სიახლეები
სკოლები

ხევაშენის საჯარო სკოლის პედაგოგმა, ქეთევან ენდელაძემ საპატიო ჯილდო დაიმსახურა
28-12-2021
-
+


ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ხევაშენის საჯარო სკოლის პედაგოგმა, ქედევან ენდელაძემ „სამცხე-ჯავახეთის რეგიონში წლის ახალგაზრდული მუშაკის 2021-ის“ ჯილდო დაიმსახურა.

სკოლა აღნიშნულთან დაკავშირებით დეტალურ ინფორმაციას ავრცელებს და საამაყო პედაგოგს დამსახურებული ჯილდოს მიღებას ულოცავს.

„ახალგაზრდობის სააგენტოს“, ინიციატივით, საქართველოში პირველად ახალგაზრდული მუშაკების ეროვნული ფორუმი და ახალგაზრდული მუშაკის დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა. ხევაშენის საჯარო სკოლა ულოცავს სამცხე-ჯავახეთის რეგიონში „წლის ახალგაზრდული მუშაკის 2021-ის ჯილდოს“ ჩვენი სკოლის სამოქალაქო განათლების მასწავლებელს, ქეთევან ენდელაძეს. იგი სახელმწიფოს მიერ აღიარებული პირველი სასერტიფიკატო პროგრამის მონაწილე და სერტიფიცირებული ახალგაზრდული მუშაკია. ქვეყნის მასშტაბით, სულ 11 ახალგაზრდული მუშაკი დაჯილდოვდა, რომლებიც ახალგაზრდული საბჭოს და გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენლებთან, ასევე ახალგაზრდობის სააგენტოს გუნდთან ერთად სასწავლო ვიზიტით ესტონეთში იმყოფებოდა. სასწავლო ვიზიტის შედეგად ახალგაზრდული მუშაკები მიღებული გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკების ადაპტირებას და დანერგვას საკუთარ რეგიონში შეძლებენ“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ინფორმაცია სტუდენტებისთვის - მობილობის ბოლო დღე 7 თებერვალია

სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები 10 დღეს გაგრძელდება - დასვენების დღეების განრიგი ცნობილია

2024 წლის ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის გამარჯვებულების ვინაობა ცნობილია

იცვლება მასწავლებლის განათლებისადმი დადგენილი მოთხოვნები - მთავრობის დოკუმენტი

ინფორმაცია სპეცმასწავლებლებისთვის, რომლებსც პრაქტიკოსის სტატუსი აქვთ

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

„აქტივობამ, არა მხოლოდ მოსწავლეთა კითხვის უნარები გააუმჯობესა, არამედ ლიტერატურის მიმართ სიყვარულიც გააღრმავა“

მოსწავლეებმა დიდი მონდომებით მოამზადეს ფერადი, ჯადოსნური სიტყვების პოსტერი

ღონისძიებაში აქტიურად ჩაერთნენ მესამე კლასის მოსწავლეებიც

წიგნიერების დღესასწაულს არაერთი კლასი გამოეხმაურა

საინტერესო

საკლასო ოთახების ციფრული ტრანსფორმაცია წარმოადგენს საჭირო და გარდაუვალ პროცესს... 

მწერლის ერთ-ერთი პირველი ფსევდონიმი „რაზიკოვი“ იყო... ლუკა რაზიკაშვილმა ვაჟა-ფშაველას ფსევდონიმით ხელმოწერა 1885 წელს დაიწყო

დამატებითი უქმე დღე მასწავლებლებისთვის - ასე ცდილობენ ბრიტანეთის სკოლებში ახალგაზრდა კადრების მოზიდვას

სიახლეები
საზოგადოება