სიახლეები
სკოლები

ქობულეთის N5 საჯარო სკოლის თეატრალურმა დასმა - „ხვალინდელი დღე“ ფესტივალში დიდი წარმატება მოიპოვა
28-12-2021
-
+


ქობულეთის N5 საჯარო სკოლის თეატრალურმა დასმა - „ხვალინდელი დღე“ ქუთაისის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალში - „N- ოვაცია- 2021“ წარმატება მოიპოვა. 

ფესტივალში მონაწილეობდნენ იანუშ ვლასოვი, მარი ბენდელიანი, გიორგი ამბარიანი, მარი ქათამაძე, მერი ვერულიძე, ჯონი ასლანოვი, მარი უბილავა, დავით ჭაღალიძე, ილია ბაჯელიძე, თორნიკე შავაძე, გიორგი კუჭუხიძე, ნინო ტორჩინავა ,ჯამბულ შაბანოვი, ელენე თებიძე და მარი ბაჯელიძე.

ქობულეთის N5 საჯარო სკოლის დირექცია ულოცავს თეატრალურ დასს და უსურვებს შემდეგ წარმატებებს.

ფესტივალში მონაწილეობა ძალზე წარმატებული გამოდგა ჩვენი დასისთვის. ჟიურის წევრ ბატონ მერაბ კვიცარიძის რჩეული გახდა ნოდარ დუმბაძის როლის შემსრულებელი დავით გაზაშვილი, ქალის საუკეთესო ეპიზოდური როლისთვის დაჯილდოვდა ბოშა ქალის შემსრულებელი მარიამ აბულაძე, ნომინაციაში - „საუკეთესო ქორეოგრაფია და კოსტუმები“ (ხელმძღვანელი ქ-ნი მანონი რიჟვაძე) პირველობა კვლავ არავის დაუთმო ქობულეთის N5 საჯარო სკოლამ. 

ორგანიზატორების რჩეული პედაგოგი გახდა ქალბატონი შორენა ქამადაძე, ფესტივალში აქტიური მონაწილეობისთვის დაჯილდოვდა ქალბატონი ელისო სამხარაძე, ხოლო ქალბატონი მანონი რიჟვაძე ჟიურიმ „მუსიკალური გაფორმებისთვის“ დააჯილდოვა“,- აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ინფორმაცია სტუდენტებისთვის - მობილობის ბოლო დღე 7 თებერვალია

2024 წლის ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის გამარჯვებულების ვინაობა ცნობილია

იცვლება მასწავლებლის განათლებისადმი დადგენილი მოთხოვნები - მთავრობის დოკუმენტი

ინფორმაცია სპეცმასწავლებლებისთვის, რომლებსც პრაქტიკოსის სტატუსი აქვთ

რა განათლება უნდა ჰქონდეს აღმზრდელსა და თანაშემწეს - ბრძანება

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

ღონისძიებაში აქტიურად ჩაერთნენ მესამე კლასის მოსწავლეებიც

წიგნიერების დღესასწაულს არაერთი კლასი გამოეხმაურა

ბავშვებმა ერთმანეთსა და დამსწრე საზოგადოებას დაუვიწყარი წუთები და ემოციები აჩუქეს

საინტერესო

საკლასო ოთახების ციფრული ტრანსფორმაცია წარმოადგენს საჭირო და გარდაუვალ პროცესს... 

მწერლის ერთ-ერთი პირველი ფსევდონიმი „რაზიკოვი“ იყო... ლუკა რაზიკაშვილმა ვაჟა-ფშაველას ფსევდონიმით ხელმოწერა 1885 წელს დაიწყო

დამატებითი უქმე დღე მასწავლებლებისთვის - ასე ცდილობენ ბრიტანეთის სკოლებში ახალგაზრდა კადრების მოზიდვას

სიახლეები
საზოგადოება