სიახლეები
სკოლები

„მოხალისეობა“ - ქუთაისის N40 საჯარო სკოლის პედაგოგთა შთამბეჭდავი საჩვენებელი გაკვეთილი
29-12-2021
-
+


ქუთაისის N40 საჯარო სკოლის პედაგოგებმა - ნელი სიმონიშვილმა, მარიამ ვაჩიბერაძემ, თამთა გაჩეჩილაძემ და ლალი რობაქიძემ VIII კლასში საჩვენებელი გაკვეთილი თემაზე „მოხალისეობა“ ჩაატარეს.

სკოლა აქტიურადაა ჩართული აშშ-ს საელჩოს მიერ დაფინანსებული პროგრამის „სამოქალაქო განათლება და ტექნოლოგიები ინგლისური ენის გამოყენებით“ (CTEL II) განხორციელებაში. სწორედ ამ პროგრამაში ჩართულმა მასწავლებლებმა ჩაატარეს საჩვენებელი გაკვეთილი.

გავკეთილის მიმდინარეობისას მოსწავლეებმა მოხალისეობის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრეს და გაკვეთილში აქტიურად ჩაერთნენ.

„ქუთაისის N40 საჯარო სკოლა აქტიურად არის ჩართული აშშ-ს საელჩოს მიერ დაფინანსებული პროგრამის - „სამოქალაქო განათლება და ტექნოლოგიები ინგლისური ენის გამოყენებით“ (CTEL II) განხორციელებაში. აღნიშნული პროგრამის მეთოდოლოგიის შემსწავლელი ვორკშოპების მიზანია, პროგრამაში (სამოქალაქო განათლება, ტექნოლოგიები, ინგლისური ენის გამოყენებით) ჩართულმა მასწავლებლებმა შეისწავლონ და დანერგონ ინტეგრირებული სწავლისა და სწავლების მეთოდები, მიდგომები, რათა შემდგომში მოსწავლეებს დემოკრატიული კომპეტენციები, ინგლისური ენა და ტექნოლოგიები გამოცდილებაზე დაყრდნობით შეასწავლონ.
პროგრამაში ჩართულმა მასწავლებლებმა ინგლისური ენა: ნელი სიმონიშვილი, მარიამ ვაჩიბერაძე (აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსისტეტის უფროსი მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამის მონაწილე) ICT : თამთა გაჩეჩილაძე, სამოქალქო განათლება: ლალი რობაქიძე, VIII კლასში საჩვენებელი გაკვეთილი ჩაატარეს თემაზე: „მოხალისეობა“. გაკვეთილს ესწრებოდა ქალბატონი თინათინ კუტივაძე. მოსწავლეებმა იმსჯელეს რა არის მოხალისეობა, რა მნიშვნელობა აქვს მოხალისეობის საფუძველზე ჩართულობას. ხოლო გაკვეთილის ბოლოს წარმატებით შეძლეს მოხალისეობის თემაზე შეექმნათ ინგლისური ენის შესაბამისი ენობრივ მახასიათებლების გამოყენებით ფლაიერები პროგრამა MS Publisher-ში“,- აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

2024 წლის ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის გამარჯვებულების ვინაობა ცნობილია

იცვლება მასწავლებლის განათლებისადმი დადგენილი მოთხოვნები - მთავრობის დოკუმენტი

ინფორმაცია სპეცმასწავლებლებისთვის, რომლებსც პრაქტიკოსის სტატუსი აქვთ

რა განათლება უნდა ჰქონდეს აღმზრდელსა და თანაშემწეს - ბრძანება

რესურსცენტრების ხელმძღვანელებს დამატებითი ვალდებულება განესაზღვრათ - მუნიციპალური ბიუჯეტი

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

ღონისძიებაში აქტიურად ჩაერთნენ მესამე კლასის მოსწავლეებიც

წიგნიერების დღესასწაულს არაერთი კლასი გამოეხმაურა

ბავშვებმა ერთმანეთსა და დამსწრე საზოგადოებას დაუვიწყარი წუთები და ემოციები აჩუქეს

საინტერესო

საკლასო ოთახების ციფრული ტრანსფორმაცია წარმოადგენს საჭირო და გარდაუვალ პროცესს... 

მწერლის ერთ-ერთი პირველი ფსევდონიმი „რაზიკოვი“ იყო... ლუკა რაზიკაშვილმა ვაჟა-ფშაველას ფსევდონიმით ხელმოწერა 1885 წელს დაიწყო

დამატებითი უქმე დღე მასწავლებლებისთვის - ასე ცდილობენ ბრიტანეთის სკოლებში ახალგაზრდა კადრების მოზიდვას

სიახლეები
საზოგადოება