სიახლეები
სკოლები

ქუთაისის N40 სკოლაში, მოსწავლეებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების მიზნით, სპორტული ღონისძიებები იმართება
28-12-2021
-
+


ქუთაისის N40 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შორის ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებაზე აქტიურად ზრუნავენ. 

ამისთვის სკოლაში სპორტის სხვადასხვა სახეობაში შეჯიბრებები იმართება. მოსწავლეები ერთმანეთს მძლეოსნობაში, ფრენბურთსა და მინი ფეხბურთში შეეჯიბრნენ.

მძლეოსნობაში დაწყებითი კლასის მოსწავლეებს შორის მე-6 კლასის გუნდმა, ხოლო საშუალო საფეხურზე მე-8 კლასის გუნდმა გაიმარჯვა. 

ფრენბურთში ფინალში ერთმანეთს მე-9 და მე-10 კლასის გუნდები შეხვდნენ, სადაც მე-10 კლასის მოსწავლეებმა გაიმარჯვეს, ხოლო მინი ფეხბურთში პირველობა მე-6 კლასის გუნდმა მოიპოვა. 

სკოლა ამაყობს მოსწავლეებით და წარმატებებს უსურვებს.

„სასკოლო სპორტული ოლიმპიადისა და მოსწავლეებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების მიზნით, ქუთაისის მე-40 საჯარო სკოლაში არ წყდება სპორტული ღონისძიებები, სადაც მონაწილეობას იღებენ დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურის გოგო-ბიჭები.
ჩატარდა შიდა-სასკოლო პირადი გუნდური ფესტივალი მძლეოსნობაში მე-5, მე-6 და მე-7, მე-8, მე-9 კლასელთა შორის. შიდა სასკოლო შეჯიბრებიდან კლასების მიხედვით შეირჩა საუკეთესო გუნდი 3 გოგოსა და 3 ვაჟის შემადგენლობით, რომლებმაც ფინალურ შეჯიბრებაზე მიიღეს მონაწილეობა.
დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებს შორის უკეთესი შედეგით ჩემპიონის ტიტული და გარდამავალი თასის მფლობელი გახდა მე-6 კლასის გუნდი (დამრიგებელი-სალომე საგანელიძე).
საშუალო საფეხურის მოსწავლეებიდან ფინალი ჩატარდა მე-7,მე-8 და მე-9 კლასების მოსწავლეებს შორის ფინალურ გარბენში საუკეთესო შედეგი დააფიქსირა მე-8 კლასის გუნდმა (დამრიგებელი ნელი სიმონიშვილი), რომლებმაც 43 მეასედი წამით აჯობა მეორე ადგილზე გასულ მე-9 კლასის გუნდს, ხოლო მე-7 კლასი მესამე ადგილით დაკმაყოფილდა. გამარჯვებული გუნდი გარდამავალი თასით დააჯილდოვა სპორტის მასწავლებელმა ბესიკ ჯანელიძემ.
მე-8, მე-9 და მე-10 კლასებში ერთმანეთს გაეჯიბრნენ ფრენბურთში. ფესტივალი ჩატარდა ოლიმპიური სისტემით. ფინალურ ეტაპზე მე-9 და მე-10 კლასის გუნდები შეხვდნენ ერთმანეთს. შეხვედრა ძალიან საინტერესოდ წარიმართა და მე-10 კლასის (დამრიგებელი მაია ნიკოლაძე) გამარჯვებით დასრულდა, რომელიც სკოლის გარდამავალი თასით იქნა დაჯილდოებული.
მე-5, მე-6 კლასელბი ერთმანეთს მინი ფეხბურთში ეჯიბრებოდნენ როგორც ფეხბურთს სჩვევია ყველა შეხვედრა ძალიან საინტერესოდ წარიმართა. ფინალში ერთმანეთის პირისპირ მე-5 და მე-6 კლასის გუნდები დაწყვილდნენ. საინტერესო და დაძაბულ ბრძოლაში გამარჯვება გასული წლის ვიცე ჩემპიონ მე-6 კლასის გუნდს ხვდა (დამრიგებელი ვახტანგ შარადენიძე), რომელიც სპორტის პედაგოგმა, გულნარა ბზიკაძემ, გარდამავალი თასით დააჯილდოვა“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

NAEC-მა გამოცდის შედეგები გამოაქვეყნა - დეტალები

ინფორმაცია სტუდენტებისთვის - მობილობის ბოლო დღე 7 თებერვალია

სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები 10 დღეს გაგრძელდება - დასვენების დღეების განრიგი ცნობილია

2024 წლის ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის გამარჯვებულების ვინაობა ცნობილია

იცვლება მასწავლებლის განათლებისადმი დადგენილი მოთხოვნები - მთავრობის დოკუმენტი

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

„აქტივობამ, არა მხოლოდ მოსწავლეთა კითხვის უნარები გააუმჯობესა, არამედ ლიტერატურის მიმართ სიყვარულიც გააღრმავა“

საინტერესო

საკლასო ოთახების ციფრული ტრანსფორმაცია წარმოადგენს საჭირო და გარდაუვალ პროცესს... 

მწერლის ერთ-ერთი პირველი ფსევდონიმი „რაზიკოვი“ იყო... ლუკა რაზიკაშვილმა ვაჟა-ფშაველას ფსევდონიმით ხელმოწერა 1885 წელს დაიწყო

დამატებითი უქმე დღე მასწავლებლებისთვის - ასე ცდილობენ ბრიტანეთის სკოლებში ახალგაზრდა კადრების მოზიდვას

სიახლეები
საზოგადოება