სიახლეები
სკოლები

ქუთაისის N40 საჯარო სკოლაში ფრენბურთსა და ფეხბურთში შიდასასკოლო შეჯიბრებები გაიმართა
27-12-2021
-
+


ქუთაისის N40 საჯარო სკოლაში ფრენბურთსა და ფეხბურთში შიდასასკოლო შეჯიბრებები გაიმართა. 

მოსწავლეები აღნიშნულ აქტივობაში დიდი მონდომებითა და ინტერესით ჩაერთნენ. მათ ღირსეულად იასპარეზეს და თავისნთი შესაძლებლობები წარმოაჩინეს. 

ფრენბურთში ფინალში ერთმანეთს მე-7 და მე-5 კლასის გუნდები შეხვდნენ, სადაც მე-7 კლასის მოსწავლეებმა გაიმარჯვეს, ხოლო ფეხბურთში გამარჯვება მე-9 კლასის გუნდმა მოიპოვა. 

სკოლა ამაყობს მოსწავლეებით და წარმატებებს უსურვებს.

„სასკოლო სპორტული ოლიმპიადის პროგრამით და მოსწავლეებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების მიზნით ქუთაისის მე-40 საჯარო სკოლაში გრძელდება შიდასასკოლო სპორტული ღონისძიებები, რომელიც ამჯერად გაიმართა დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეთა შორის. მე-5, მე-6, მე-7 კლასის გუნდები ერთმანეთს გაეჯიბრნენ ფრენბურთში. შეჯიბრება გაიმართა ოლიმპიური სისტემით, დაბალი ასაკის მიუხედავად, ისინი მონდომებით ასრულებდნენ ყველა იმ ტექნიკურ ელემენტებს, რომლებიც ფრენბურთის თამაშისას გამოიყენება.
ფინალში ერთმანეთს მე-7 და მე-5 კლასის გუნდები შეხვდნენ, სადაც მე-7 კლასის მოსწავლეებმა იმარჯვეს და 2-1 ანგარიშით დაამარცხეს თავიანთი მეტოქე გუნდი.
მე-7, მე-8 და მე-9 კლასები კი ერთმანეთს მინი ფეხბურთში დაუპირისპირდნენ. როგორც ფეხბურთს სჩვევია, თამაშები ძალიან საინტერესოდ წარიმართა. ფინალი, სადაც მე-9 კლასი მე-7 კლასს შეხვდა, გამარჯვებული პენალტების სერიამ გადაწყვიტა, სადაც უფრო ზუსტი მე-9 კლასის გუნდი აღმოჩნდა.
როგორც ფრენბურთში, ასევე მინი ფეხბურთში ფინალისტები დაჯილდოვებული იქნენ თასებით. გამარჯვებული გუნდის ბაზაზე კი დაკომპლექტდა სკოლის ნაკრები გუნდები, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ მუნიციპალურ თამაშებში“,- წერს სკოლა.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

რა შემთხვევაში მიიჩნევა სწავლის შედეგი მიღწეულად

მოსწავლეების ფანტაზია უსაზღვროა და საჩუქარს, ძირითადად, ადრესატის გემოვნებიდან გამომდინარე არჩევენ

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

მსგავსი აქტივობები სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობის გაზრდას ხელს უწყობს 

სკოლაში მოსწავლეს სწავლაში მიღწეულ წარმატებასა და დამსახურებული ჯილდოს მიღებას დიდი სიყვარულით ულოცავენ

გაკვეთილი უცხო ენის ოთხივე კომპონენტს - listening, speaking, reading and writing მოიცავდა

საინტერესო

ბოლო ერთი კვირის აქტივობები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოსწავლეებმა განიცადონ საერთო საახალწლო სიხარული... 

მოსწავლეების ფანტაზია უსაზღვროა და საჩუქარს, ძირითადად, ადრესატის გემოვნებიდან გამომდინარე არჩევენ

როგორ მოვრთოთ საკლასო ოთახი ორიგინალურად ნაკლები ხარჯებით?

რატომ და როდიდან ვრთავთ ნაძვის ხეს საახალწლოდ?

ხელოვნური თოვლი და საახალწლო ვულკანი არის მარტივი, სახალისო და შემოქმედებითი ექსპერიმენტები

სიახლეები
საზოგადოება