ფარგლებში, გერმანული ორგანიზაცია „პური მსოფლიოს“ მხარდაჭერით და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდულ ცენტრთან თანამშრომლობით.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
NAEC-მა გამოცდის შედეგები გამოაქვეყნა - დეტალები
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
აქციაში აქტიურად ჩაერთვნენ სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები