მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ერკეთის საჯარო სკოლაში ქართულ ენასა და ლიტერატურაში, საინტერესო თემატიკით, შემოქმედებით-ინტელექტუალური ღონისძიება ჩატარდა.
ღონისძიებას ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ციალა ჭიხვარია ხელმძღვანელობდა.
ერთმანეთს შეერკინა 2 გუნდი - „ლომები“ და „არწივები“.
როგორც სკოლის წარმომადგენელი აღნიშნავს, წარმოდგენილი იყო ნომინაციები ქართული ენიდან - სიტყვები და წინადადებები გრამატიკულად გამართულ წერასა და გამოთქმაზე.
შერჩეული იყო ლიტერატურიდან ნომინაციები - „ნადირობა“ (ვინ ან რა იპოვეს ნადირობისას), „ცხენი“ (მოსწავლეებმა მოუძებნეს პატრონები - ლიტერატურული გმირები).
ჟიურის შეფასების მიხედვით 1 ქულის უპირატესობით „ლომებმა“ გაიმარჯვეს.
„ღონისძიებამ მოსწავლეებს ცოდნა გაუმდიდრა“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
მსგავსი აქტივობები სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობის გაზრდას ხელს უწყობს
სკოლაში მოსწავლეს სწავლაში მიღწეულ წარმატებასა და დამსახურებული ჯილდოს მიღებას დიდი სიყვარულით ულოცავენ
ბოლო ერთი კვირის აქტივობები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოსწავლეებმა განიცადონ საერთო საახალწლო სიხარული...