მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
პირველი სემესტრი დასრულდა, შესაბამისად, სასკოლო საზოგადოებისათვის ნიშნებისა და ელექტრონული ჟურნალის საკითხი კიდევ უფრო აქტუალური ხდება. როდემდე შეეძლებათ პედაგოგებს ჟურნალში ცვლილების შეტანა, როდის გაიგებენ მოსწავლეები თავიანთ შეფასებას ამ და სხვა აქტუალურ საკითხთან დაკავშირებით Etaloni.ge საგანმანათლებლო ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სამსახურის უფროსს ნინო ეფხოშვილს ესაუბრა.
როგორც ის ამბობს, პედაგოგებს ელექტრონულ ჟურნალში ნებისმიერი ცვლილების შეტანა 11 იანვრის ღამის 12 საათამდე შეეძლებათ. მათ ამ დროს ჟურნალში მოსწავლეთა შეფასება და დასწრების შესახებ ინფორმაცია შეტანილი უნდა ჰქონდეთ.
- პედაგოგებს სემესტრის ბოლოს ელექტრონულ ჟურნალში რა მონაცემები უნდა ჰქონდეთ ასახული?
- რჩევაა, რომ ჩვენ მიერ გამოგზავნილი ინსტრუქციები ყურადღებით წაიკითხონ, ნახონ ინფორმაცია და მონაცემები ელექტრონულ ჟურნალში ასახონ. შესაბამისად, მათ მოსწავლეთა დასწრების შესახებ ინფორმაცია და შეფასებები შეტანილი უნდა ჰქონდეთ.
მეორე სემესტრის დასაწყისთან დაკავშირებით, ჩვენი რეკომენდაცია სკოლებისთვის იქნება ის, რომ დროულად შეიყვანონ მონაცემი და თუ რაიმე ცდომილებაა, ასევე დროულად გაასწორონ, რათა შემდეგ ამან გარკვეული ტიპის ხარვეზები არ გამოიწვიოს.
- როდემდე შეუძლიათ ცვლილებების შეტანა?
- 11 იანვრის ღამის 12 საათამდე შეუძლიათ ჟურნალის დადასტურება. რაც იმას ნიშნავს, რომ მანამდე მონაცემების გასწორება შესაძლებელია. პედაგოგებს ჟურნალში 11 იანვრის ჩათვლით, ყველანაირი ცვლილების შეტანა შეუძლიათ. თუ მონაცემების შეტანის 8 დღიანი ვადა გასულია, მაშინ მოთხოვნების გვერდიდან უნდა მოხდეს მონაცემების რედაქტირება.
- რადგან ჟურნალის დადასტურების თარიღი 11 იანვარია, გამოდის, რომ მოსწავლეებს თავიანთი ნიშნები ამ დრომდე არ ეცოდინებათ?
- მოსწავლეებს თავიანთ ნიშნებზე წვდომა ონლაინ რეჟიმში აქვთ. როგორც კი პედაგოგი მონაცემებს ასახავს, მოსწავლესაც გამოუჩნდება, თუმცა თუ რამე შეცდომით იყო ან შემაჯამებელში არ უწერიათ შეფასება, ეს დაიწერება და შეიცვლება. ეს ჩვეულებრივი პროცესია და სემესტრის ბოლოს ყველა მონაცემის გადამოწმება მატერიალური ჟურნალის შემთხვევაშიც ასე ხდებოდა.
ამ ეტაპზე, სისტემაში რა ნიშნებიც არის დაწერილი, ამას მოსწავლე ხედავს. სისტემა საშუალო არითმეტიკულით საბოლოო ნიშანსაც ითვლის, თუმცა თუ რაიმე ცვლილება შევიდა, რა თქმა უნდა სემესტრული შეფასებაც შეიცვლება.
- ჟურნალი პედაგოგებისთვის 10 იანვრიდან 17 იანვრის ჩათვლითაც ღია იქნება?
- 11-ში სემესტრული შეფასებები დადასტურდება, შესაბამისად, ამის შემდეგ უკვე მეორე სემესტრზე დაიწყებენ მუშაობას. მასწავლებლებისთვის ელექტრონული ჟურნალი მთელი წლის განმავლობაში ხელმისაწვდომია, უბრალოდ, გააჩნია რა ფუნქციონალის გამოყენება უნდათ. პირველ სემესტრში მიღებული შეფასებებისა და აქტივობების ასახვა 11-ის ჩათვლით ხდება და შემდეგ მუშაობა მეორე სემესტრზე დაიწყება. ამ დროს შეფასებებს ვერ დაწერენ, რადგან მეორე სემესტრი არ იქნება დაწყებული.
- ახალი სემესტრიდან ელექტრონულ ჟურნალში ცვლილებები ხომ არ იგეგმება?
- ელექტრონულ ჟურნალში დაახლოებით 2-3 კვირის წინ შევიდა ცვლილება და დაემატა ახალი ფუნქციონალი, შესაბამისად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჟურნალი ეროვნულ სასწავლო გეგმას სრულიადაა მორგებული და რაიმე მნიშვნელოვანი ფუნქციონალის დამატება აღარ იგეგმება, თუმცა იმ გამოცდილებიდან გამომდინარე, რაც მასწავლებლების, მშობლებისა და მოსწავლეებისგან მიგვიღია, რა თქმა უნდა, ფუნქციონალის გაუმჯობესება და მათ საჭიროებებზე მორგებაა დაგეგმილი, თუმცა დიდი ფუნქციონალი აღარ ემატება.
- პედაგოგები ელექტრონული ჟურნალის გაუმართაობაზე საუბრობენ, რამდენად დგას ეს პრობლემა?
- ელექტრონული ჟურნალის გაუმართაობას რაც შეეხება, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჟურნალს ტექნიკური ხარვეზი არ აქვს. როდესაც ვსაუბრობთ იმაზე, რომ ჟურნალიდან გარკვეული სახის მონაცემები იშლება, ემისში რა შემთხვევაც დაფიქსირებულა იმაზე გავაკეთებ აქცენტს, რადგან ამის ანალიზი შეგვიძლია.
ამ შემთხვევებში, ყველა წაშლილი გაკვეთილების ან არასწორად შეცვლილი სწავლების ტიპის ბრალი იყო. ამ დროს ელექტრონულ ჟურნალში მონაცემები იცვლება. როდესაც სისტემაში რაღაც გაკვეთილები არასწორადაა, იქ გამოდის ფანჯარა, რომ ჟურნალში ყველა მონაცემი წაიშლება, რაც შინაარსობრივად სწორია, გამომდინარე იქედან, რომ თავიდან არასწორად შეიყვანეს. თუ რაიმე განსხვავებული შემთხვევა იქნება, უნდა მოგვმართონ და იმ კონკრეტულ საკითხს ტექნიკური ჯგუფი განიხილავს.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
რა შემთხვევაში მიიჩნევა სწავლის შედეგი მიღწეულად
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
მსგავსი აქტივობები სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობის გაზრდას ხელს უწყობს
სკოლაში მოსწავლეს სწავლაში მიღწეულ წარმატებასა და დამსახურებული ჯილდოს მიღებას დიდი სიყვარულით ულოცავენ
მოსწავლეების ფანტაზია უსაზღვროა და საჩუქარს, ძირითადად, ადრესატის გემოვნებიდან გამომდინარე არჩევენ