„სკოლამ შეძლო და ამ წელსაც შეინარჩუნა ჩვეული თამასა“ - თბილისის N202 საჯარო სკოლა 2021 წელს წარმატებით ასრულებს
27-12-2021
დაკოპირებულია
-
+
თბილისის N202 საჯარო სკოლამ გამოწვევებით, ბევრი შრომით, წინაღობებითა და წარმატებებით სავსე 2021 წელი მხიარულად გააცილა.
სკოლამ პანდემიის მიუხედავად, მოსწავლეებისთვის საინტერესო და მრავალფეროვანი სასწავლო გარემოს შენარჩუნება მაინც შეძლო.
„მიუხედავად მთელი რიგი სირთულეებისა, რომელიც კოვიდპანდემიას ახლდა თან, ჩვენმა სკოლამ შეძლო და ამ წელსაც შეინარჩუნა ჩვეული თამასა:
2021 წლის იანვარში ჩვენი სკოლის დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს საპატრიარქოს უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ მოსწავლეთა და სტუდენტთათვის განკუთვნილ ეროვნულ კონფერენციაში;
2021 წლის სექტემბერში სკოლის გუნდმა მონაწილეობა მიიღო პოლონეთში ჩატარებულ საერთაშორისო კონფერენციაში - „შანსები უსინათლოთათვის“;
ჩვენი სკოლის შემოქმედებითმა გუნდმა სასკოლო პროექტის წარდგენით წარმატებით გაართვა თავი ბათუმში ჩატარებულ გაეროს ფონდის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო კონფერენციას - „ბავშვთა უფლებების დაცვა“;
2021 წლის ოქტომბერში სკოლის აღსაზრდელებმა ისნის გამგეობის მხარდაჭერითა და დაფინანსებით საგანმანათლებლო - გასვლითი ღია გაკვეთილები ჩაატარეს საგურამოში, ილიას სახლ-მუზეუმში; მადლობა ისნის რაიონის გამგეობა ს გვერდში დგომისათვის!
2021 წლის ნომებერში სკოლაში ჩატარდა უსინათლოთა კავშირის კულტურის ცენტრის ეგიდით დაფინანსებული საგანმანათლებლო ვიქტორინა, რომელიც ემსახურებოდა კლასგარეშე ლიტერატურის კითხვის მხარდაჭერასა და პოპულარიზაციას;
2021 წლის დეკემბერში სკოლის მოსწავლეებმა მოინახულეს მშობლიური ისტორიული სკოლის კედლები და „საახალწლო ზღაპრის“ თანხლებით გააცილა 2021 წელი.
დიდი მადლობა ჩვენს ერთგულ მეგობრებს: ისნის რაიონის გამგეობას, ანდრო ჩაჩანიძეს და ელენე ხოზბერიძეს მხარდაჭერისა და სიყვარულისათვის! ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ 2022 წელი ბევრად უფრო ნაყოფიერი, სიახლეებზე ორიენტირებული, მხიარული და შემეცნებითი აქტივობებით დატვირთული იქნება“, - აღნიშნულია სკოლის დირექტორის, თინათინ საბაურის განცხადებაში.