ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლის მოსწავლე ლანა მოფინაძემ ნახატების კონკურსში მეორე ადგილი მოიპოვა
30-12-2021
დაკოპირებულია
-
+
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა კონკურსებში მუდამ აქტიურად და ამავდროულად, წარმატებით მონაწილეობენ.
სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე ლანა მოფინაძე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეებისათვის გამართულ ნახატების ეროვნულ კონკურსში მონაწილეობდა და მეორე ადგილიც მოიპოვა.
აღნიშნულთან დაკავშირებით სკოლა დეტალურ ინფორმაციას ავრცელებს:
„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეებისათვის ნახატების ეროვნული კონკურსი გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ინიციატივით ჩატარდა. გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში - „მეცნიერების კვირეულის“ ფარგლებში გაიმართა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მოსწავლეებისთვის ნახატების ეროვნული კონკურსი, რომელიც სამეცნიერო თემატიკას მიეძღვნა. კონკურსის მიზანს მეცნიერების პოპულარიზაცია და მოზარდების ამ სფეროთი დაინტერესება წარმოადგენდა. გამოვლენილი გამარჯვებული ნაშრომები პოსტერების სახით დაიბეჭდა და გორის უნივერსიტეტის Horizon Europe-ის საგრანტო ოფისში გამოიფინა, სადაც შედგა გამოფენა - დაჯილდოებაც. ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლემ ლანა მოფინაძემ მონაწილეობა მიიღო ამ კონკურსში და მეორე ადგილი მოიპოვა. გადაეცა ფულადი ჯილდო, სიგელი და სხვა ფასიანი საჩუქრები. სკოლის დირექცია ულოცავს ლანა მოფინაძეს ამ დიდ წარმატებას“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.