მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
პარლამენტმა განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე გიორგი ამილახვარის კანდიდატურას მხარი დაუჭირა. ამილახვარი 86 ხმით აირჩიეს.
გიორგი ამილახვარს განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის პირველი მოადგილის თანამდებობა ეკავა. ამილახვარი სპეციალობით სამართალმცოდნეა, მან 2006 წელს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სამართალმცოდნეობა დაამთავრა.
რაც შეეხება სამუშაო გამოცდილებას:
2018 - 2019- საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე;
2010 - 2020- თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი, რექტორი, ასოცირებული პროფესორი სამართალში;
2008 - 2010 - ლიტვური საინვესტიციო კომპანია შპს „სავერუსის“ ფილიალი საქართველოში „სავერუს ჯორჯია“ მთავარი იურისტი;
2007 - 2008 - სახელმწიფო მინისტრის აპარატი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში მთავარი სპეციალისტი.
კომიტეტს შალვა პაპუაშვილი ხელმძღვანელობდა, რომელმაც პარლამენტის თავმჯდომარის პოსტი დაიკავა.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დეტალები და სარეგისტრაციო ბმული
„ჩემი ყოველდღიური მოტივაციაა ჩემი კოლექტივი და მოსწავლეები“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
მოსწავლეები ხელოვნების პედაგოგ მაია ფხაკაძესთან ერთად გაეცნენ ეკლესია-მონასტრების ისტორიას